ადამიანის ცხოვრებაში განათლებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ბავშვის გაზრდასთან ერთად მშობლებს უჩნდებათ ერთი დიდი პრობლემა იმის შესახებ, თუ რომელ სკოლაზე გაკეთონ არჩევანი. ბუნებრვია, რომ კარგი განათლება წარმატებული კარიერისა და ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი პირობაა. საქართველოში უამრავი საჯარო და კერძო სკოლაა. კერძო სკოლათა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ,,თბილისი თაიმსი“დაინტერესდა ამ თემით და დაუკავშირდა რამდენიმე კერძო სკოლას, რომელთაც ვესაუბრეთ სკოლის მიერ შემოთავაზებულ პირობებზე, ფასებზე, მოსწავლეთა და პედაგოგთა შერჩევის პრინციპებსა და სკოლაში არსებლი დამატებითი აქტივობების შესასხებ.
სკოლა-ლიცეუმი პრომეთე: “მოსწავლეთა მიღება ხდება გასაუბრების შემდეგ. გასაუბრება ნათლად გვიჩვენებს სკოლასაც და მშობელსაც, ბავშვის ცოდნას, შესაძლებლობებსა და უნარებს. გასაუბრების შემდეგ თითოეულ ბავშვზე იწერება სათანადო დასკვნა, რომელიც ამ ბავშვებთან ინდივიდუალური მუშაობის ორიენტირია.
ჩვენ აღებული გვაქვს ის ფუნქციები, რაც სკოლას რეალურად უნდა ჰქონდეს. „პრომეთე“ კონკურენტულ გარემოში წარმატებისთვის ამზადებს ბავშვებს. პრომეთეს თვითდისციპლინირებული, გამძლე, ყველა საჭირო ცოდნით აღჭურვილი და ცხოვრებისათვის კარგად მომზადებული მოსწავლეები ადვილად ართმევენ თავს სირთულეებს.
ჩვენთან ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ურთიერთთანამშრომლობას, ერთმანეთის პატივისცემასა და გატანას.
მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით შექმნილია მრავალფეროვანი ინტელექტუალური, ხელოვნებისა თუ სპორტული კლუბები და წრეები.
ჩვენი სკოლა მშობელმა უნდა შეარჩიოს იმიტომ, რომ მიიღოს გარანტირებული შედეგი, ხარისხიანი განათლება და მისი შვილი აღიზარდოს პოზიტიურ და კეთილგანწყობილ გარემოში.
სკოლაში ფუნქციონირებს საზაფხულო სკოლა. არაფორმალური განათლების ელემენტების გამოყენებით, მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, მოსწავლეები იღებენ მომსახურების სრულ პაკეტს. პროფესიონალიზმი, სიბეჯითე, პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა და რაც მთავარია, ბავშვის სიყვარული – ეს ის თვისებებია, რაც მოეთხოვება „პრომეთეს“ პედაგოგს.
ჩვენი გუნდის წევრობისათვის აუცილებელია გუნდურობა და სკოლის მისიის გაზიარება. სწავლის გადასახადი 2300 ლარიდან 3000 ლარამდეა. ბოლო წელს დაახლოებით 10%-ით გავზარდეთ სწავლის საფასური (შევეცადეთ მინიმალური ყოფილიყო). მოსწავლეთა რაოდენობა დაახლოებით 5-10%-ით გაიზარდა.
ჩვენი სკოლის ცოდნა სრულიად საკმარისია იმისათვის რომ მოსწავლემ წარმატებით ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები დამატებითი მომზადების გარეშე. ჩვენ წინააღმდეგი ვართ დამატებითი რეპეტიტორების, რომელიც ხელისშემშლელი ფაქტორიც შეიძლება გახდეს ჩვენი სკოლის პედაგოგებისათვის და მოსწავლის აკადემიურ ხარისხზე გასაკვირია და უარყოფითადაც კი აისახოს.”
სკოლა ჰამილტონი: “ჰამილტონში მიღება იწყება I კლასიდან და ცხადია, წინაშესარჩევი ტესტირება არ ტარდება, მხოლოდ მშობელთან გასაუბრებით ვიღებთ სკოლაში მოსწავლეებს. თუმცა სწავლის პროცესში მოსწავლეები აუცილებლად გადიან დიაგნოსტიკურ ტესტირებას. დიაგნოსტიკური ტესტირება გვაძლევს საშალებას გავიგოთ მოსწავლის წინარე ცოდნა და გამოცდილება, რათა მასწავლებელმა სწორად დასახოს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური წარმატების გზები.
ჩვენი სკოლის ყველაზე დიდი განმასხვავებელი ნიშანი სწავლის მეთოდია. ,,სწავლა ხალისითა და კეთებით“ – ეს გახლავთ ჩვენი სკოლის დევიზი.
პატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესი იყოს სახალისო და საინტერესო. ამიტომ ჩვენი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს უამრავ შემეცნებით თამაშსადა აქტივობას. ასეთი თამაშების დანიშნულებაა, ბავშვს გაუღვივოს ინტერესი და ხალისით შეასწავლოს მასალა. ასეც ხდება. თამაშ-თამაშით ბავშვი ბევრად უფრო ხარისხიანად და საფუძლიანად იღებს და იმახსოვრებს ინფორმაციას.
სკოლის კიდევ ერთი განმასხვავებელი ფაქტორია სკოლის ბაზაზე კვირეულების არსებობა. წლის განმავლობაში ტარდება 12 კვირეული – 12 განსხვავებულ თემაზე. კვირეულის მიზანია უფრო საინტერესოდ, ღრმად, სახალისოდ, უფრო საფუძვლიანად გააცნოს ბავშვი იმ თემას, რასაც კვირეული სთავაზობს (მაგ. წიგნის კვირეული, მათემატიკის კვირეული, გარემოს დაცვის კვირეული და ა.შ.). მათ საშუალება ეძლევათ კვირეულების განმავლობაში წარმოაჩინონ თავი როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მუშაობის კუთხით.
სკოლა კარგი განათლების გარდა, ბავშვის ზოგად განვითარებაზეც უნდა ზრუნავდეს. ჰამილტონი ორიენტირებულია ბავშვებში ისეთი უნარების ჩამოყალიბებაზე, რაც სამომავლოდ მათ პიროვნული ზრდის საფუძველი იქნება. ეს არის: მსჯელობის, ლოგიკური აზროვნების უნარი, ინდივიდუალური და ჯგუფში მუშაობის უნარი და ა.შ.
ჰამილტონში ბავშვი ატარებს დიდ დროს, დილის 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, ამ პერიოდში ბავშვი ამზადებს დავალებასაც და სახლში შემდეგი დღისთვის მომზადებული მიდის.
ხანგრძლივი სასწავლო პროცესი არ ნიშნავს, რომ ბავშვი 8 საათის განმავლობაში მერხთან ზის. ეს დრო მოიცავს ორჯერად კვებას და ფიზიკურ აქტოვობებს, ისე რომ ბავშვი ენერგიის დახარჯვასა და დასვენებასაც ასწრებს. შემდეგ კი განახლებული ენერგიით უბრუნდება საკლასო ოთახს.
სკოლა ჰამილტონს ასევე გამოარჩევს პიროვნული განვითარების საათი. ეს საათი ბავშვებს ყოველდღიურად უტარდებათ და მას კლასის კოორდინატორი უძღვება. პიროვნული განვითარების საათზე ხდება სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა. მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენებით, მოსწავლეები განიხილავენ აქტუალურ თემებს, ამზადებენ პრეზენტაციებს, პროექტებს და ერთვებიან განმავითარებელ სავარჯიშოებში. პიროვნული განვითარების საათს ებმის ,,ჯადოსნური ლაბორატორია“ – რომლის მთავარი მიზანია, მოსწავლეს მისცეს ცოდნის ტრანსფერი, ანუ თეორიულად მიღებული ცოდნა გამოხატოს სხვადასხვა ფორმით: ძერწვა, კეთება, ექსპერიმენტები, პრეზენტაციები, კვლევები, ინტერივუები და ა.შ.
თუმცა ბანაკები ჩვენი სკოლის განუყოფელი ნაწილია. ზამთარში ბავშვები იყვნენ ბაკურიანის ბანაკში, რომლის პროგრამათხილამურებზე დგომის შესწავლის გარდა, უამრავ შემეცნებით აქტივობას მოიცავდა.
მომავალ სასწავლო წლისთვის უკვე დაგეგმილია ზამთრის ბანაკი და სკოლასთან არსებული საზაფხულო სკოლა. მონაწილეობისთვის კი გვაქვს ერთადერთი პირობა- მშობლის და ბავშვის სურვილი.
პედაგოგებს ჩვენი სკოლის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით. მათ დიდი სიფრთხილით ვარჩევთ, ვითვალისწინებთ როგორც კვალიფიკაციას, ასევე ადამიანურ ფაქტორებსაც. ცხადია, ხდება შერჩეული კანდიდატების გადამზადება, რათა შეითვისონ ჩვენი სწავლის მეთოდები.
ჰამილტონში ყველა კლასს, დამრიგებელთან ერთად, კოორდინატორი ჰყავს. კოორდინატორი არის ერთგვარი მასწავლებლის თანაშემწე. იგი ესწრება ყველა გაკვეთილს და უზრუნველყოფს მოსწავლის მუდმივ ჩართულობას სწავლის პროცესში. კოორდინატორი ატარებს პიროვნული განვითარების საათს, რაც ხელს უწყობს ბავშვის პიროვნული თვისებებისა და უნარების ჩამოყალიბება-განვითარებას და ცხოვრებისთვის მოამზადებას.
ჰამილტონი 2016 წელს გაიხსნა. 2017-2018 სასწავლო წლისთვის 1-6 კლასების ღირებულებაშეადგენს 5980 ლარს, ხოლო 7 კლასისთვის 6700 ლარს.
რაც შეეხება მოსწავლეების რაოდენობას, თუ 2016-2017 სასწავლო წელს 65 მოსწავლე გვყავდა, მომავალი სასწავლო წლისთვის უკვე 150-მდე მოსწავლეა რეგისტრირებული.
ჩვენს სკოლაში ჯერ ყველაზე მაღალ კლასს 7 კლასი წარმოადგენს. სკოლა ეტაპობრივად დაამატებს მაღალ კლასებსაც და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვს, რომელიც მიჰყვება სასწავლო პროგრამას, ნამდილად არდასჭირდება რეპეტიტორი და თავისუფლად დაძლევს ეროვნული გამოცდების პროგრამას, რისთვისაც ძალიხმევას არ იშურებს სკოლა.”
წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა: ,,მოსწავლეებს, რომლებიც პირველ კლასში შემოდიან, უტარდებათ წინასასკოლო მზაობის ტესტი. მზაობის ტესტი გვეხმარება გავარკვიოთ, თუ რამდენად აქვს ბავშვს განვითარებული სასკოლო უნარ-ჩვევები. ზედა საფეხურის მოსწავლეებს კი ძირითად საგნებში სადიაგნოსტიკო ტესტს ვუტარებთ, რათა კონკრეტულ საგანში მათი არსებული ცოდნის დონე განვსაზღვროთ. ტესტირების შემდგომ ყველა მოსწავლე გადის გასაუბრებას სკოლის ფსიქოლოგთან.
მშობელმა არცევანი ჩვენს სკოლაზე უნდა შეაჩეროს, რადგან:
- ჩვენს სკოლაში მოსწავლე იღებს ხარისხიან განათლებას;
- სკოლას აქვს უნიკალური ადგილმდებაადგილმდებარეობა – ეკოლოგიურად სუფთა გარემო ქალაქის ჩენტრში;
- მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი, სკოლის შიდა და გარე სივრცე;
- კვალიფიციური პედაგოგები, თანამედროვე მეთოდოლოგიით აგებული სასწავლო პროცესი;
- მეგობრული გარემო (ექსკურსიები, ლაშქრობები, საბანაკო ცხოვრება და ა.შ.)
ჯერჯერობით საზაფხულო სკოლა არა გვაქვს, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ ამ კუთხით და მომავალი წლისთვის გვინდა მოსწავლეებსა და მშობლებს შევთავაზოთ საინტერესო, მრავალფეროვანი და ხარისხიაინ საზაფხულო სკოლა. თუმცა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის გვაქს საზაფხულო საბანაკო შეკრება, რომლის დროსაც III-VIIკლასის მოსწავლეები მიგვყავს ბორჯომ-ხარაგაულის ტერიტორიაზე, სადაც 10 დღის განმავლობაში მათ აქვთ სასწავლო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით დატვირთული პროგრამა, გასვლითი ექსკურსიები და ა.შ.
მასწავლებელთა მიმართ ჩვენი მთავარი მოთხოვნაა საკუთარი საქმის, ბავშვების სიყვარული და პროფესიონალიზმი.
სწავლების ნაწილი 3950 ლარი ღირს, რასაც ემატება ტრანსპორტირებისა და გახანგრძლივებული ჯგუფის მომსახურების თანხა. საფასური ბოლო 5 წრლია არ გაზრდილა. სკოლის 20 წლისათავთან დაკავშირებით სკოლა განახლდა, ახალი იერსახე შეიძინა და დღითი დღე იზრდება მისით დაინტერესებულთა რიცხვი.
სკოლის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილი მხოლოდ ჩვენთან, სკოლაში, მიღებული ცოდნით წარმატებით აბარებს როგორც გამოსაშვებ, ასევე მისაღებ გამოცდებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსწავლეები ირიცხებიან საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი კი სწავლას საზღვარგარეთ აგრძელებს. ‘’
ქორალი: “ჩვენს სკოლაში მოსწავლეთა მიღების წინაპირობაა გასაუბრება და დიაგნოსტიკური ტესტირება. მშობელმა არჩევანი ,,ქორალზე” მრავალი ნიშნით უნდა შეაჩეროს. სკოლა მდებარეობს ქალაქგარეთ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, დაცულია და აღჭურვილია სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. შექმნილია ჯანსაღი და კომფორტული გარემო, რათა სწავლა-სწავლების პროცესი იყოს ეფექტური და ხარისხიანი. მასწავლებლები იყენებენ სწავლების ინოვაციურ მეთოდებს. გაძლიერებულად ისწავლება თითოეული საგანი. მოსწავლეებს გახანგრძლივებულ სასწავლო პერიოდში აქვთ შესაძლებლობა, სკოლაშივე იმეცადინონ, ასევე, ინდივიდუალურად იმუშაონ ნებისმიერ პედაგოგთან და ამგვარად დაძლიონ სირთულეები.
ფუნქციონირებს დამატებითი წრეები დაწყებით საფეხურზე, კერძოდ: ხატვა, ჭადრაკი, ქართული ცეკვა, ქართული ხალხური სიმღერა, ვოკალი, დასახელებულ საწრეო მეცადინეობას მოიცავს სკოლის გადასახადი, ეს მომსახურება მშობლებისთვის დამატებით ღირებულებას არ უკავშირდება.
სკოლაში ფუნქციონირებს ღია მოედანი და დახურული სპორტული დარბაზი.
საზაფხულო სკოლა არ ჩატარებულა, თუმცა იგეგმება უახლოეს მომავალში. აღსანიშნავია, რომ სკოლა ,,ქორალში” ფუნქციონირებს ლიტერატურული კლუბი ,,წიგნიერი”, რომლის მთავარი მიზანი მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნვა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა.
სკოლა ,,ქორალში” მუშაობენ კვალიფიციური და კომპეტენტური მასწავლებლები. სკოლის მიზანია მასწავლებელთა მუდმივი პროფესიული განვითარება, შესაბამისად – დირექციის სურვილია, პედაგოგებმა დაადასტურონ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები. აღსანიშნავია, რომ ,,ქორალის” პედაგოგიური შემადგენლობა დაკომპლექტებულია ძირითადად ახალგაზრდა კადრებით, მათ შორის დოქტორებით, ახალგაზრდა მეცნიერებით, დოქტორანტებითა და მაგისტრებით. ჩვენი გუნდის წევრობის მთავარი პრინციპი ურთიერთთანამშრომლობა და ერთიანობაა. პედაგოგები ზრუნავენ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ კოლეგების პროფესიულ განვითარებაზეც.
სწავლის საფასური არის 3 500 ლარი (წლიური) და წელს ღირებულება არ გაზრდილა.
2010 წელს სკოლა ,,ქორალში” ირიცხებოდა 40 ბავშვი. მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ამჟამად ,,ქორალში” სწავლობს 470 მოსწავლე.
,,ქორალში” მიღებული ცოდნა ნამდვილად საკმარისია უფროსკლასელთათვის, რომ რეპეტიტორთა ინსტიტუტით სარგებლობის გარეშე დაძლიონ ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამა. ეს არ არის უსაფუძვლო განცხადება, ამაზე მეტყველებს ,,ქორალის” XI-XII კლასის მოსწავლეთა მაღალი შედეგები როგორც გამოსაშვებ, ისე ეროვნულ გამოცდებზე, რომელთაც სასკოლო მეცადინეობით მიაღწიეს.“
თბილისის არქიმედეს სკოლა: “საბაზო და საშუალო საფეხურზე მოსწავლეებს უტარდებათ შესარჩევი ტესტირება/გასაუბრება, რათა დადგინდეს მათი ცოდნის დონის შესაბამისობა ჩვენს სკოლაში არსებულ მოთხოვნებთან.
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ასევე ინგლისური ენის სწავლებას.
სკოლის სასწავლო პროგრამა ფიზიკაში და მათემატიკაში მოიცავს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ფიზიკა-მათემატიკური სკოლებისათვის მოცემულ გაძლიერებული სწავლების პროგრამებს.
სკოლა მოსწავლეებს ყოველდღიურად სთავაზობს ერთსაათიან თვითმომზადების კურსს, სადაც თითოეულ მათგანს ეძლევა საშუალება, მიიღოს პედაგოგისაგან კომპეტენტური პასუხი სასწავლო პროცესისა თუ საშინაო დავალების შესრულების დროს წამოჭრილ კითხვებზე.
სკოლაში რეგულარულად ტარდება დამატებითი მეცადინეობები საოლიმპიადო მიმართულებით. მეცადინეობებს ატარებენ შესაბამის საგნებში მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებული ახალგაზრდები.
სკოლაში ფუნქციონირებს ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირისათვის მოსამზადებელი კლუბი.
ჩვენს სკოლაში ინგლისური ენის სწავლებას გასნაკუთრებული ყურადღება ექცევა სწავლების ყველასა ფეხურზე. ზოგად საგანმანათლებლო სკოლის უცხოური ენის სტანდარტი მიზნადისახავს B1 (ზღვრული) დონის დაძლევას. ჩვენი სკოლის შიდა სტანტარტის მიზანი კი არის მოსწავლეებისათვის B2 + (ზღვრული განმავითარებელი) დონის დაძლევა. ამ შედეგის მიღწევის საშუალებას იძლევა დატვირთული საათობრივი ბადე და შესაბამისად შერჩეული პროგრამა ინგლისურ ენაში, რაც გულისხმობს სახელძღვანელოების, სასწავლო რესურსებისა და რაც მთავარია გამოცდილი პროფესიონალი პედაგოგების შერჩევას. ჩვენი სკოლის მოსწავლეები სრულად აღწევენ ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის მიერ დადგენილ სტანდარტს, რაც უზრუნველყოფს მათ სრულ მზაობას ინგლისური ენის ერთიანი ეროვნული გამოცდი სწარმატებით ჩაბარებისათვის. რაც შეეხება სტანდარტს ზემოთ დადგენილ, B2+ C1 დონეს, ეს საშუალებას აძლევს მათ დაძლიონ ინგლისური ენის სხვადასხვა საკვალიფიკაციო გამოცდის (FCE, SAT, TOEFL, IELTS) მოსამზადებელიკურსი, რომელსაც სურვილის შემთხვევაში ვთავაზობთ წარჩინებულ მოსწავლეებს.
2017 წლის მარტში სკოლამ მოაწყო ზამთრის გასვლითი მათემატიკური ბანაკი ბაკურიანში.
2015-2016 და 2016-2017 სასწ. წელს საზაფხულო სკოლა-ბანაკი განხორციელდა მხოლოდ დაწყებით საფეხურზე. საზაფხულო ბანაკში მონაწილე მოსწავლეებს ჩაუტარდათ სხვადასხვა შემეცნებითი/სასწავლო აქტივობები.
უმცროს კლასელებს შეეთავაზათ სახალისო ისტორიის, სააზროვნო ლოგიკური ამოცანების და ბუნებისმცოდნეობის კურსები, აგრეთვე საკუთარი საცურაოაუზით მომსახურება, ლეგოს საგანმანათლებლო პროგრამა და ორჯერადი კვება.
მე-6 კლასელებისათვის ჩატარდა ზაფხულის 10 დღიანი გასვლითი მათემატიკური ბანაკი ბაკურიანში.
პედაგოგი უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს თავისი საგნის პროფესიონალი და უნდა აკმაყოფილებდეს საგნის ცოდნის საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტით დადგენილ ნორმებს.
მოსწავლეების მიმართ უნდა გააჩნდეს კეთილაგანწყობა და აგრეთევე ჩართული უნდა პედაგოგის პროფესიული განვითარების სქემაში.
1 სასწავლო წლის განმავლობაში დაწყებით საფეხურზე სწავლების საფასურია 3850 ლარი, საბაზო და საშუალო საფეხურზე 4400 ლარი.
სურვილის შემთხვევაში მოსწავლეებს შეეთავაზებათ კვებითა და ტრანსპორტით მომსახურება.
ჩვენი სკოლა სულ ორი წლის შექმნილია, ამიტომ ჯერ გამოშვება არ გვყოლია.
ჩვენ გვაქვს პრეტენზია, არა მარტო ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დაძლევაზე ჩვენი საკუთარი რესურსებით, არამედ ჩვენს მოსწავლეებს ვამზადებთ საზღვარგარეთის ნებისმიერი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის სასტარტო პირობების დაძლევისათვის.
სასწავლო პროცესში ჩართულია ინგლისური ენის სხვადასხვა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის (FCE, SAT, TOEFL, IELTS) მზადების პროგრამა.“
მარიამ გობიანიძე