• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„საქართველო ევროპის ენერგოუსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია“ – მიხეილჯანელიძე

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია, რომლისთვისაც ევროკავშირს გასაოცარი მიზიდულობის ძალა გააჩნია“ – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო კონფერენციაში – „საქართველოს ევროპულ გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირთან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადმიანის უფლებათა ღირებულებებთან ერთად, საერთო გამოწვევები და რისკებიც აერთიანებს, რომლებიც უპირველესად უსაფრთხოებას უკავშირდება. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველო არა მხოლოდ მიესალმება ევროკავშირის უსაფრთხოების განმტკიცების  სტრატეგიას, არამედ მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს ამ მიმართულებით. კერძოდ, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების  მიზნით.

„მინდა სიამაყით აღვნიშნო საქართველოს ღირსეული გამოცდილება, რომელიც მან, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების პროვაიდერმა, ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაციებსა და აფრიკის ქვეყნებში ევროკავშირის მისიებში ჩართულობით დააგროვა“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

თავის გამოსვლაში, ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს  გეოგრაფიულ მდებარეობასა და სატრანზიტო პოტენციალზე გაამახვილა. მინისტრის თქმით,  საქართველო მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს ასრულებს, რადგან სწორედ საქართველოს გავლით უნდა მოხდეს ბუნებრივი რესურსების ევროპაში ტრანსპორტირება. როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, საქართველო უკვე წლებია აქტიურადაა ჩართული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის , სამხრეთ-კავკასიური გაზსადენისა და ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენის საერთაშორისო პროექტებში, რომელთა მეშვეობითაც კასპიის ზღვიდან ევროპულ ბაზარზე ნახშირწყალბადის რესურსების  მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდება.

მინისტრმა სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მოთამაშე საქართველოა. ეს პროექტი, რომელშიც საქართველო ტრანზიტული ქვეყნის როლს ასრულებს, ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ემსახურება და აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის ევროპის ბაზარზე მიწოდებას ითვალისწინებს. კერძოდ, ბუნებრივი აირი, ტრანს–ანატოლიის გაზსადენის გავლით, ტრანს–ადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება, ეს უკანასკნელი კი საბერძნეთსა და იტალიაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას მოახდენს.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობით, საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის „საიმედო პარტნიორი და ევროპის ენერგოუსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია“.

ქ. ბათუმი 13-14 ივლისს რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციას – „საქართველოს ევროპულ გზა – რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ მასპინძლობს. კონფერენცია ფოკუსირებულია ევროპული დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ასევე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

​

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

მინდია ჯანელიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

მინდია ჯანელიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

12 years ago
გიორგი მღებრიშვილი ერიკ რუბინს და თომას მელიას შეხვდა

გიორგი მღებრიშვილი ერიკ რუბინს და თომას მელიას შეხვდა

12 years ago

გიორგი მარგველაშვილი: პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები სასიხარულო არ არის

13 years ago
წარმატებული ძიუდოისტების განათლებას ძიუდოს ფედერაცია დააფინანსებს

წარმატებული ძიუდოისტების განათლებას ძიუდოს ფედერაცია დააფინანსებს

9 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by