• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

2017 წლის რთველზე კახეთში ხარისხიან ყურძენზე სუბსიდირება არ გაიცემა, რაჭა-ლეჩხუმში კი შენარჩუნდება – ლევან დავითაშვილი

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
2017 წლის რთველზე კახეთში ხარისხიან ყურძენზე სუბსიდირება არ გაიცემა, რაჭა-ლეჩხუმში კი შენარჩუნდება – ლევან დავითაშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს მთავრობამ 2017 წლის რთველის ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარების ხელშეწყობის მიზნით სპეციალური სამთავრობო განკარგულება მიიღო.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, 2017 წლის რთველის ორგანიზებასთან დაკავშირებით მთავრობას ახლებური მიდგომა ექნება, რის საფუძველსაც მეღვინეობის დარგში არსებული მდგომარეობა იძლევა.

„ბოლო წლების ღვინის ექსპორტის ტენდენცია მზარდია და მეღვინეობის დარგის მიმართულებით კონიუქტურა ძალიან გაჯანსაღებულია. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რთველის პროცესი ჩაივლის ორგანიზებულად და კერძო სექტორის მხრიდან იქნება დიდი დაინტერესება და მოთხოვნა ყურძნის შესყიდვაზე. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ღვინის გადამუშავების ნაწილში სუბსიდია საჭირო აღარ იქნება ძირითად ინდუსტრიულ ჯიშებზე როგორც საფერავზე, ისე რქაწითელსა და კახურ მწვანეზე“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა აგრძელებს ბრენდის წარმოების ხელშეწყობას სხვადასხვა მექანიზმით, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტებით.

„ბოლო წლებში ჩვენ დავინახეთ, რომ ქართული ბრენდის ხარისხი და შესაბამისად წარმოების პროცესი არის გაუმჯობესებული და გვექნება კომპენსაცია რქაწითელსა და კახურ მწვანეზე იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები აწარმოებენ ბრენდს და ყურძნის კონცენტრირებულ ტკბილს, ისინი მიღებენ კომპენსაციას სახელმწიფოს მხრიდან 35 თეთრს, რომ მათი საფასო პოლიტიკა იყოს კონკურენტუნარიანი და ჰქონდეთ მეტი მოტივაცია პროცესში ჩასართავად. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ საბრენდე სპირტის წარმოებას, რომელიც შემავსებელი ინდუსტრიაა ღვინის სექტორთან ერთად“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, დარგის გაჯანსაღების მიზნით გარკვეული სიახლეები იგეგმება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც.

„დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარის“ შემთხვევაში შეგვაქვს ცვლილებები ღვინის სპეციფიკაციაში, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან „ხვანჭკარის“ გადამუშავების პროცესი უნდა მოხდეს უშუალოდ ადგილწარმოშობის ზონაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სიახლეა რეგიონის მაცხოვრებლებისათვის და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. ეს უნდა იყოს უმტკივნეულო გადასვლა და ღვინის კომპანიებს ვაძლევთ ვაას, რომ 2019 წლისთვის დაიჭრონ თადარიგი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში დღეის მდგომარეობით ვითარება ასეთია: დაფინანსებულია და დამატებით ფუნქციონირებს 24 ახალი საწარმო (ალკოჰოლური სასმელების წარმოება, ღვინის წარმოება, ბრენდის წარმოება), გაფართოებულია 48 საწარმო (ღვინის წარმოება, ბრენდის წარმოება), აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულია 5 123 ჰა ფართობზე გაშენებული ვენახი, აქტიურად მიმდინარეობს საქსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, სტაბილურად მზარდია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექპორტის ტენდენცია და, შესაბამისად, კომპანიების მხრიდნ გაზრდილია მოთხოვნა ყურძნის შესყიდვაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარსისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება არ არსებობს და, განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.

განსაკუთრებული მნიშვნელობიდან – დაცული ადგილწარმოშობა – გამომდინარე, 2017 წლის რთველის სეზონზე სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში „ხვანჭკარის“ ჯიშებზე – ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე – 1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან შეიზღუდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან სახვანჭკარე ჯიშების (მუჯურეთული, ალექსანდროული) სხვა რეგიონში გადამუშვების მიზნით გატანა. მთავრობის გადაწყვეტილება – 2017 წლის რთველის ფარგლებში მოახდინოს მუჯურეთულისა და ალექსანდროულის სუბსიდია – რაჭაში ღვინის გადამამუშავებელი საწარმოების განვითარების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

2017 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველსაყოფად, განკარგულების თანახმად, შეიქმნება საკოორდინაციო შტაბი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) წარმომადგენლების შემადგენლობით.

ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები.

წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისათვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, გაგრძელდება სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით.a27.07.2017

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

“ფეხმძიმე ქალებს მუცლები გადაუჭრეს… ასეთი რამ არსად მომხდარა” – რას ჰყვება აშკელონიდან კაკული გურიელაშვილი

“ფეხმძიმე ქალებს მუცლები გადაუჭრეს… ასეთი რამ არსად მომხდარა” – რას ჰყვება აშკელონიდან კაკული გურიელაშვილი

3 years ago
სააკაძის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა

სააკაძის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა

8 years ago
მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენ უნდა გავზარდოთ კადრები, რომლებიც დასაქმდებიან და არა ისინი, რომლებიც ქაღალდის დიპლომს მიიღებენ”

მიხეილ ბატიაშვილი: „ჩვენ უნდა გავზარდოთ კადრები, რომლებიც დასაქმდებიან და არა ისინი, რომლებიც ქაღალდის დიპლომს მიიღებენ”

8 years ago
ამაღლება- იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასასრული!

ქრისტეს ხორციელი ამაღლება – სიმბოლო ადამიანური ბუნების განდიდების

9 years ago

ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

ტაძრებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ელექტრონული შესაწირი აპარატი დადგან, ბანკი დაუდგამს. ამის შესახებ  „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026
  • შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები 10/12/2026
  • შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by