ევროკავშირი ბალკანეთის ქვეყნებისათვის სავიზო რეჟიმის დასაწესებლად ემზადება.
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისათვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის მოხსნის წინადადებას ევროპარლამენტი კენჭს დღეს უყრის.
ევროპარლამენტის თავისუფალი სავიზო რეჟიმის საკითხების მომხსენებელმა ტანია ფაიონმა გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მოქალაქეების მიერ წინა წლებში ევროკავშირის ქვეყნებისათვის თავშესაფრის მოთხოვნის უამრავმა ფაქტმა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის უკმაყოფილება გამოიწვია.
ფაიონის განცხადებით, გერმანიამ, შვედეთმა, ჰოლანდიამ, ბელგიამ და ლუქსემბურგმა პრობლემის აღმოსაფხვრელად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისათვის სავიზო რეჟიმის დაწესება მოითხოვეს.
მისივე თქმით, ევროპის ხალხთა მოძრაობა აღნიშნულ მოთხოვნას ემხრობა, ხოლო ევროპარლამენტის სოციალ დემოკრატები, ლიბერალები და მწვანეები მისი წინააღმდეგნი არიან.
13.09.13