ორ საათში გახდება ცნობილი შეუშვებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში და ჩამოართმევენ მას მოქალაქეობასთან ერთად უკრაინულ პასპორტსაც. სააკაშვილმა პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში დაგეგმილი ბრიფინგი გააუქმა და ავტობუსით კრაკოვეცის სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ უკვე გაემართა.
მასთან არიან იულია ტიმოშენკო, უკრანული რადას სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები და ევროპარლამენტის წევრებიც.
დღეს ცნობილი გახნდა, რომ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, კრაკოვეცის გამშვებ პუნქტზე უკრაინელმა მესაზღვრეებმა 40 პირი დააკავეს. რომლებსაც სამხედრო ფორმა ეცვათ.











