• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

25 ოქტომბერს კოპენჰაგენში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორისორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილევახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო დანიური მხრიდან – დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე იენს კისლინგი.

კონსულტაციების დასაწყისში, ქართულ დელეგაციას უმასპინძლა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივმა სახელმწიფო მდივანმა ულრიკ ვესტეგაარდ კნუდსენმა. შეხვედრისას, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგს და სამომავლო პერსპექტივებს.

პოლიტიკურმა კონსულტაციებმა თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი მოიცვა. განხილულ იქნა საქართველო-დანიის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული ურთიერთობები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს შესრულდა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი. ამიტომ მისასალმებელია, რომ ბოლო წლებში მზარდი დინამიზმით გამოირჩევა ქართულ-დანიური თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, თავდაცვის, განვითარებისა და სხვა სფეროებში, რასაც მხარეებმა განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი. ამავე დროს, საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, მათ მიუთითეს ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში არსებული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობაზე.

კონსულტაციების ფარგლებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარეობას და სამომავლო პერსპექტივებს, ასევე ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს. ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა დანიურ მხარეს ამ კუთხით გაწეული აქტიური მხარდაჭერისათვის. საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკას, კერძოდ, აღნიშნულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ ვითარებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას და ნდობის აღდგენის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა დანიურ მხარეს განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აქტიური მხარდაჭერისთვის. ორმხრივ კონსულტაციებზე, ყურადღება დაეთმო, ასევე,  საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველო-დანიას შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობასა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებს.

ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ მახარობლიშვილმა დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.  თავის გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტებზე, მათ შორის ასოცირების შეთანხმების ეფექტიან განხორციელებაზე, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციიდან და უვიზო რეჟიმიდან მიღებულ სარგებელზე. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და საქართველოს პრიორიტეტებს ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით. ამასთან, ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა მოახლოებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე და საქართველოს პრიორიტეტებსა და მოლოდინებზე.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გაიმართა დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების , დანიის სამეფოში ევროკომისიის წარმომადგენლობის და  ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მხარდაჭერით. ღონისძიებას ესწრებოდნენ დანიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ბაბუშერას ტრაგედიიდან 23 წელი გავიდა

ბაბუშერას ტრაგედიიდან 23 წელი გავიდა

10 years ago
ოთხმა ქვეყანამ ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდმუმს ხელი მოაწერა

გორში, სენაკში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრები 5 ათას 500 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს

9 years ago
მოქალაქეები რომელთაც კრედიტი დოლარში აქვთ აღებული შეღაქვათებს მიიღებენ

მოქალაქეები რომელთაც კრედიტი დოლარში აქვთ აღებული შეღაქვათებს მიიღებენ

12 years ago
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს მიმართავს

მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

9 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by