ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა. ის ისევ მოლაპარაკებებისა და კონსესუსის აუცილებლობაზე საუბრობს და ხაზგასმით წერს, რომ 6 სექტემბერს სტრასბურგში გასამართი შეხვედრა გაუქმებულია.
საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ის უარს ამბობს ოპოზიციასთან კონსულტაციაზე და, შესაბამისად, სტრასბურგში ვიზიტზეც. მმართველი გუნდი კონსტიტუციის პროექტს შემოდგომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცებს.













