• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“გაკოტრებული პარტიის და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, ცდილობენ ტყუილით და უსინდისობით მიიპყრონ ყურადღება”

9 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე, პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

უდიდესი უსამართლობა – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებულ თაბორის პროექტთან დაკავშირებით ოპონენტების ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებები.

პრემიერის შეფასებით, სიმართლე არის ერთი რამ – თბილისში ხორციელდება უპრეცედენტო, ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის მართლაც ანალოგის არმქონე, ყველასათვის ხელმისაწვდომ 400 ათას კვადრატულ მეტრ მწვანე სივრცეს, სასეირნო თუ სარბენი ბილიკებით, რეკრეაციული ზონით.

„არ ვიცი, რა დავარქვა იმას, რასაც გასული დღეების განმავლობაში ვხედავთ. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა, არსებობს ადამიანური უსინდისობა და არსებობს ამ ყველაფრის ზღვარი. ჩვენ ვხედავთ ამ ზღვარს იქით გადასულ ადამიანებს. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ, რადგან ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიის და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ ამ ტყუილით და უსინდისობით მიიპყრონ კიდევ ყურადღება“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური თბილისის მერიასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი გზის გადაკეტვას და 4-5 საათის განმავლობაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქუჩის პარალიზებას ცდილობდა. პრემიერმა საზოგადოებრივი წესრიგის უკეთ დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ისინი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს პუშკინის სკვერის მითვისება. სინამდვილეში საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარე, მიწისქვეშა ტერიტორიაზე პარკინგის მშენებლობაზე. დღეს მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც თბილისში 10 პარკინგს ააშენებენ, რადგან თბილისში არ არის პარკინგები. სამწუხაროდ, დღეს პარკინგი ვერ გახდა ბიზნესი, რადგან პარკინგის ღირებულება არ არის ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს  მსოფლიოს წამყვან ქალაქებში, ამიტომ პარკინგი ძალიან გვჭირდება. ეს ადამიანი, პრაქტიკულად აბსოლუტურად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება სასტუმროს, რომელიც იქ შენდება. ასევე ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს ბოტანიკური ბაღის მითვისება. სინამდვილეში, საუბარია ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე – სულ რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე, იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღიდან წავკისამდე არსებული გახრიოკებული ფერდობები, რომელზეც ამ პროექტის მშენებლობაა გათვალისწინებული, გამწვანდეს და მოირწყას. ყველაფერს და მათ შორის ტყუილსაც საზღვარი აქვს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა ამას ძალიან კარგად ხედავს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ტყუილების კასკადი 2011 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველ გუნდს ჯერ პრორუსულად წარმოაჩენდნენ, მაგრამ ვერავინ დააჯერეს, რადგან, მთავრობის ყველაზე დიდი წარმატება პროდასავლურ მიმართულებას უკავშირდება – მათ შორისაა ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-თან, რომელთანაც არასოდეს ყოფილა ასეთი ინტენსიური ურთიერთობა.

„დღეს გაკოტრდნენ და ვეღარაფერი გაუკეთებიათ. რაღაცით ხომ უნდა მიიპყრონ ყურადღება და მოიგონეს ეს ორი უსინდისო ტყუილი, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა ამას ხედავს. მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს მივმართო – როდესაც შენ მართალი ხარ, ცოტა უფრო თამამად არის საჭირო ამ სიმართლის თქმა. არავის უნდა მოერიდოს, რომ ვთქვათ, რაზეა საუბარი. საუბარია მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციაზე. ჩვენ ინვესტორები გვჭირდება და რაკი ბიძინა ივანიშვილია, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია, ვფიქრობ, ეს არასწორია. საუბარია იმაზე, რომ 20 ათასი ადამიანი საქმდება დღეს ამ ინვესტიციებზე – თბილისში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში. 680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია, ეს მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ რომ ხუთი ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის?!“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა წინა და მოქმედ ხელისუფლებას შორის არსებულ განსხვავებებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ოპონენტები გააფთრებულები იბრძვიან, თუმცა მათი მობრუნება გამორიცხულია, რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს.

„ჩვენც, პოლიტიკოსები უნდა ვეცადოთ, რომ ეს სიმართლე მაქსიმალურად დავანახოთ. მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს მივმართო, ცოტა გავამხნევო ისინი – სიმართლე არის ჩვენს მხარეს. ჩვენ არაფერი გვაქვს თავის სამართლებელი. ყველაფერი იდეალურად არ არის, ზოგჯერ ყველაფერი აღმავალია, ზოგჯერ არის ჩავარდნა, მაგრამ მიმართულება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო, არის სწორი. ცოტა თამამად ვუთხრათ სიმართლე ჩვენს მოსახლეობას. ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს. ეს არის უდიდესი უსამართლობა და მინდა ვთქვა, რომ სიმართლე ყოველთვის თავისას გაიტანს. სიმართლე არის ერთი რამ – თბილისში კეთდება ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის მართლაც ანალოგის არმქონე, ყველასათვის ხელმისაწვდომ მწვანე სივრცეს, სასეირნო თუ სარბენი ბილიკებით,  რეკრეაციული სივრცით და ჩვენ ამაზე უარი ვთქვათ იმიტომ, რომ ნევროზიანი პოლიტიკოსების აზრი გავითვალისწინოთ, მე ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი ამას არ დათანხმდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025

საინტერესო

ავსტრიული ტოლერანტობა: საჯარო სკოლებში, თუ მოსწავლეთა უმრავლესობა ქრისტიანია, სავალდებულოა, განთავსდეს ჯვარცმა

ავსტრიული ტოლერანტობა: საჯარო სკოლებში, თუ მოსწავლეთა უმრავლესობა ქრისტიანია, სავალდებულოა, განთავსდეს ჯვარცმა

13 years ago
ვანო მერაბიშვილი ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ვანო მერაბიშვილს აქვს ჰორნერის სინდრომი, თუმცა გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია

8 years ago
შსს: ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში ქუჩები გადაიკეტება

შსს: ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში ქუჩები გადაიკეტება

11 years ago
მაშველებმა მეორე ბავშვის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მეორე ბავშვის ცხედარი იპოვეს

3 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by