• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ვიმუშავებთ იმაზე, რომ თბილისელების გადაადგილების უზრუნველყოფა საქართველოში წარმოებული ავტობუსებით მოხდეს”

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისის მერია იმუშავებს იმ მიმართულებით, რომ დედაქალაქის მოსახლეობის გადაადგილების უზრუნველყოფა საქართველოში წარმოებული ავტობუსებით მოხდეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეიქმნება ქალაქის სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც  თბილისის ურბანულ განვითარებაში მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„დღეს სამწუხაროდ, კონკრეტულ რაიონებში არსებობს უბნები, სადაც არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. განისაზღვრება ახალი სატრანსპორტო დერეფნები და გაფართოვდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო სქემა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. ის უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ პოპულარულიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განხორციელდება მეტროს რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები, არსებული მეტროსადგურების რეკონსტრუქცია. დაიგეგმება მეტროს ახალი ხაზების განვითარება.

კახა კალაძის განცხადებით, ასევე, თბილისის ავტობუსისა და მიკროავტობუსების პარკი თანამედროვე ტიპის კომფორტული ავტობუსებით განახლდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მომავალი წლების განმავლობაში, ძალიან დიდი რაოდენობის ავტობუსების შეძენა მოგვიწევს, ვიმუშავებთ იმაზე, რომ ამ ავტობუსების აწყობა-წარმოება საქართველოში მოვახერხოთ და თბილისელების გადაადგილების უზრუნველყოფა ქვეყანაში წარმოებული ავტობუსებით მოხდეს“, – აღნიშნა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ საცობებსა და ცენტრალური უბნების გადატვირთვასთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, სპეციალური პროგრამა ამუშავდება.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის მეშვეობით,  თბილისის ქუჩების მონიტორინგი, გადატვირთული წერტილების გამოვლენა და მათი  გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა მუდმივ რეჟიმში მოხდება.

„გარდა ამისა, განხორციელდება მასშტაბური საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტები; მოწესრიგდება პარკირების სისტემა; მოეწყობა მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგის ინფრასტრუქტურა; ამოქმედდება ჯარიმების სამართლიანი სისტემა. მერიას ამ მიმართულებით აქვს ნამუშევარი, ჩატარებულია კვლევა და უკვე გვაქვს სრული სურათი, თუ რამდენი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი უნდა განხორციელდეს თბილისში. არჩევნების შემდეგ ამ პროექტის განხორციელებისთვის მუშაობას აუცილებლად დავიწყებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, მისივე განმარტებით, ყველა პირობა შეიქმნება იმისთვის, რომ სამომავლოდ, პარკირების მომსახურება უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა ქალაქის განვითარების პროგრამული ხედვის პრეზენტაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართა.

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა და არჩილ თალაკვაძემ შსს-ს რეფორმის საბოლოო დეტალები განიხილეს

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა და არჩილ თალაკვაძემ შსს-ს რეფორმის საბოლოო დეტალები განიხილეს

11 years ago
“ოქროს ფასი ძალიან დაკლებულია, მოთხოვნაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია” – ძვირფასი ლითონების ექსპერტი

“ოქროს ფასი ძალიან დაკლებულია, მოთხოვნაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია” – ძვირფასი ლითონების ექსპერტი

4 years ago
„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?

„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?

1 year ago
„ისე გაივლიან თითქოს არც არავინ არსებობს იმ ადგილას სადაც შენ ხარ“ – ადუ ინალიფა

„ისე გაივლიან თითქოს არც არავინ არსებობს იმ ადგილას სადაც შენ ხარ“ – ადუ ინალიფა

11 years ago

ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს "თამოსკინს" "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა. მომხმარებლის განცხადების საფუძველზე...

მეტის ნახვაDetails
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა 07/17/2026
  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by