• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი მარგველაშვილი: “ქართულმა დიპლომატიამ რუსულ, ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალასთან დაპირისპირებაში გაიმარჯვა”

9 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე
A A
გიორგი მარგველაშვილი: “ქართულმა დიპლომატიამ რუსულ, ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალასთან დაპირისპირებაში გაიმარჯვა”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ,,ამბასადორიალი – 2017” გახსნა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა იმ დადებით შედეგებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ქართველი დიპლომატიის წინაშე დგას.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართველ დიპლომატებს ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის და აღნიშნა, რომ ელჩებმა საქართველოს ოკუპაციის პარალელურად წარმატებით გაართვეს თავი საერთაშორისო არენაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს.

„ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი დაცულობის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დიდი შემადგენელი ნაწილია ის, რასაც თქვენ აკეთებთ ასე წარმატებით და უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას – რუსულ დიპლომატიას და ამ დაპირისპირებაში ხართ გამარჯვებულები.

ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ეს არის ჩვენი დიპლომატიური საქმიანობა, ჩვენი მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ხოლო ეს უკანასკნელი თავის მხრივ ეფუძნება იმ პროგრესის აღიარებას, რომელიც ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს აქვს ჩვენი დემოკრატიული განვითარების, ჩვენი ევროპული განვითარების გზაზე“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა „ამბასადორიალის“ გახსნისას.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პარტნიორებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისათვის, რომლებიც არაღიარების ბრძოლას ძალიან აქტიურად აწარმოებენ ქართველ დიპლომატებთან ერთად.

„მადლიერება ეკუთვნის მეგობარ ქვეყნებს, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას, რომ მიზანი – საქართველოს ისტორიული უსამართლობის არაღიარება იყოს შენარჩუნებული.

ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ემყარება იმ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, რომელშიც დაცულია ადამიანის უფლებები, მედია და სხვა დემოკრატიული ღირებულებები” -საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა ქართველ დიპლომატებს, რომ საქართველოს იმიჯის გაღრმავების პარალელურად ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ ის კონტექსტი, ის გზა, რომლითაც ვითარდება ჩვენი ქვეყანა.

„ამ თვალსაზრისით, საქართველო რეგიონში გადაწყვეტილებების და რეგიონში თანამშრომლობის სულისკვეთებით განმსჭვალული ქვეყანაა.

ქვეყანა და სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს სერიოზულ ინვესტიციას თავის ფუნქციაში, სახელმწიფოსი, რომელიც აერთებს ევროპულ და აზიურ ბაზრებს, როგორც სახელმწიფოსი, რომლის შემადგენლობით და მხარდაჭერითაც წყდება ბევრი ეკონომიკური და ენერგეტიკული პრობლემა.
საქართველოს ხედვა არა რომელიმე მეზობელთან დაპირისპირება, არამედ კეთილმეზობლური ურთიერთობა და თანამშრომლობის სივრცის შექმნაა ყველა სახელმწიფოსთან“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ თანამშრომლობის სივრცის შექმნაში გამონაკლისს წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია, რომლის მუდმივი მცდელობაა სირთულეები შეუქმნას საქართველოს და რომელიც აუარესებს უსაფრთხოების გარემოს ჩვენს რეგიონში.

„ამ თვალსაზრისითაც ძალიან ნათლად უნდა გავაგებინოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ დაპირისპირება რუსეთის ფედერაციასთან ეს არ არის მხოლოდ 2008 წელს დაწყებული პროცესი, რომ ეს 90 -იანი წლებიდან დაწყებული პროცესია, როდესაც საქართველომ პირველი ნაბიჯები გადადგა დამოუკიდებლობის, თავისუფალი არჩევნის მიმართულებით.

შესაბამისად ნარატივი, თითქოს საქართველო რამე ეტაპზე უქმნიდა რუსეთის ფედერაციას რაიმე სირთულეს და აქედან გამომდინარე განხორციელდა აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, თავიდანვე სუსტია, იმიტომ რომ ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდანვე, სამწუხაროდ, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ცდილობდა ჩვენი ევროპული განვითარება შეეჩერებინა.

ერთერთი მთავარი და მნიშვნელოვანი სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელიც ჩვენ შეგვიქმნა ოკუპაციამ ქართულმა სახელმწიფომ აირჩია ორი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება: – პირველი, ეს არის სტრატეგიული მოთმინება, რომელიც საბოლოოდ ჩვენ მშვიდობიანად მიგვიყვანს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე და მეორე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არანაირად არ ვაპირებთ, რომ ამ სირთულეებმა რაიმენაირად შეაჩეროს საქართველოს შემდგომი განვითარება და ეს გამოიყენონ ჩვენის სახელმწიფოს განვითარების და გაძლიერების მუხრუჭად”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავუზიაროთ ის სიმართლე, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაა და ვითარდება, როგორც ევროპული ქვეყანა, ქართული საზოგადოება დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებებზე და ამ მიმართულებით ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობაც და პოლიტიკური კულტურაც.

ამბასადორიალის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

ShareTweet

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე
კატეგორიის გარეშე

“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

01/20/2025
„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის გარეშე

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

12/11/2024
“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა
კატეგორიის გარეშე

“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა

12/03/2024

საინტერესო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრს ლევან მიქელაძის სახელი მიენიჭა

12 years ago
რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, საოკუპაციო ხაზთან კი ახალ მავთულხლართებს ავლებენ

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, საოკუპაციო ხაზთან კი ახალ მავთულხლართებს ავლებენ

4 years ago
მარხვა დასრულდა – მუსლიმები რამაზან-ბაირამს ზეიმობენ

მარხვა დასრულდა – მუსლიმები რამაზან-ბაირამს ზეიმობენ

11 years ago
მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ 12 წევრს დღეს  წარადგენს, რამდენიმე მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია

მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ 12 წევრს დღეს წარადგენს, რამდენიმე მათგანის ვინაობა უკვე ცნობილია

7 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by