• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“NuLu Handmade”- საქართველოში ხელნაკეთი სათამაშოს საავტორო პირველ მაღაზიას გახსნის

9 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
“NuLu Handmade”- საქართველოში  ხელნაკეთი სათამაშოს საავტორო პირველ  მაღაზიას გახსნის
20
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხელოვნება ეს ნიჭიერი ადამიანის მიერ სამყაროს შემოქმედებითი აღქმაა.საყოველთაოა, არ გააჩნია დრო, საზღვრები, ენა, ეროვნება, სქესი და მხოლოდ ემოციის ჯაჭვით გადაეცემა ერთიდან მეორეს. სწორედ ის ემოციაა და შთაგონებაა ხელოვნების მამოძრავებელი ძალა, რაც ადამიანს შიგნით აქვს და უბიძგებს იპოვოს საკუთარი თავი სამყაროში.ერთ ჩვეულებრივ დღეს  ასე იპოვა საკუთარი არაჩვეულებრივი ადგილი ხელოვნებაში  საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტმა სალომე გიგანმა.  რომელმაც გადაწყვიტე, შეექმნა და გაეცოცხელებინა თოჯინები პატარებისთვის. ასე შექმნა ხელნაკეთი სათმაშოების ბრენდი „ნულუ“, რომელიც დიდი სიყვარულით სარგებლობს პატარებში და არა მხოლოდ პატარებში. მათ დიდ სიხარულსა და აღფრთოვანებას იწვევს თითიეული ის თოჯინა, რომელსაც საოცრად მეტყველი სახე და სათნო თვალები აქვს. სალომე გიგანი „თბილისი თაიმსს“  „ნულუს“ შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

სალომე, ჩვენს მკითხევლს რომ მოუყვეთ, როგორ გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ ხელნაკეთი სათამაშოების ბრენდი „ნულუ“?

– ყველაფერი სპონტანურად და დაუგეგმავად მოხდა. პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი ვარ , შესაბამისად ამ კუთხით არც ცოდნა და გამოცდილება არ მქონდა, თუმცა ყოველთვის მეხერხებოდა ხატვა.  ამ იდეის ავტორი, ჩემი შთაგონების წყარო ჩემი ქალიშვილი ნუცაა. ერთ დღეს ერთ-ერთი ვიდეოში ვნახეთ, თუ როგორ გააკეთეს წინდისგან სათმაშო, საოცრად საყვარელი ძაღლი. ამის შემდეგ ნუცამ მთხოვა, რომ მისთვისაც გამეკეთებინა მსგავსი სათამაშო. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი გატაცება ამ პატარა არსებებით.  პირველად წინდისგან გავაკეთეთ ის ძაღლუკა, რომელიც ვიდეოში ვნახეთ და პირველივე სათამაშომ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ხელნაკეთი ხარისხიანი თოჯინები ძალიან ცოტაა საქართველოში.  აქედან გამომდინარე ვიფიქრე და გადავწყვიტე, სერიოზული სახე მიმეცა ყველაფრისთვის.

როგორია შექმნის პროცესი, როგორ იქნება „ნულუები“?

– თავდაპირველად  დავჯექი და ჩემი წარმოსახვით დავხატე პირველი თოჯინა-ფისო. ასე  გაჩნდა „ნული“, რომელიც დაკავშირებულია ჩემი შვილების სახელებთან.  ყოველთვის ვცდილობ, ყოველ მათგანში იგრძნობოდეს ხასიათი, ჰქონდეს მეტყველი სახე.  მინდა სულიერ არსებასთან უფრო მეტად იყოს მიახლოებული. შემდეგ იწყება კერვის  პროცესი.  ჩემი მთავარი ნიშა არის ხარისხი. ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო თითოეული თოჯინის შექმნაში და რაც მთავარია შევქმნა ხარისხიანად.  შექმნის პროცესში თავს საოცრად კომფორტულად ვგრძნობ,ვხვდები, რომ ეს ისაა, რისი კეთებაც მომწონს და შემოქმედებითადაც ბოლომდე ვიხარჯები.

როგორია თოჯინების ფასები და რამდენად ხელმისაწვდომია მათი შეძენა?

– ამ ეტაპზე გვაქვს ოთხი სახის სათამაშო: ფისოები, დათუნიები, ბაჭიები და სპილოები, ზომების მიხედვით. ცოტა ხნის წინ ჩავატარე გამოკითხვა და მომხმარებელმა მოითხოვა ბეკეკას დამატება. შესაბამისად უახლოეს მომავალში დავამატებთ ბეკეკას და ძაღლუკასაც. რაც შეეხება ფასებს, ვფიქრობ საკმაოდ ზომიერია. 43 სმ-იანი სათამააშო  არის 49 ლარიდან 59 ლარის ფარგლებში. 31 სმ-იანი სათაამშოების ფასი არის 45 ლარიდან 47 ლარამდე. 20-25 სმ-იანი თოჯინები 22 ლარი ღირს.

რამდენად დიდია საზოგადოების დაინტერესება „ნულუების“ მიმართ?

– დაახლოებით ორი თვეა რაც ფეისბუკის გვერდი გავაკეთე და საზოგადოებამ გაიცნო ჩემი თოჯინები. სიმართლე გითხრათ გაკვირვებული ვარ. არ მოველოდი ასეთ მცირე დროში, ასეთ დაინტერესებას და იმ დიდი სიყვარულის მიღებას,რასაც ხალხისგან ვგრძნობ. ეს კი მაძლევს იმის ენერგიას, რომ არ მოვდუნდე, მუდმივად ვეცდები განვვითარდე, დავხვეწო ხარისიხი და თავად თოჯინების დიზაინიც.  ძალიან მინდა, რომ მალე „ნულუ“ ყველასთვის საყვარელ თოჯინების ბრენდად იქცეს.

რა მასალას იყენებ „ნულუების“ შესაქმნელად?

– იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბავშვის სათამაშოებია აუცილებლად უნდა იყოს ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა. „ნულუები“ სრულიად უსაფრთხოა, რადგან ყველაფერი იკერება და იქარგება ხელით. არ გამოიყენება ღილი, ან რაიმე ისეთი დეტალი, რაც საშიში იქნება პატარებისთვის. ყველაფერს საკუთარი ხელით ვქმნი, თითოეული დეტალლი ჩემი მოფიქრებულია, თითოეული თოჯინის დიზაინი ჩემი შექმნილი.თოჯინები იკერება მთლიანად ბამბისა და ტილოსგან. არის სრულიად უსაფრთხო და ანტიალერგიული. რაც შეეხება თოჯინების ტანსაცმელს გემოვნების და ხასიათის მიხედვით განსხვავებულია მათი ჩაცმულობაც, თუმცა, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის ქსოვილები გამოიყენება მათ შესაკერად.

რას გრძნობ  შექმნის პროცესში და რა არის ამ საქმეში განსაკუთრებული, რის გამოც მისი კეთება გიყვართ?

– საოცარი შეგრძნებაა. რასაც აკეთებ მხოლოდ  შენია და სხვისი არავის. განსაკუთრებულია თავად შექმნის პროცესი და შემდეგ ორმაგი ბედნიერებაა როდესაც ჩემი შექმნილი „ნულუ“ სხვას დიდ ბედნიერებას ანიჭებს. ყოველთვის  მინდა ვიცოდე, სად მიდის ჩემი „ნულუები“, ამიტომ, როდესაც თოჯინას ვატან მომხმარებელს, ყოველთვის ვკითხულობ ვისთვის არის. ასევე, ყოველთვის ვთხოვ მომხმარებლებს, თოჯინების მიღების შემდეგ გამიზიარონ შთაბეჭდილებები. ნებისმიერი მათი აზრი დადებითიც თუ კრიტიკულიც საინტერესოა ჩემთვის, რადგან ამით კიდევ უფრო გავიზრდები. ჩემი მთავარი მიზანი გულწრფელობაა და ეს ჩანს კიდევაც ჩემს თოჯინებშიც, მათ სახეებშიც, მათს მიმეკებში.  ჩემი „ნულუები“ საოცრად კეთილები და გულწრფელები, სთნოები და მიამიტები არიან. ვფიქრობ, მათ ყველა ის თვისება აქვთ, რაც ბავშვებს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– უახლოეს მომავალში ვაპირებ გავაკეთო სახელოსნო. და  დავიმატო ის ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად გააკეთებენ უსაყვერლეს „ნულუებს“.ვაპირებ სააავტორო მაღაზიის გახსას, რომელიც იქნება პირველი ხელნაკეთი სათამაშოს საავტორო მაღაზია საქართველოში. ეს იქნება „ნულუს“ საბავშვო მაღაზია და იქ მხოლოდ ჩვენი სათამაშოები გაიყიდება. ასევე ვგეგმავ  დავამატო საბავშვო აქსესუარები,  ჩანთები და ბაფთები.   „ნულუ“ ბოლომდე იქნება საბავშვო ხელნაკეთი ბრენდი. ასვე, მაქვს შემოთავაზებები სხვადასხვა კომპნაიისგან. წელს საქართველოს ბანკის პროექტ „სეკრეტ სანტაში“  მივიღებ მონაწილეობას. ასე რომ  სრულიად მოულოდნელად შესაძლებელია ჩემი „ნულებიც“ მიიღოს მომხმარებემა. არ ვაპირებ გაჩერებას, ყოველთვის ვეცდები, რომ განვვითარდე და ბევრ და საინტერესო სიახლეს შევთავაზებ  ჩვენს პატარებს. დიდი მადლობა ჩემს მომხმარებლებს იმ ენერგიისა და სითბოსთვის, რასაც ისინი დებენ თითოეულ წერილსა და შეტყობინებაში.

მარიამ ლეკიაშვილი

 

Share8Tweet5

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

თამარ ბერუჩაშვილი: “ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი საფრთხეშია”

12 years ago
აშშ-ს ქალაქებში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

აშშ-ს ქალაქებში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა

7 years ago

თამარ სანიკიძემ ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა

12 years ago

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი უსამძიმრებს თითოეული გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს

13 years ago

ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა
ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026

მძიმე ტრაგედიის შემზარავი გაგრძელება ქუთაისში - ავანგარდის დასახლებაში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ხოლო...

მეტის ნახვაDetails
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026
მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026
  • „ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by