მთავრობის განახლებული სტრუქტურა დღეს ამოქმედდა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, დღეიდან უკვე ენერგეტიკულ მიმართულებასაც ხელმძღვანელობს.
რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეებს, ისინი მუშაობას ეკონომიკის სამინისტროში გააგრძელებენ, კანონით დადგენილი 3-თვიანი ვადის შემდეგ კი ახალი სტრუქტურა ამოქმედდება.
“ამ ეტაპზე მოხდება სრული გაერთიანება. შემდეგი 3 თვის განმავლობაში სრულად ჩამოვყალიბდებით როგორც ადამიანური რესურსის, ისე სტრუქტურის მიმართულებით. ყოველდღიურად ძალიან აქტიურად ვმუშაობ, რამდენიმე საათს ვუთმობ სტრუქტურის ჩამოყალიბებას”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეებად გიორგი ჩიქოვანი, რომეო მიქაუტაძე და თორნიკე რიჟვაძე მუშაობდნენ.














