• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისაკენ მოუწოდა

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისაკენ მოუწოდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნისას გააკეთა და შესაბამისი მოწოდებით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს.

პრეზიდენტმა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა და იმ სტრატეგიულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობასა და პარტნიორებთან ერთად უნდა გადადგას რუსეთის აგრესიისა და პროვოკაციული პოლიტიკის წინააღმდეგ.

გიორგი მარგველაშვილმა კონფერენციის მონაწილე საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგნლებს მოუწოდა შეიქმნას ერთიანი სტრატეგია, რომელიც და უპასუხებს და დაუპირისპირდება რუსეთის აგრესიულ, ანექსიურ და პროვოკაციულ პოლიტიკას რეგიონსა და კონკრეტულად საქართველოში.

„შევქმნათ ერთიანი სტრატეგია, რომელიც ნათელ პასუხებს გასცემს რუსეთის პოლიტიკას საკუთარი მეზობლების მიმართ. პრივილეგირებული ინტერესების სფეროებად მსოფლიოს დაყოფა წარმოადგენს საშიშროებას არა მხოლოდ რუსეთის მეზობლებისთვის, არამედ უფრო გლობალურად.
ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ მისული იმ წერტილამდე, როდესაც ყველას ერთად გვექნება ძალიან მტკიცე და ნათლი პასუხები ამ პოლიტიკასთან დაკავშირებით; როდესაც ჩვენი ხმა იქნება უაღრესად კონსოლიდირებული და მტკიცე;

როდესაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას რეგიონის დესტაბილიზაციას დაუპირისპირდება სრულიად მტკიცე და ერთიანი ხედვა, რომელიც მისცემს საქართველოს და სხვა ქვეყნებს, რომლებმაც დამოუკიდებლობისა და თავისუფლების კურსი აირჩიეს, იმის რეალურ და მტკიცე გარანტიებს, რომ ასეთ პოლიტიკას არ ექნება შესაძლებლობა რამენაირად შეარყიოს ჩვენი და რეგიონის სტაბილურობა.

ერთიანი ხედვების, ერთიანი პოლიტიკის, ერთიანი საფუძვლის ძებნის თვალსაზრისით, იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგმევა ამ დღეებში და კიდევ უფრო კოორდინირებულები ვიქნებით ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც მაშინ, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის, რეგიონის და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე” – განაცხადა გიორგი მარგვერლაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც 25 წლის განმავლობაში, ანუ ფაქტიურად თავისი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე, ეს გამოწვევები თავიდანვე მომდინარეობდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთის ფედერაციის მხრიდან. არა 2008 წელს, არამედ, სულ დასაწყისიდანვე , 90 წლებიდანვე რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა სჯიდა იმ კონფლიქტებით და იმ დაპირისპირებებით, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა 25 წლის განმავლობაში დააზიანა და მას მთლიანობა დაუკარგა.

“ეს ტენდენცია გრძელდება დღესაც, როდესაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ზრდის როგორც  შეიარაღებას, ასევე არღვევეს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს, ზღუდავს მათ გადაადგილების თავისუფლებას, უზღუდავს მათ ჰუმანურ შესაძლებლობებს. ამას ახორციელებს ფაქტობრივად ყოველდღიურად, რადგან სულ ახალ შეზღუდვებს, სულ ახალ გამყოფ ხაზებს აგებს ჩვენ ტერიტორიაზე და ასევე ზღუდავს იმ გადასასვლელ პუნქტებს, რომლებიც არსებობს საქართველოს მთავარ ტერიტორიასა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ამას ახორციელებს სახოლემწიფო, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია  და რომელსაც უნდა ჰქონდეს ამაღლებული პასუხისმგებლობა და იყოს  მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი.

პრეზიდენტის განცხადებით,  საქართველოს რუსეთის მიმართ მტკიცედ აქვს  არჩეული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომელიც რამდენიმე მთავარ მომენტს გულისხმობს:  არაფრით არ უნდა წამოვეგოთ იმ პროვოკაციებს, რომელიც როგორც არაერთხელ გამოჩნდა, რუსეთის პოლიტიკის ერთერთ მექანიზმს წარმოადგენს, რათა დაძაბოს ვითარება რეგიონში. პარალელურად, გაღრმავებთ დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში, არ ვაჩერებთ ქვეყნის ინეტგრაციულ პროცესებს ევროპასა და ნატოში და ვავითარებთ დემოკრატიულ რეფორმებს. ამასთან, საქართველომ პარალელურად უნდა გააძლიეროს შეიარაღებულ ძალები. ქართული შეიარაღებული ძალები ყოველ ეტაპზე წარმატებული რეფორმებისა და განვითარების შედეგად გადადიან უფრო მაღალ ხარისზე, როგორც ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან ნატო-სთან თავსებადობის, ასევე ჩვენი ქვეყნის თავდავცვისუნარიანობის თვალსაზრისით.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებისა, საქართველო რჩება პასუხისმგებლიანი საერთაშორისო მოთამაშე, აქატიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების განტკიცებაში.

ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო აღრმავებს საკუთარ როლს ტრანსკონტინენტური თანამშრომლობის საკითხებში. ის მასშტაბური რეგიონული პროოექტები, რომლებშიც ჩართულია საქართველო, გახსნილ და ფართო შესაძლებლობებს ქმნის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარებისათვის.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

“თბილისი ენერჯი” 3 იანვრიდან გაზს აძვირებს – ვის გაუძვირდება  საფასური?

“თბილისი ენერჯი” 3 იანვრიდან გაზს აძვირებს – ვის გაუძვირდება საფასური?

6 years ago
“ჩვენი საწოლფონდით ორჯერ დიდი ქვეყნის მომსახურეობა შეიძლება” – ტიკარაძე

“ჩვენი საწოლფონდით ორჯერ დიდი ქვეყნის მომსახურეობა შეიძლება” – ტიკარაძე

6 years ago

საქმიანი ქალი, რომელმაც ჰობი წარმატებულ ბიზნესად აქცია

11 years ago

უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია

11 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by