• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, November 22, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

21 ივნისი-2 ივლისი თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი გაიმართება

9 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
სასამართლომ ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

21 ივნისი-2 ივლისი თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი.

როგორც “თბილისი თაიმსს” ოპერის თეატრიდან ცნობეს, ფესტივალის დაფუძნების შესახებ დღეს ოპერის თეატრში პრეს-კონფერენცია გაიმართება, რომელსაც ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, საბალეტო დასის ხელმძღვანელი და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე და ჰოლანდიის ელჩი საქართველოში იოს დაუმა დაესწრებიან.

თბილისის საბალეტო ფესტივალი 21 ივნისს გაიხსნება და 2 ივლისს დაიხურება. სპექტაკლები თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.

თბილისის საბალეტო ფესტივალი ა. კრეინის „ლაურენსიას“ პრემიერით გაიხსნება. ვახტანგ ჭაბუკიანის ცნობილი ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. 21 ივნისს პირველ საპრემიერო სპექტაკლს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ლალი კანდელაკი და ბოსტონის ბალეტის წამყვანი სოლისტი ლაშა ხოზაშვილი იცეკვებენ. „ლაურენსია“ ფესტივალის პროგრამით კიდევ ორჯერ 23 და 25 ივნისს იქნება წარმოდგენილი. მთავარ პარტიებს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტები ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, ეკატერინე სურმავა, იონენ ტაკანო, ფრენკ ვან ტონგერენი, დავით ანანელი შეასრულებენ.

საბალეტო ფესტივალის მთავარი მოვლენა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2-ის გამოსვლა იქნება. თბილისში ეს ამ დასის პირველი გასტროლია.

ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2) მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი თანამედროვე დასია, რომელსაც ქორეოგრაფი პოლ ლაითფუტი ხელმძღვანელობს. ჰოლანდიური დასი ჰააგაშია დაფუძნებული, მაგრამ, ყოველწლიურად 115. 000 ათასი მაყურებლის წინაშე გამოდის ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიაში. დაარსებიდან (1959 წ.) დღემდე, ამ მეამბოხე დასმა, რომელიც მუდამ სიახლეებისკენ ისწრაფვის, მდიდარი რეპერტუარი შექმნა, რომელიც 600-ზე მეტი ბალეტისგან შედგება, მათი ავტორები არიან გენიალური ირჟი კილიანი, ჰანს ვან მანენი; ასევე დასის ქორეოგრაფები: სოლ ლეონი და პოლ ლაიტფუტი; დასთან თანამშრომლობენ დღეს მსოფლიოში აღიარებული ქორეოგრაფები კრისტალ პაიტი და მარკო გუკე, იოჰან ინგერი, მედჰი ვალერსკი, ალექსანდერ ეკმანი, გაბრიელა კარისო, ფრენკ შარტიე, ჰოფეშ შეხტერი, ედვარდ კლუგი, შერონ აიალი & გაი ბეჰარი.

ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 თბილისის საბალეტო ფესტივალის პროგრამით ორ სპექტაკლს გამართავს – 28 და 29 ივნისს და სრულიად განსხვავებულ პროგრამას შესთავაზებს მაყურებელს. წარმოდგენილი იქნება  ცნობილი თანამედროვე ქორეოგრაფების სოლ ლეონი და პოლ ლაითფუტის (Sleight of Hand ),  ედვარდ კლუგის (Mutual Comfort ), ჰანს ვან მანენის (Solo),  ალექსანდერ ეკმანის (Cacti),  იოჰან იონგერის  ( I new then) ერთმოქმედებიანი ბალეტები.

საქართველოს სახელმწიფო ბალეტი ფესტივალის პროგრამით ორ სპექტაკლს წარმოადგენს, რომელშიც მთავარ პარტიებს მსოფლიოს ცნობილი საბალეტო დასების წამყვანი მოცეკვავეები შეასრულებენ.

30 ივნისს წარმოდგენილი იქნება ლ. მინკუსის „დონ კიხოტი“, რომელშიც საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, დიდი თეატრის წამყვანი სოლისტები (რუსეთი) ეკატერინა კრისანოვა (ჩელიტა) და ვლადისლავ ლანტრატოვი (ბაზილი).

1 ივლისს კი ფესტივალი წარმოადგენს პ. ჩაიკოვსკის „გედების ტბას“, სადაც იცეკვებენ პოლონეთის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტები ჩინარა ალიზადე (ოდეტა-ოდილია) და ვლადიმერ იაროშენკო (პრინცი ზიგფრიდი).

ფესტივალი 2 ივლისს საბალეტო გალა კონცერტით დაიხურება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები:  ნინო ანანიაშვილი, ალექსანდრ ვოლჩკოვი (დიდი თეატრი, რუსეთი), ელისა კარილო კაბრერა, მიხაილ კანისკინი (ბერლინის სტატბალეტი, გერმანია), ვიქტორია ჯაიანი, თემურ სულუაშვილი (ჩიკაგოს ჯოფრი ბალეტი, აშშ), ჩინარა ალიზადე, ვლადიმერ იაროშენკო (პოლონეთის ნაციონალური ბალეტი), ალია ტანიკპაიევა, გერგელი ლებლანცი (უნგრეთის ნაციონალური თეატრი), ლალი კანდელაკი, ეკატერინე სურმავა, ნუცა ჩეკურაშვილი, ნინო სამადაშვილი, იონენ ტაკანო, ფილიპ ფედულოვი, დავით ანანელი, ფრენკ ვან ტონგერენი (საქართველოს სახელმწიფო ბალეტი).

საფესტივალო სპექტაკლებში მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო საბალეტო დასი  და  საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის ორკესტრი, რომელსაც  მოწვეული დირიჟორი ალევტინა იოფე (რუსეთი) უდირიჟორებს.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

გასაოცარ ციფრებს ვხედავთ ეკონომიკური ზრდის – ნათია თურნავა

გასაოცარ ციფრებს ვხედავთ ეკონომიკური ზრდის – ნათია თურნავა

5 years ago

გედევან ფოფხაძე უმრავლესობას, სავარაუდოდ, აღარ დატოვებს

9 years ago
საშობაო ეპისტოლე-ლუკმა-პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ შვილებისათვის, ამიტომაც სახელმწიფომ და, აქედან გამომდინარე, სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია

პატრიარქი – საქართველო, ძალიან მიყვარხარ

7 years ago

აზერბაიჯანში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს

12 years ago

ახალი ამბები

ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით – შიო მესამე
ახალი ამბები

ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით – შიო მესამე

11/21/2026

ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ. ნამდვილი სიყვარული თავგანწირვის გარეშე არ არსებობს. ის ასეთი სიყვარულით...

მეტის ნახვაDetails
„ყოველთვის ჩემი ცხოვრების სიყვარული იქნები… ჩემი და ნენესი…“ – ფონიჭალაში აფეთქების დროს დაღუპული ბიჭის მეუღლე

„ყოველთვის ჩემი ცხოვრების სიყვარული იქნები… ჩემი და ნენესი…“ – ფონიჭალაში აფეთქების დროს დაღუპული ბიჭის მეუღლე

11/21/2026
რა საჭიროა გაზის დეტექტორი სახლში და როგორ უნდა დავამონტაჟოთ სწორად – რჩევები

რა საჭიროა გაზის დეტექტორი სახლში და როგორ უნდა დავამონტაჟოთ სწორად – რჩევები

11/21/2026
გარდაიცვალა „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე

გარდაიცვალა „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე

11/21/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ, ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით – შიო მესამე 11/21/2026
  • „ყოველთვის ჩემი ცხოვრების სიყვარული იქნები… ჩემი და ნენესი…“ – ფონიჭალაში აფეთქების დროს დაღუპული ბიჭის მეუღლე 11/21/2026
  • რა საჭიროა გაზის დეტექტორი სახლში და როგორ უნდა დავამონტაჟოთ სწორად – რჩევები 11/21/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by