• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართველი დიზაინერი, რომლის ნამუშევრებიც Harper`s Bazaar და ELLE-ს გვერდებზე აღმოჩნდა – ექსკლუზიური ინტერვიუ დავით უზნაძესთან

8 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
ქართველი დიზაინერი, რომლის ნამუშევრებიც Harper`s Bazaar და ELLE-ს გვერდებზე აღმოჩნდა – ექსკლუზიური ინტერვიუ დავით უზნაძესთან
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღევანდელ სამყაროში მოდის სფეროს წამყვანი პოზიცია უჭირავს. საკმაოდ რთულია შექმნა განსხვავებული, ორიგინალური ნამუშევარი და თქვა ახალი სიტყვა მოდის ინდუსტრიაში, რომელიც ყურადღებას მიიქცევს და აღიარებას მოგიტანს. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტია ახალგაზრდა დამწყები დიზაინერი დავით უზნაძე, რომლის გამოსვლამაც საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია თბილისის მოდის კვირეულზე. დავითის ნამუშევრები უკვე მოხვდა Harper`s Bazaar და ELLE-ს გვერდებზე, რაც დიზაინერისათვის საკმაოდ დიდი წარმატებაა. The Tbilisi Times-ს დავით უზნაძე ჩვენების შესახებ, მოსულ წარმატებაზე და სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა. ახალგაზრდა, ნიჭიერმა დიზაინერმა ინდივიდუალური სტილისა და თანამედროვე მოდის შესახებ საინტერესო პასუხები შემოგვთავაზა.

 დავით, გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ. რამდენი ხანია, რაც ამ სფეროში მოღვაწეობთ?

– ინოვაციური კოლექციის შექმნის სურვილი, რომელიც მანამდე არსებულის იდენტური არ იქნებოდა, ყოველთვის მქონდა, ხოლო მიმდინარე კოლექციაზე მუშაობა დაახლოებით 1 წლის წინ დავიწყე. ჩემი მთავარი მიზანი იყო, შემექმნა კოლექცია, რომელიც ზუსტად ასახავდა ჩემს იდეებს, ეს უკანასკნელი კი, როგორც აღმოჩნდა, არ იმეორებდა მანამდე შექმნილი სხვა კოლექციების კონცეპტს.

თქვენი ჩვენება, თუ გამოჩენა ჩვენი მოდის სამყაროში საკმაოდ წარმატებული იყო და კულუარებში აღმოჩენადაც კი შეგაფასეს. როგორც გავარკვიეთ თქვენმა სამოსმა ბევრი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. გავიგეთ ისიც, რომ ბევრი გეძებდა და გკითხულობდა. რა მოხდა თბილისის მოდის კვირეულზე? გვიამბეთ, თავად თუ ხართ კმაყოფილი და როგორ შეაფასებდით ბოლო პერიოდის გამოხმაურებს თქვენ ირგვლივ?

– დავაზუსტებ, ეს არ ყოფილა ჩემი პერსონალური ჩვენება, ეს იყო ჩვენება, რომელზეც მე სტუმრის სტატუსით ვიმყოფებოდი და გადავწყვიტე, რომ ჩემი მეგობარი შემემოსა ჩემ მიერ შექმნილი ერთ-ერთი ლუქით. ლუქის გამოჩენის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა მოლოდინს გადააჭარბა, ვგულისხმობ, რომ უცებ ჩემი ლუქი აღმოჩნდა Harper`s Bazaar და ELLE-ს გვერდებზე, რაც არა მხოლოდ დამწყები, არამედ – შემდგარი დიზაინერებისთვისაც საკმაოდ სასიამოვნო ფაქტია. ვინც ერკვევა ამ სფეროში, მიხვდება რაზე ვსაუბრობ. თუ ამას გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზოგადოებამ ჩემს პირველ მცდელობას, მოდის ინდუსტრიის სფეროში, წარმატებული გზა უსურვა.

როგორ იქმნება თქვენი ნამუშევრები და საიდან მოდის მისი შექმნის იდეა?

– ჩემთვის ნამუშევრის შექმნა შემდგომ პროცესს მოიცავს: თავიდან მოდის აბსტრაქტული იდეა, რომელიც ჩემთვის ხელოვნებაა. ჩემს წარმოსახვაში იქმნება არა კონკრეტული სამოსის, არამედ – შემოქმედების იდეა, რომელსაც მხოლოდ კონკრეტულ ქსოვილთან დაკავშირების შემდეგ ეძლევა ფორმა. ქსოვილი მეხმარება იდეის მატერიალიზებაში, ხოლო მუშაობის პროცესში კი მას საბოლოო სახე ეძლევა.
რთულია, გიპასუხოთ, საიდან მოდის ეს იდეა, თუმცა შემიძლია გიპასუხოთ, სად მიდის: ის მიდის კონკრეტულ მატერიალურ ფორმამდე, რომელსაც მნახველი მას დასრულებული სახით იხილავს.

ხშირად ხელოვანები, საქმიანობის დასაწყისში, სხვა ხელოვანთა გავლენას განიცდიან ხოლმე. თქვენ შემთხვევაში თუ იყო დიზაინერი, რომელიც გავლენას ახდენდა თქვენს ნამუშევრებზე?

– გეთანხმებით, დიზაინერების გარკვეული ნაწილი განიცდის სხვადასხვა გავლენას. თუმცა, დავამატებდი, რომ ეს გავლენა ხდება არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული დიზაინერისგან, არამედ – ყოფითი ცხოვრებიდან. ჩემთვის გავლენის წყაროა ნებისმიერი გარემო–პირობა, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში ვხვდები, ნებისმიერი ფაქტი თუ ემოცია. ადამიანი, ინდივიდი, რომელიც ბუნებით მიმბაძველია, რთულია, აბსოლუტურად თავისუფალი იყოს გავლენისგან, არც მე დავიჟინებ ამას. თუმცა კონკრეტული დიზაინერი, რომელმაც გავლენა მოახდინა, არ ყოფილა. შესაბამისად, ჩემს შემთხვევაში, ზოგადი მოვლენების გავლენაზე უფრო შეგვიძლია ვისაუბროთ, ვიდრე კერძოზე.

ტრადიციული კითხვა უნდა დაგისვათ. წელს რა ტენდენციები გვაქვს და რას ურჩევდით ქართველ ქალბატონებს?

– წლევანდელი მოდის ტენდენციებს მკითხველი, სავარაუდოდ, უკვე არაერთხელ იხილავდა. ამიტომ, არ გავიმეორებ. რაც შეეხება რჩევას, არა მხოლოდ ქალბატონებს, არამედ – ნებისმიერ ადამიანს, რომელიც რჩევას მიიღებს, ვურჩევდი, რომ ატარონ ის სამოსი, რომელიც მათ პიროვნულობას გამოხატავს და მათზე დადებით გავლენას ახდენს. სამოსი იქნება არა იმისთვის, რომ შეგზღუდოთ, არამედ იმიტომ, რომ თავისუფლება მოგანიჭოთ. ატარეთ სამოსი, რომელიც თქვენ ნაცვლად ისაუბრებს თქვენს პიროვნულობაზე. ატარეთ ის ფერები, რომელიც თქვენი შინაგანი სამყაროს ფერს ასახავს, ან გინდათ, რომ ასახავდეს. მაგალითად, წელს მოდაშია პასტელური, ნათელი ფერები, თუმცა, თუ თქვენთვის ეს ფერები არ არის მისაღები, ნუ ატარებთ მას. არ არის აუცილებელი, რომ ინტროვერტმა ატაროს ექსტრავერტის ფერები მხოლოდ მოდის გამო. ასე თქვენ მიყვებით მოდას, მაგრამ კარგავთ ინდივიდუალურობას, ამიტომ, მიყევით საკუთარ სურვილებს და არა მოდას, თავად შექმენით მოდა.

ზოგადად როგორია თქვენი შეფასება დღევანდელი მოდის მიმართ?

– გააჩნია რას გულისხმობთ, საქართველოში თუ ზოგადად. არ ვარ ამ სფეროს ექსპერტი და არც ღვაწლმოსილი დიზაინერი, რომ დიდი ფილოსოფია გავშალო. თუმცა, ჩემს მოკრძალებულ აზრს დავაფიქსირებ. ზოგად კონტექსტში ვიტყვი, მოდა საჭიროა, მე ვფიქრობ ბევრ ადამიანს ულამაზებს ცხოვრებას, ათავისუფლებს და აბედნიერებს. ხელოვნებაა და ვფიქრობ, გამოწვევებით სავსე ძალიან საინტერესო სფეროა. ხაზს გავუსვამდი, რომ გამოკვეთილია არაერთი ახალი ხედვა, რაც საერთო ტენდენციას ამრავალფეროვნებს. გამოკვეთილია სილუეტი, რაც მნიშვნელოვან შტრიხს სძენს ნამუშევრებს. არ მომწონს, როცა რომელიმე დიზაინერი აკეთებს რომელიმე წინამორბედი, უკვე ცნობილი დიზაინერის კოლექციის, ან კოლექციის ნაწილის კოპირებით „ახალ კოლექციას“, მხოლოდ მინიმალისტური მოდიფიკაციების ხარჯზე. ვფიქრობ, რომ მოდა არ არის ის სფერო, სადაც „ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია“, არამედ, ეს არის სამყარო, სადაც ახალის შექმნის უსასრულო რესურსი და პოტენციალი არსებობს. მთავარი მიზანიც, ჩემი აზრით, სწორედ ეს უნდა იყოს – ყოველი ახალი შესაძლებლობა ახალის შექმნის მცდელობას უნდა ნიშნავდეს.

დავით, ვიცით, რომ ეს საქმიანობა თქვენი განუყოფელი ნაწილია უკვე. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას ნიშნავს თქვენთვის დიზაინერობა?

– დიზაინერობა – ეს ტერმინი ჩემს „მომავალ მეს“ უფრო შეესაბამება, ვიდრე – ახლანდელს. ეს სტატუსი ჩემთვის პასუხისმგებლობასთან ასოცირდება, ამიტომ, უმჯობესი იქნებოდა, რომ საკუთარ თავს, ამ ეტაპზე, დამწყები დიზაინერი ვუწოდო. ეს არის მოწოდება, ვაკეთო ის საქმე, რომელიც მიყვარს და ასევე – ეს არის შესაძლებლობა, გამოვხატო საკუთარი თავი. მოწოდება, პასუხისმგებლობა და ამბიცია – შევქმნა განსხვავებული, რომელიც მოდის ინდუსტრიას ახალ რკალს შესძენს.

 გვესაუბრეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე. სად აპირებთ კიდევ ჩვენებების გამართვას?

– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გაგიზიარებთ მოკლევადიან მიზნებს: ამ ეტაპზე ვმუშაობ ახალ კოლექციაზე, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ჩემი წინა კოლექციის დიდი ნაწილი გადიოდა ნიუ–იორკში. ამჟამინდელ კოლექციაზე გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყანასთან, ვნახოთ როგორ დასრულდება. გაგაგებინებთ აუცილებლად. დაინტერესებული პირებისთვის კი სხვა სიახლეები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

მარიამ გობიანიძე

 

 

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In