• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე – ქართული ორგანული კოსმეტიკის ბრენდი

9 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
იდეიდან წარმატებულ ბიზნესამდე – ქართული ორგანული კოსმეტიკის ბრენდი
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ხელნაკეთი პროდუქციის ბრენდი გამოჩნდა.  „გიშერი“ ორგანული, დეკორატიული კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდია, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. ორმა ახალგაზრდამ ნინი რესულიძემ და მარიამ ღლონტმა ბიზნესი საკუთარი სლოგანის  „სილამაზე არ უნდა იყოს ზიანის მომტანი“ ქვეშ გააერთიანეს და ყველასთვის ხელმისაწვდომი და ბუნებრივი პროდუქცია შექმნეს. „თბილისი თაიმსს“ ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინი რესულიძე „გიშერის“ შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

მოგვიყევით, საიდან გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ ორგანული კოსმეტიკის ბრენდი?

– დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ მე და ჩემი მეგობარი ვმოგზაურობდით ბულგარეთში. აღმოვაჩინეთ, რომ სავაჭრო ცენტრებში თუ ტურისტულ ადგილებში იყიდებოდა ადგილობრივი წარმოების კოსმეტიკა განსხვავებული სურნელებითა და ეთერზეთებით. სწორედ აქედან გაგვიჩნდა იდეა, რომ მსგავსი სახის პროდუქცია გაგვეკეთებინა საქართველოში. ძალიან გვინდოდა ჩვენც გვქონოდა ისეთი კოსმეტიკის ბრენდი, რომელსაც საქართველოში ჩამოსული ტურისტები როგორც სუვენირს თან  წაიღებდნენ.  თანდათან დავხვეწეთ ჩვენი იდეა და შევქმენით ორგანული კოსმეტიკა, რომელიც ყველა ქალისთვის მისაღები და ხელმისაწვდომი იქნებოდა.

საიდან მოდის თავად ბრენდის სახელი „გიშერი“?

– ძალიან გვინდოდა ბრენდის სახელი ქართული და რაღაცის გამომხატველი ყოფილიყო. „გიშერი“ ავიღეთ ქართველებისთვის საამაყო ნაწარმოებიდან „ვეფხისტყაოსნიდან“, როგორც სილამაზისა და დახვეწილობის მეტაფორა.

გქონდათ თუ არა რაიმე გამოცდილება ამ კუთხით და როგორ შეძელით იდეის ბიზნესად ქცევა?

– ამ კუთხით გამოცდილება ნამდვილად არ გვქონია. მოყვარულის დონეზე, ჩვენთვის  და ჩვენი მეგობრებისთვის ვამზადებდით ხოლმე პროდუქციას. საკმაოდ დიდი   და სახიფათო ნაბიჯი გადავდგით, როდესაც  ჩვენი პროდუქცია საზოგადოებას გავაცანით. თუმცა, ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, წინ უძღოდა ტესტირების რეჟიმი, დერმატოლოგებთან  მუდმივი კონსულტაციები. მუშაობის პროცესში ჩამოვაყალიბეთ ისეთი ფორმა, რომელიც არ იქნებოდა ზიანის მომტანი და დამზადდებოდა მხოლოდ ორგანული ნივთიერებებისგან. როდესაც მივხვდით რომ პროდუქცია დაიხვეწა, ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ღირდა საზოგადოებასაც შეეფასებინა ჩვენი კოსმეტიკა.

რითი გამოირჩევა ორგანული ნივთიერებებით დამზადებული პროდუქცია ქიმიურად დამზადებული კოსმეტიკისგან?

– დღეს მთელს მსოფლიოში არსებობს ტენდენცია, რაც შეიძლება ჯანსაღი, ბუნებრივი და ორგანული ნივთიერებებისგან მიიღონ კოსმეტიკა. ძალიან ბევრი ქიმიური კოსმეტიკის შემადგენლობაში არის ისეთი ნივთიერებები, რომლებიც საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ორგანული ნივთიერებებით დამზადებული კოსმეტიკა, ბევრად უფრო უსაფრთხო და ბუნებრივია. ორგანულადაა მიღებული პიგმენტებიც კი, რომლებიც ფერს აძლევს კოსმეტიკას.

ძირითადად რა სახის პროდუქციას ქმნით?

– გვაქვს ორი სახის ტუჩსაცხი, ტუჩის გლოსი ანუ თხევადი ტუჩსაცხი და მყარი ტუჩსაცხი, რომელიც არის როგორც გლუვი, ასევე კრემოვანი. გვაქვს 18 ფერის ფრჩხილის ლაქი და ასევე ფოსფორის ფრჩხილის ლაქები, რომლებიც ღამე ანათებს. გვაქვს აგრეთვე საბავშვო ტუჩის გლოსი, რომელსაც ასევე აქვს ჰიგიენური დატვირთვა, რომელიც სრულიად უსაფრთხოა ბავშვებისთვის.

როგორია ფასები და სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?

– გვინდა, ჩვენი ბრენდი იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. მყარი ტუჩსაცხი ღირს 15 ლარი, ხოლო გლოსი-10 ლარი. რაც შეეხება საბავშვო ტუჩსაცხს ღირს 7 ლარი. ფრჩხლის ლაქის ფასები 7-დან 10 ლარის ფარგლებშია. გვაქვს ვებ-გვერდი, რომლის საშუალებითაც ხდება შეძენა. ხოლო 30 ნოემბრიდან ვიხსნებით „გალერეა თბილისში“ დ მომხმარებელს უკვე ადგილზე ექნება საშუალება შეიძინოს ჩვენი პროდუქცია.

როგორია თქვენი სამომავლო გეგემები?

– უახლოეს მომავალში ვგეგმავთ  პროდუქციის დამატებას. მალე „გიშერი“ მომხმარებელს შესთავაზებს ტუჩის კონტურებს, თვალის ფანქრებს,თვალის ჩრდილებს,  ტუშებს და ა.შ. სამომავლოდ, ძალიან გვინდა გავხსნათ ჩვენი მაღაზია, სადაც მომხამარებელი შეძლებს ადგილზე  გაიკეთოს სასურველი მაკიაჟი.

მარიამ ლეკიაშვილი

Share2Tweet1

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

შსს-მ 2 კილომდე კოკაინი და 15 კილომდე მარიხუანა ამოიღო

პროკურატურამ რელიგიური ნიშნით დევნისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

8 years ago
ილია მეორე: “ჯვარი უფლისა გადაარჩენს საქართველოს”

ილია მეორეს მიერ შესრულებული ,,ალილუია”

11 years ago

ისტორიული ქალაქების მართვის გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო პროექტი ხორციელდება

13 years ago
ცნობილია, ნუცუბიძის ქუჩაზე, ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა – როგორია ბავშვის მდგომარეობა

ცნობილია, ნუცუბიძის ქუჩაზე, ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა – როგორია ბავშვის მდგომარეობა

10 months ago

ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახლობლები ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან. როგორც ირკვევა, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. „ჩემო ოქროს...

მეტის ნახვაDetails
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by