ბარსელონის ტერაქტში ეჭვმიტანილი დრის უკაბირი დაკავებულია. ინფორმაციას გაზეთი El Periodico ავრცელებს. La Vanguardia იუწყება, რომ უკაბირის გარდა დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ტერაქტთან კავშირშია.
ოფიციალურად ეს ცნობები ჯერ დადასტურებული არ არის.
როგორც სამართალდამცველები იუწყებიან, ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავებულია. თუმცა, ზოგიერთი მედიასაშუალება 15 გარდაცვლილის შესახებ იუწყება.