• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, August 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სახალხო დამცველმა აფგან მუხთარლის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურორს წინადადებით მიმართა

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

3 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაზარალებულად ცნობასა და მის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს.

როგორც “თბილისი თაიმსს” სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველმა ამ საკითხებზე მედიაში არაერთი საჯარო კომენტარი გააკეთა, თუმცა, ვინაიდან მდგომარეობა უცვლელია, ამჯერად პროკურატურას უკვე წერილობითი ფორმით მიმართავს.

1 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისის საღამოს ქალაქის ცენტრიდან გაუჩინარდა. მომდევნო დღეს ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც აზერბაიჯანის სამართალდამცავებმა დააკავეს და ბრალი წაუყენეს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ჟურნალისტი მიუთითებს, რომ იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას ხელბორკილები დაადეს და სასტიკად სცემეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სახალხო დამცველის მიიჩნევს, რომ აფგან მუხთარლის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების წარმოება იმავე სამინისტროს მიერ, ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო დამოუკიდებლობის ხარისხს.

სახალხო დამცველის მითითებით, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის სტანდარტი უშუალო კავშირშია ეფექტიანი გამოძიების ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტთან, როგორიცაა გამოძიების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. კერძოდ, გამოძიების მიმდინარეობის მიმართ  საზოგადოების რწმენის განმტკიცებისთვის, მნიშვნელოვანია გამომძიებლებსა და გამოსაძიებელ დაწესებულებას შორის გამოირიცხოს იერარქიული ან/და ინსტიტუციური კავშირები, რაც გარანტირებულია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტებით.

ამასთან, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პროცესუალური უფლებებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად, აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს, რათა მას და მის ადვოკატს მეტი შესაძლებლობა ქონდეთ დააკვირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, რომლის მიმართაც, როგორც წესი, ლეგიტიმური კითხვები ჩნდება.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, მიიღოს გადაწყვეტილება აფგან მუხთარლის მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის პროკურატურის გამომძიებლებისთვის გადაცემის თაობაზე და უზრუნველყოს აფგან მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებს თვალს აღნიშნულ საქმესთან კავშირში მყოფ მოვლენებს. მათ შორის, საყურადღებოა გრიგოლ ორბელიანის მოედნის (ყოფილი კოლმეურნეობის მოედნის) მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომლებიც მედიით გავრცელდა. მასალაში ჩანს, რომ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც სავარაუდოდ კადრში აფგან მუხთარლი უნდა გამოჩენილიყო, კადრი ჩერდება და განსხვავებული ჩანაწერით იცვლება. კერძოდ, ვიდეომასალაში იცვლება დრო, ამინდი და მანქანების შემადგენლობა სადგომზე. აღნიშნულის თაობაზე, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და გამოითხოვა ინფორმაცია, ხომ არ გაჩენილა ეჭვი ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით და აღნიშნულის დასადგენად დაინიშნა თუ არა შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს მთავარ პროკურატურას აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართა.

სამწუხაროა, რომ გამოძიების დაწყებიდან ერთი თვისა და რამდენიმე დღის გასვლის შემდეგაც, ასეთი მაღალი საჯარო ინტერესის საქმეზე, ვერ ხერხდება საზოგადოებისათვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რაც გააჩენდა ნდობას გამოძიების დროულად და ეფექტურად მიმდინარეობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა დროულ რეაგირებას მოახდენს მის წინადადებაზე და დაუყოვნებლივ მიიღებს ყველა ზომას გამოძიების დროულად და ეფექტურად წარსამართად და ყველა დამნაშავე პირის მართლმსაჯულების წინაშე წარსადგომად. სახალხო დამცველი აგრძელებს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობას და მის ცალკეულ ასპექტებზე საკუთარ შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის.

ShareTweet

ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026

საინტერესო

გიორგი მარგველაშვილი: “რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიზანი იყო შეეჩერებინა საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია”

გიორგი მარგველაშვილი: “რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიზანი იყო შეეჩერებინა საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია”

9 years ago
რადიო „არ დაიდარდოს“ ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა

რადიო „არ დაიდარდოს“ ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდა

11 years ago
თბილისის მერიის სამ სამსახურს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური შეამოწმებს

თბილისის მერიის სამ სამსახურს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური შეამოწმებს

11 years ago

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი გუნარ ვიგანდს შეხვდა

12 years ago

ახალი ამბები

მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს
ახალი ამბები

მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს

08/08/2026

მარტვილში,გუშინ 41 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, კრაზანის ნაკბენით გამოწვეულმა ანაფილაქსიურმა შოკმა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააგდო, მას პულსი და წნევა დაუვარდა. სასწრაფო დახმარების...

მეტის ნახვაDetails
„სამწუხაროდ, სასწაული ვერ მოხდა… ელენიკო თავის პატარა ლაზარესთან ერთად განისვენებს“ – ხობში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

„სამწუხაროდ, სასწაული ვერ მოხდა… ელენიკო თავის პატარა ლაზარესთან ერთად განისვენებს“ – ხობში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

08/08/2026
დედა, რომელიც მდინარე ხობისწყალში შვილის გადასარჩენად შევიდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

დედა, რომელიც მდინარე ხობისწყალში შვილის გადასარჩენად შევიდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

08/07/2026
„ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა…“ – ეკა კუპატაძე

„ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა…“ – ეკა კუპატაძე

08/06/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მარტვილში კრაზანის ნაკბენით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა გადაარჩინეს 08/08/2026
  • „სამწუხაროდ, სასწაული ვერ მოხდა… ელენიკო თავის პატარა ლაზარესთან ერთად განისვენებს“ – ხობში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ 08/08/2026
  • დედა, რომელიც მდინარე ხობისწყალში შვილის გადასარჩენად შევიდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს 08/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by