LUXURY ANIMALS ძაღლების ტანსაცმლისა და აქსესუარების ქარული ბრენდია, რომელიც სამი წელია რაც ქართულ ბაზარზეა და მომხმარებლებს გამორჩეულ, ორიგინალურ და ფართო არჩევანს სთავაზობს. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ სასურველი ტანსაცმელი თქვენი პატარა მეგობრებისთვის, ისე რომ დარწმუნებული იქნებით მის ხარისხსა და კომფორტში. „თბილისი თაიმსი“ კომპანიის დამფუძნებელ ალინა გაბდულინას ესაუბრა LUXURY ANIMALS-ის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
„ძაღლების ტანსაცმლის შექმნის იდეა დაახლოებით სამი წლის წინ გამიჩნდა. მინდოდა დამეწყო ისეთი საქმიანობა, რაც მომცემდა საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას და ასევე იქნებოდა შემოსვლის წყარო. იქიდან გამომდინარე, რომ თავად მყავს ძაღლი, ხშირად მიწევდა ფიქრი, თუ როგორი ტანსაცმელი და აქსესუარი მეყიდა მისთვის. საქართველოში საკმაოდ მცირე არჩევანი იყო ძაღლების ტანსაცმელების, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, შემექმნა ისეთი ბრენდი, რომელიც ჩვენს მეგობრებს კიდევ უფრო გაალამაზებდა. ასე გაჩნდა ძაღლების ტანსაცმლის ბრენდი LUXURY ANIMALS.“
ბრენდი უშუალოდ ძაღლების კომფორტისთვისააა შექმნილი. დღეს ყველაფერი ალინა გაბდულინას დიზაინით იქმნება. კომპანია ქმნის სხვადასხვა ზომის საწოლებს, ტანსაცმელებსა და აქსესუარებს. კომპანიის დამფუძნებელი თავად ხელმძღვანელობს თითოეულ დეტალს, რაც საშუალებას აძლევს მიაღწიოს წარმატებას მცირე დროში განსაკუთრებით კი საწყის ეტაპზე.
„ვფიქრობთ, სხვებისგან მაღალი ხარისხით გამოვირჩევით. თითოეულ დეტალს საკუთარი ხელით ვამზადებთ და მაქსიმალურად ვარ ჩართული შექმნის პროცესში. ასევე მთავარი განსხვავება, ვფიქრობ, მრავალფეროვანი და განსხვავებული მოდელების არსებობაა. მაქსიმალურად ვცდილობთ გავითვალისწინოთ მომხმარებლის ინტერესები და შევინარჩუნოთ ინდივიდუალური მიდგომა მათ მიმართ.“
როგორც დამფუძნებელი განმარტავს ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. კომპანია ჯერ კიდევ განვითარების საწყის საფეხურზეა. თუმცა მოთხოვნის შესაბამისად მათ თანამშრომლების დამატებაც კი დასჭირდათ.
„მოთხოვნა საკმაოდ დიდია ქართულ ბაზარზე. მომხმარებლები ენდობიან ჩვენს ბრენდს და ყოველდღიურად სულ უფრო მატულობს მათი რაოდენობა.ძაღლის ტანსაცმელებზე მოთხოვნა განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში იზრდება. მთავარი მიზეზი კი, არჩევანის მრავალფეროვნებაა. სხვადასხვა ზომის, დიზაინისა და ქსოვილისგან შექმნილი ქურთუკები, კომბინიზონები და ჟაკეტები მომხარებლებს განსაკუთრებით ხელმისაწვდომი ფასისა და შესაბამისი ხარისხის გამო მოსწონთ.“
ალინა გაბდულინას თქმით, ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია ყველა სეგმენტისთვის. ტანსაცმლისა და აქსესუარების ფასები მერყეობს 30 ლარიდან 90 ლარამდე და არის დამოკიდებული ზომაზე. საწოლები ნატურალური ქსოვილისგან იკერება და არ აღიზიანებს ძაღლის კანს. რაც შეეხება ფასებს, ღირებულება დამოკიდებულია საწოლის ზომაზე და საშულაოდ, 60 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს. მომხმარებელს LUXURY ANIMALS ყიდვა შეუძლია ფეისბუკის გვერდის საშუალებით ან ქალაქის ზოო მაღაზიებში.
LUXURY ANIMALS ცოტა ხნის წინ საბერძნეთში გამართულ ძაღლების გამოფენაზე იყო წარდგენილი, საიდანაც კომპანიამ საბითუმო შეკვეთებისც მიიღო. სამომავლოდ დამფუძნებელი გაფართოებას და თანამშრომლების დამატებას გეგმავს.
„სამომავლოდ ვგეგმავთ წარმოების გაფართოებას, რაც საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად ვიყოთ წარმოდგენილები ქართულ ბაზარზე. ასევე, ვგეგმავთ, რომ პროდუქცია გავიტანოთ ქართულ ბაზარზე და გავხდეთ „ძაღლების ქსესუარების“ პირველი ექსპორტიორი ევროპულ ბაზარზე. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან. უახლოეს მომავალში შევძლებთ ჩვენი ბრენდის გატანას საზღვრებს გარეთ. „
მარიამ ლეკიაშვილი