• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სელექციურ აბორტზე გართულებული კანონი კულტურული სტერეოტიპების პირისპირ

9 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, საზოგადოება
A A
სელექციურ აბორტზე გართულებული კანონი კულტურული სტერეოტიპების პირისპირ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქეთევანი (სახელი შეცვლილია) ოჯახში მეორე შვილია ის 23 წლის წინ თბილისში დაიბადა.  საკუთარ ისტორიას იხსენებს – „მიუხედავად იმისა, რომ უფროსი ძმა მყავს, მამას გოგოს დაბადება მაინც არ სურდა. როდესაც გაიგო, რომ დედა ორსულად იყო, ირწმუნა, რომ ისევ ბიჭი ეყოლებოდა. რომ დავიბადე სამშობიაროში არც ვუნახივარ, ეზოში იჯდა დიდი ხნის განმავლობაში და ცდილობდა,  შეჰგუებოდა ფაქტს, რომ გოგო ეყოლა და არა ბიჭი. ამბავი თავად მამამ მომიყვა, თან ბოდიშს მიხდიდა, 23 წლის წინ ვერ ვიფიქრებდი, რომ ის გოგო დაიბადა, რომელიც დღეს ჩემი უახლოესი მეგობარიაო“

მჭიდრო სოციალური კავშირები:  სამეგობრო წრე, ნათესავები, კოლეგები, მეზობლები, ხშირად შემზღუდველ და რეპრესიულ პირობებს უქმნის ორსულ ქალს, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ძალიან ძლიერი წნეხის გაძლება უწევს. ხშირად ქალებს არ აქვთ საშუალება, საკუთარი არჩევანის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილება, ვინაიდან სოციუმი ცდილობს ჩაერიოს და გადაწყვიტოს მისი ბავშვის ბედი. შემზღუდველი და რეპრესიული გარემო იყო ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩემმა რესპონდენტმა (ანონიმურად დარჩენა არჩია) გადაწყვიტა, ხელოვნურად შეეწყვიტა ორსულობა.

„38 წლის ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ რომ ბავშვს ველოდებოდი. ორი ბიჭი მყავს 18 და 16 წლის. როდესაც ბავშვის სქესი შევიტყვეთ, მეუღლემ პირდაპირ მითხრა, რომ მესამე შვილი არ სურდა, რადგან შვილები უკვე ჰყავდა და ბიჭების მომავლისთვის უნდა მიეხედა.   მეუღლის დედასაც იგივე პოზიცია ჰქონდა –  რომ გოგო შვილი სხვისი შვილია და ამ ასაკში ზედმეტი თავის ტკივილი არ სჭირდებოდა ოჯახს. ჩემს ბიჭებს მეზობლებისა და მეგობრების ერიდებოდათ. ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ აბორტი გამეკეთებინა. ახლა გული მტკივა ჩემი საქციელის გამო…“

სელექციურ აბორტს უწოდებენ ფეტუსის რომელიმე არასასურველად მიჩნეული სქესის  გამო ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას. საქართველოს სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2016 წელს შობადობის რიცხვმა კაცებში – 28 887  შეადგინა, ხოლო ქალებში – 27 682.  გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშში „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში“ აღნიშნულია, რომ სქესთა შორის ბუნებრივ პროპორციად მიჩნეულია, გადანაწილება 100 გოგონაზე 105 ბიჭი. საქართველოში 2008–2012 წლის მონაცემებით ეს პროპორცია 100 გოგონაზე 112 ბიჭის თანაფარდობით გამოიხატება. დაბადებისას სქესთა თანაფარდობის მაჩვენებელი ადასტურებს, რომ საქართველოში სქესის პრენატალური შერჩევა ხდება. გამოკვლევის თანახმად, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში 46% უპირატესობას ვაჟს მიანიჭებდა, 9% კი – გოგოს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ კონფერენციაზე ზემოთხსენებულ ანგარიშში მიღებული შედეგები  კულტურულ ნორმებსა და გაბატონებულ შეხედულებებს დაუკავშირა. მისი აზრით, ბიჭებისთვის უპირატესობის მინიჭება საზოგადოებაში არსებულ გენდერულ დისბალანსზე მიუთითებს.

„დიდია იმის ალბათობა, რომ ცვლილებების უმთავრესი წყარო იქნება კულტურული დამოკიდებულებების შეცვლა, რომელსაც შედეგად მოჰყვება ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭების ტენდენციის კლება. რაც უფრო სწრაფად მოხდება აღნიშნული ტრანსფორმაციები გენდერულ დამოკიდებულებებში, მით უფრო მცირე იქნება დაბადებისას სქესთა შორის დისბალანსის საერთო შედეგები საქართველოს დემოგრაფიულ სტრუქტურაზე მომავალში.“,– აღნიშნავს ლელა ბაქრაძე.

კულტურულ ფენომენზე ამახვილებს ყურადღებას ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე, რომელიც აღნიშნავს, რომ შერჩევითი ორსულობა უპირველესად განათლებასა და ინფორმაციის დეფიციტზე მიუთითებს.

„თუ ოჯახებს არ ჰყავთ ბიჭი შვილი და ჰყავთ გოგოები, როგორც წესი, უფრო ბევრი ბავშვია, რადგან ცდილობენ, რომ გააჩინონ შვილები იქამდე სანამ, არ ეყოლებათ ვაჟი და, პირიქით, თუ მათ პირველი შვილი არის ბიჭი, ბევრად ნაკლები ბავშვი  ჰყავთ შემდეგ. ტენდენცია განსაკუთრებით გამოკვეთილია დაბალი განვითარებისა და განვითარებად ქვეყნებში, ვინაიდან საზოგადოებაში  არსებობს შეხედულება, რომ გოგო უნდა გათხოვდეს და ოჯახიდან წავიდეს, ხოლო ბიჭი ასოცირდება მარჩენალთან, რომელიც სიბერეში მშობლებს მოუვლის.“

„საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ აღნიშნულია, რომ ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა დასაშვებია, მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, თუ ორსულობის პერიოდი არ აღემატება 12 კვირას, პაციენტს უკვე ჩაუტარდა წინასწარი კონსულტაცია და გასულია 5 დღიანი მოსაფიქრებელი ვადა. აბორტი დასაშვებია ორსულობის 22–ე კვირამდე სოციალური ან სამედიცინო მიზეზის გამო. როდესაც სელექციურ აბორტზე ვსაუბრობთ, ორსულობის 12 კვირის შემდგომი პერიოდი იგულისხმება, რადგან ამ ეტაპზე ექიმებს ბავშვის სქესის დადგენა უკვე თავისუფლად შეუძლიათ და აბორტის გასაკეთებლად კომისიის გადაწყვეტილების შედეგად გაცემული სპეციალური სამედიცინო ჩვენებაა საჭირო. მოთხოვნების გათვალისწინებით, კანონის მიხედვით ქალებისთვის სქესის შერჩევის გზით აბორტის გაკეთება დიდ სირთულესთან უნდა იყოს დაკავშირებული, თუმცა როგორც გაეროს ფონდის  2015 წლის კვლევაშია – „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საქართველოში“  აღნიშნული, არსებობს ირიბი ჩვენებები იმისა, რომ ექიმების გარკვეული ნაწილი ამ პერიოდს არ იცავს და დაუყონებლივ უკეთებს ქალებს აბორტს.

ასოციაცია „ჰერა XXI–ის“ მიერ 2015 წელს  ჩატარებული კვლევა – „აბორტის სერვისის ხელმისაწვდომობისა და მზაობის შეფასება“,  რომელშიც აღნიშნულია, საქართველოში კანონი არ განსაზღვრავს აბორტის პროცედურის საფასურს. პრეაბორტული კონსულტაციის დროს  ექიმები პაციენტებს აწვდიან ზედაპირულ ინფორმაციას პროცედურის, მეთოდებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რის გამოც ქალი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საკმარისი ინფორმაციის ფლობის გარეშე.

ყურადღების მიღმა დარჩენილია ის ფაქტიც, რომ საქართველოში არ მოქმედებს აბორტის პროცედურის მეთვალყურეობის ცენტრები, რომლებიც უშუალოდ აბორტის პროცედურას გაუწევენ მონიტორინგს და გააკონტროლებენ რამდენად კანონიერად ხდება ქვეყნის მასშტაბით ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა და საქართველოს  შრომისა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული  ორსულობის უსაფრთხო შეწყვეტასთან დაკავშირებული პროტოკოლისა და გაიდლაინების დაცვა.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მარინა ბაიდაური აღნიშნავს, რომ ცალკე აბორტის პროცედურის დაცვასთან დაკავშირებული კვლევა ან ანგარიში არ არსებობს, რადგან ის სხვა სამედიცინო მომსახურებებთან ერთად კონტროლდება.

„აბორტის პროცედურა არის სამედიცინო მომსახურება და ნებისმიერ სამედიცინო მომსახურებაზე კონტროლი გულისხმობს არსებული პროტოკოლის ან გაიდლაინის დაცვის კონტროლს. როდესაც  განხორციელდება  დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების  ხარისხის კონტროლი, მოწმდება ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც პროტოკოლის შესრულებას უკავშირდება“.

გაეროს ფონდის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 1990 წლიდან 2010 წლამდე 25 000 გოგონა გაუჩინარდა. სახელმწიფო ვერ კრძალავს მომავალი მშობლებისთვის ბავშვის სქესის გამჟღავნებას, ვინაიდან ამის ცოდნა ადამიანის უფლებაა, თუმცა მას შეუძლია, შეისწავლოს აბორტის პრაქტიკის გამომწვევი მიზეზები სპეციფიკურად საქართველოს მაგალითზე, ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის დაცვას და საზოგადოებაში ქალებთან დაკავშირებული სტერეოტიპების დაძლევას.

ნანუკა მაღლაკელიძე

Share2Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

“ბლაუენშტაინ საქართველო“ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას და წარმოების  გაფართოებას გეგმავს

“ბლაუენშტაინ საქართველო“ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელებას და წარმოების  გაფართოებას გეგმავს

8 years ago

ჭავჭავაძის გამზირიდან, კუს ტბაზე მისვლა საბაგიროს მეშვეობით იქნება შესაძლებელი

10 years ago
“ყველა ის ძირითადი პარამეტრები, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ეროვნულ ვალუტაზე გაუმჯობესებულია” – ირაკლი ზარქუა

“ყველა ის ძირითადი პარამეტრები, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ეროვნულ ვალუტაზე გაუმჯობესებულია” – ირაკლი ზარქუა

11 years ago
აშშ-ში, 22 წლის ქართველს მკვლელობის მცდელობა და დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმაში ედება ბრალი – მას პოლიცია ეძებს

აშშ-ში, 22 წლის ქართველს მკვლელობის მცდელობა და დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმაში ედება ბრალი – მას პოლიცია ეძებს

7 months ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by