• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ეს სრულიად ამაზრზენი ბარიერები დაინგრევა, ისევე როგორც დაინგრა ევროპაში სხვა, ხელოვნური ბარიერები – გიორგი მარგველაშვიოლი

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ეს სრულიად ამაზრზენი ბარიერები დაინგრევა, ისევე როგორც დაინგრა ევროპაში სხვა, ხელოვნური ბარიერები – გიორგი მარგველაშვიოლი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ კერსტი კალიულაიდს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გააცნო და მავთულხლართების მიმდებარედ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის და გატაცების ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება.

პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ დათა ვანიშვილს გაესაუბრნენ და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნენ.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს და ესტონეთის დელეგაციას ხურვალეთის საოკუპაციო ზოლის მონახულებისათვის.

“მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მობრძანდა აქ, ისევე, როგორც არაერთი ევროპელი ლიდერი და თავისი თვალით ნახა მავთულხლართებიც და წეროვანის იძულებით გადაადგილებულთა დასახლებაც. ნახა ის ისტორიული უსამართლობა, რომელშიც დღეს ცხოვრობს ევროპის აღმოსავლეთი ქვეყანა – საქართველო. არაერთ ევროპელ ლიდერს უნახავს ეს და ეს დღეს ნახა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა. აქედან ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება, სულ რაღაც ორი დღის წინ კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა.

დღეს ჩვენ ამ გარემოში ვცხოვრობთ, ამ გარემოში ვაშენებთ ევროპულ საქართველოს და ეს სრულიად ამაზრზენი ბარიერები დაინგრევა, ისევე როგორც დაინგრა ევროპაში სხვა, ხელოვნური ბარიერები.

ისინი დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ დაინგრევა იმ მტკიცე დემოკრატიული კურსით, რომელიც აქვს ჩემ ქვეყანას, იმ ღია გულით და იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენს მიერ კონტროლირებად ქვეყანაშიც. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და გმადლობთ იმისთვის, რომ თქვენ ამ პოზიციას მხარს უჭერთ, ამ პოზიციას იზიარებთ და ამ გზაზე ეხმარებით საქართველოს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ესტონეთის პრეზიდენტმა მავთულხლართებს ბოროტების ხაზი უწოდა და გიორგი მარგველაშვილს ევროკავშირის მიერ შექმნილი წიგნი წარუდგინა, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ხალხის ცხოვრებას ეხება.

“მე შემიძლია გამოვიყენო ყველა მართებული დიპლომატიური ტერმინი, რათა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანია; რა თქმა უნდა, ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდმა დადებითი შედეგი არ გამოიღო; რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ იმას, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ამ კონფლიქტს და რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხების მაქსიმალურად აქტიურად წამოწევას, საბოლოოდ, კი ეს ადამიანები, არიან ადამიანები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვაზე, რადგან არსებობს მავთულხლართები; ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი ნათესავების მონახულება და მათთან საუბარი, რადგან არსებობს მავთულხლართები. რომელი ევფემიზმიც არ უნდა გამოვიყენოთ, ფაქტია, რომ არსებობს გამყოფი ხაზი.

ეს წიგნი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნამუშევარია. მადლობელი ვარ, რომ ევროკავშირი ამ რეგიონში ახორციელებს სადამკვირვებლო მისიას. მეამაყება, რომ შევხვდი სამ ესტონელს, რომლებიც ამჟამად ამ მისიაში მონაწილეობენ. ამგვარად, შეგიძლიათ გამართოთ უკეთესი დისკუსია და გამოიკვლიოთ ადამიანების საოკუპაციო ხაზთან დაკარგვის შემთხვევები. ეს სასარგებლოა. ჩვენ ეს უნდა ვაკეთოთ სანამ საბოლოო გამოსავალს არ ვიპოვით. ამისთვის კი უფრო ინტენსიური საერთაშორისო პროცესი გვჭირდება, რადგან ეს ადამიანების სიცოცხლეს ეხება”, – აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

„81 ყოფილი თანამდებობის  პირი სამამართლომ  უკვე  დამნაშავედ  სცნო“ – ეკა ბესელია

ეკა ბესელია – ახალგაზრდა გოგოები არიან დაპატიმრებული და არ მინდა ეს სიმძიმე ვატარო, რომ ოჯახების ტრაგედია მოჰყვეს ამ მორალურ ტერორს

8 years ago

მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

10 years ago
ნიკოლოზ წულუკიძის 2 წლის  შვილი ტრაგიკულად დაიღუპა  

ნიკოლოზ წულუკიძის 2 წლის  შვილი ტრაგიკულად დაიღუპა  

4 years ago

საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაძლოა ათონელის რეზიდენციაში განთავსდეს

12 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by