• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართული კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია „ბაქსი ნატურალე“ ექსპორტზე გავა

9 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ქართული კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანია „ბაქსი ნატურალე“ ექსპორტზე გავა
22
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

რამდენიმე წელია, რაც ქართულ ბაზარზე ქართული ბუნებრივი ხელნაკეთი საპნების მწარმოებელი კომპნაია გამოჩნდა. “ბაქსი ნატურალე” ქართულ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა. თავდაპირველად კომპანია მხოლოდ ხელნაკეთ საპნებს აწარმოებდა. თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, თანდათან ასორტიმენტი გაიზარდა და დღეისთვის ”ბაქსი ნატურალე” ნატურალური პროდუქციის რამდენიმე ხაზითაა წარმოდგენილი. კომპანიის დამფუძნებელი ნატა გუბელაძე „თბილისი თაიმსს“ პროდუქციის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

ჩვენს მკითხველს რომ მოუყვეთ, როგორ შეიქმნა „ბაქსი ნატურალე“?

– თავდაპირველად დავიწყეთ ბუნებრივი ხელნაკეთი საპნის წარმოება. მას შემდეგ რაც ჩვენი პროდუქცია დერმატოლოგებსა და სპეციალისტებს გავაცანით,  მათ გვირჩიეს დაგვემზადებინა ისეთი საპნები, რომლებსაც სამკურნალო თვისებებიც ექნებოდა.  აქედან გაიზარდა ჩვენი წარმოების პროცესიც, დაემატა სამკურნალო ხაზი, რომელიც სხვადასხვა სახის კანისთვის არის გათვლილი. გვაქვს საპონი მგრძნობიარე კანისთვის, არყის ხის კუპრის საპონი, რომელიც  გამონაყარისა და აკნეს სამკურნალოდ გამოიყენება, გვაქვს ასევე გოგირდის საპნები. მოგვაინებით ჩამოვიტანეთ ჩაის ხის ზეთი და მისი გამოყენებით დავამზადეთ ანტიბაქტერიული საპონი, რომელსაც სხვა ქიმიური საპნებისგან განსხვავებით აქვს ბევრი ბუნებრივი დანამატი და თავისი მოქმედებით ბევრად ეფექტურია.  

რა განსხვავებაა ბუნებრივ ხელნაკეთ საპნებსა და  ქარხნული წარმოების საპნებს შორის?

– ხელით წარმოება არის ერთგვარი ტექნოლოგია, რომელიც პრინციპულად განსხვავდება ქარხნული წარმოებისგან. ეს ეხება არა მარტო იმას, რომ ხელით იქნება, არამედ რეცეპტურასა და ტეგნოლოგიას. ქიმიურ საპონს, შენახვის ხანგრძლივობის გასაზრდელად აცლიან ნებისმიერ დამატებით კომპონენტს:  გლიცერინს, ცხიმებს და უმატებენ სპეციალურ  სუნებსა და ფერებს.   რაც შეეხება  ბუნებრივ ხელნაკეთ საპონს, მას არანაირი დამატენიანებელი კომპონენტი არ ეცლება. საპნის წარმოების პროცესი რომ მთავრდება, მას კიდევ ემატება სხვადასხვა სახის ზეთი, რომ გახდეს მეტად ეფექტური და შეიძინოს დამატებითი მომვლელი თვისებები კანისთვის. ეს ის ძირითადი თვისებები, რომლითაც გამოირჩევა ხელნაკეთი ბუნებრივი საპონი. განსხვავდება იმითაც, რომ ბუნებრივი საპნის გამოყენებისას კანი არ ეჩვევა საპონს და არც უკუჩვენება აქვს, რადგან სრულიად ბუნებრივი ნივთიერებებისგან მზადდება.

რა სახის პროდუქციას აწარმოებს დღეს „ბაქსი ნატურალე“?

– დღეს უკვე 12 სახეობის საპნის წარმოება ხდება და თითოეული მათგანი გამოირჩევა განსხვავებული სამკურნალო თვისებებით. მათგან გამორჩეული  რქაწითელისა და საფერავისგან დამზადებული საპნებია. უახლოეს მომავალში კი მომხმარებელს შევთავაზებთ  რძის შრატისგან დამზადებულ საპონს. გარდა საპნებისა, გვაქვს ცხოველების მოვლის ბუნებრივი საშუალებები- საპნები, შამპუნები და პარაზიტული სპრეი, რომლებიც აბსოლუტურად ბუნებრივია და მისი ხშირი გამოყენება რეკომენდებულია. მოგვიანებით დავამატეთ წვერის მოვლის ბუნებრივი საშუალებები-წვერის დამატენიანებელი ზეთები ბუნებრივი ეთერზეთებით, წვერის ბალზამები და წვერის ცვილი.გვაქვს ასევე  კოსმეტიკური საშუალებები. კანის გამწმენდებითა და კოსმეტიკური კრემებით. გვაქვს ასევე სრულიად გამორჩეული შამპუნი, რომელიც  მზადდება საპნის ხის კაკლისგან და სრულიად განსაკუთრებულია.

როგორია „ბაქსი ნატურალეს“  ფასები და რამდენად ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის?

– ჩვენი პროდუქცია თავისი ფასით არის საშუალო სტატისტკური კოსმეტიკის ფასის ანალოგიური. ვცდილობთ, პროდუქციის ღირებულება იყოს ხელმისაწვდომი. მაგალითად, 100 გრამიანი  საპნის ფასი არის 6-7 ლარი.  კრემის ფასები იწყება 25 ლარიდან და მერყეობს 55 ლარის ფარგლებში. გვინდა, ჩვენი პროდუქცია გაიცნოს ბაზარმა და ხალხმა ირწმუნოს იმის, რომ ქართული  პროდუქციაც შეიძლება იყოს ძალიან კარგი და მაღალი ხარისხის.

სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?

– საპნები და წვერის მოვლის საშუალებები არის ავერსისა და  „ფარმ სახლის“  აფთიაქებში, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით. რაც შეეხება სრულ ასორტიმენტს წარმოდგენილია მაღაზია ჰუალინგის- თბილისი ზღვის პლაზას პირველ სართულზე,  ჩვენს მაღაზიაში.

როგორია „ბაქსი ნატურალეს“ სამომავლო გეგმები?

– სამომავლოდ გვინდა, რომ თმის მოვლის ხაზი გავაფართოვოთ  და გავხადოთ უფრო ინტენსიური. შესაძლოა უახლოეს მომავალში დავამატოთ ტანის მოვლის საშუალებებიც. ვაპირებთ, მაღაზიების გახსნას სხვადასხვა ადგილას, რათა მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება შეიძინოს ჩვენი პროდუქცია. რამდენიმე თვის წინ იყო შემოთავაზება უცხოელი მწარმოებლებისგანაც და ვგეგმავთ პროდუქციის ამიერკავკასიაში გატანას.

მარიამ ლეკიაშვილი

 

Share9Tweet6

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

დღეს მართლმადიდებულური სამყარო დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს

13 years ago
ვნების შვიდეული დაიწყო – რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ

ვნების შვიდეული დაიწყო – რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ დღეების შესახებ

7 months ago

უზრუნველყოფენ თუ არა ავტო-სკოლები მოსწავლეთა სრულყოფილ მომზადებას?

12 years ago
დააკავეს კაცი, რომელმაც საჩხერეში სიძის მეგობარი მოკლა

ძმებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და – რა დეტალები ხდება ცნობილი ლეჩხუმში მომხდარ მკვლელობაზე?

2 years ago

ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, - ამის...

მეტის ნახვაDetails
ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

10/19/2026
„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება 10/19/2026
  • ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა 10/19/2026
  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by