სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელძღვანელი ვახტანგ გომელაური მზად არის პარლამენტში მივიდეს და ნდობის ჯგუფის წევრებს სპეცოპერაციის შესახებ პირველადი ინფორმაცია მიაწოდოს. ამის შესახებ ნდობის ჯგუფის დასრულების შემდეგ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
ჯგუფის ხელმძღვამელი ამბობს, რომ ახლა მხოლოდ თარიღი ზუსტდება.
სუსის ხელმძღვანელთან, ისევე როგორც იუსტიციის მინისტრთან შეკითხვები აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. მათ აინტერესებთ როგორ აღმოჩნდნენ ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ გადმოკვეთეს საზღვარი და საიდან ჰქონდათ იარაღი.
როგორც ირაკლი სესიაშვილი აცხადებს მომავალ წელს ნდობის ჯგუფი 10-მდე უწყების ხელმძღვანელის ანგარიშს მოისმენს.
1 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, ნდობის ჯგუფი საბოლოოდ შეიქმნა.