• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, November 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პრეზიდენტმა პარლამენტს 6 პუნქტიანი მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა.

გიორგი მარგველაშვილმა მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც ოპოზიციასთან – 20 პოლიტიკურ პარტიასთან ერთად შემუშავდა ჟურნალისტებს თავად წარუდგინა და აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შენიშვნები განსაკუთრებულად მომზადდა და სწორედ შეთანხმებისა და კონსენსუსის სულისკვეთებით დაიწერა.

პრეზიდენტის განცხადებით, პარლამენტში წარდგენილი 6 პუნქტიანი მოტივირებული შენიშვნები პირველ 4 პუნქტში, თავიდან ბოლომდე იმეორებს ვენეციის კომისიის წინაშე “ქართული ოცნების” მიერ აღებულ ვალდებულებას. ეს ის საკითხებია, რომლებზეც “ქართულმა ოცნებამ” ვენეციის კომისიასთან ჩასწორების ვალდებულება აიღო: ეს 4 საკითხი უცვლელად გადმოდის მოტივირებულ შენიშვნებში: ბონუსის, საარჩევნო ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მე-5 საკითხიც ასევე “ქართულ ოცნებას” ეკუთვნის – ეს 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხია.

“როგორც ცნობილია, მმართველ პოლიტიკურ გუნდს კონსტიტუციის მიღების მომენტში ხმები აკლდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” პარლამენტში ამ საკითხის გადატანას მხარს დაუჭერს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ოპოზიცია მხარს დაუჭერს და ხმას მისცემს ამ საკითხს და შედეგად, ისიც სრულიად უმტკივნეულოდ, ის რასაც “ქართული ოცნება” ჰპირდებოდა საზოგადოებას გათვალისწინებული იქნება კონსტიტუციაში.

ბოლო საკითხი ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს. ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველი პარტია ოპოზიციასა და მთელ ქართულ საზოგადოებასთან ვერ შეთანხმდა. მაგრამ აქაც გადავწყვიტე არ ვიყო ხისტი და ერთმნიშვნელოვნად არ წარვადგენ შეთავაზებას. ჩვენ ამ საკითხის მომავალში განხილვას ვთავაზობთ ქართულ პარლამენტს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამ 6 შეთავაზების განხილვის და გაზიარების შემთხვევაში, მივაღწევთ ძალიან ბევრს: მივიღებთ კონსტიტუციას, რომელსაც ექნება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა და ვაჩვენებთ ევროპულ პოლიტიკურ კულტურას, რომლისკენაც მოგვიწოდებს ვენეციის კომისია და მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა და ცდილობდა, რომ შემდგარიყო ხელისუფლებასთან და ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები.

“მე მინდა მადლობა ვუთხრა იმ პარტიებს, რომლებიც მივიდნენ ამ კონსენსუსამდე და რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მართლაც შეთანხმების დოკუმენტს.

ამ შენიშვნების 6 პუნქტიდან 5 ხელისუფლების ინიციატივაა და ერთი რომელზეც ვერ ვთანხმდებით კი არ არის გადაწყვეტილი, არამედ მომავალშია გადადებული. ამაზე უფრო კონსტრუქციული შეთანხმება მე ვერ წარმომიდგენია. ამის იქით არის უკვე დათანხმება და არა შეთანხმება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ადამიანები, რომლებსაც ქართველმა ხალხმა თავიანთი ცხოვრების განკარგვა და კონსტიტუციის შექმნა ანდო, ამ შეთავაზებას გაიაზრებენ, არა პარტიულ კონტექსტში, არამედ ისე, როგორც უნდა იყოს გააზრებული კონსტიტუცია, როგორც ქართულ საზოგადოებასთან უმაღლესი თანხმობის დოკუმენტი.

“ისინი ხმას მისცემენ არა პარტიული კონიუნქტურიდან გამომდინარე, არამედ ხმას მისცემენ თავისი სინდისის, პოლიტიკური მრწამსისა და მომავალთან პასუხისმგებლობის სულისკვეთებით”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

„შენი გულგახეთქილი დედა გელოდება, უტა “ – რას ჰყვებიან დაღუპული ახალგაზრდას ახლობლები

„შენი გულგახეთქილი დედა გელოდება, უტა “ – რას ჰყვებიან დაღუპული ახალგაზრდას ახლობლები

2 years ago

საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბ სოტკილავა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

11 years ago
„საკმაოდ ჭკვიანი ხარ…“ – ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს

„საკმაოდ ჭკვიანი ხარ…“ – ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს

1 year ago
5 რამ, რაც უნდა იცოდე, სანამ ციტრამონს მიიღებ – გიორგი ღოღობერიძე

5 რამ, რაც უნდა იცოდე, სანამ ციტრამონს მიიღებ – გიორგი ღოღობერიძე

3 years ago

ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები
ახალი ამბები

„როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები

11/16/2026

რომელი საკვები ეხმარება არტერიების ჯანმრთელობას? – ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტის რჩევები ინდოელი ხალხური მედიცინის ექსპერტი არუნ ხათრი საუბრობს იმ საკვებზე,...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია ცნობილი ფრანგული ჟურნალის, GQ France-ის 2026 წლის რჩეული მამაკაცის ტიტულის მფლობელი გახდა

11/16/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „როგორ გავისუფთავოთ არტერიები… დაიწყე ამ საკვების ჭამა!“ – არუნ ხათრის რჩევები 11/16/2026
  • შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს 11/16/2026
  • პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას 11/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by