“10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 6% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 231 736 ამომრჩეველია,” – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
„ყველა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება“, – განაცხადა მიქელაძემ.