• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნინო ლაღიძე: “არ არსებობს სტანდარტი, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი კატეგორიის სასტუმრო”

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოში უამრავი სასტუმრო შენდება. ერთი შეხედვით, შესაძლოა, მათი ვიზუალური მხარით მოვიხიბლოთ, მაგრამ საინტერესოა აშენებისას თუ დაპროექტებისას მსოფლიოში აღიარებული სტანდარტები რამდენადაა დაცული. მით უფრო, როდესაც ცოტა ხნის წინ ბათუმის სასტუმრო „ლეოგრანდში“ დიდი ტრაგედია დატრიალდა. რამდენად დახვეწილია ქართული სასტუმროების დიზაინი, ინტერიერი, საქართველოში მდებარე რომელი სასტუმროები შეიძლება ჩაითვალოს გემოვნებიანად, ამ და სხვა საკითხებზე The Tbilisi Times-ს საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ლაღიძე ესაუბრა.

რამდენად აკმაყოფილებს სტანდარტს ახლადაშენებული სასტუმროები, არის თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული? რა არის ყველაზე მეტად გამოსასწორებელი?

– საქართველოში თბილისსა და სხვა საკურორტო ქალაქებში ბევრ სასტუმროში, გამონაკლისების გარდა, სრულიად დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ფაქტობრივად არ არსებობს. ბევრი სასტუმრო ამის გამო დაჯარიმებულიცაა, თუმცა ისინი განაგრძობენ მუშაობას, რასაც უახლოეს წარსულში დამსვენებელთა მსხვერპლი მოჰყვა.

შენობა-ნაგებობების დაპროექტებისას დეველობერი, ინვესტორი და არქიტექტორი, მთელი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ საერთაშორისო ნორმებს და კანონებს შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დაცვით. სამწუხაროდ, უმეტესწილად, მშენებლობები  დარღვევებით მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში, მშენებლობებზე, ამ დარღვევებით გამოწვეული  უბედური შემთხვევების გამო  ზედამხედველობის სამსახურმა დაახლოებით, 100-ზე მეტ მშენებარე ობიექტს მისცა სიტყვიერი გაფრთხილება და 50 მშენებარე ობიექტზე საქმის წარმოება დაიწყო. აუცილებელია ზედამხედველობის  სამსახურმა  პირად კონტროლზე აიყვანოს და უმკაცრესად გააკონტროლოს ქვეყანაში არსებულ ყველა მშენებარე ობიექტზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები. მშენებლებისა და უსაფრთხოების ოფიცრების განმარტებით, ქვეყანაში კანონი უსაფრთხოების შესახებ აქამდე არ არსებობდა. ბოლო დროს მიღებული კანონი “მომეტებულ საფრთხის შემცველ ობიექტებთან დაკავიშრებით” იმდენად ბუნდოვანია, რომ განმარტებაც კი არ არსებობს, რა ითვლება საფრთხის შემცველად. საერთაშორისო ნორმებით დაცული წესებიდან კი საქართველოში ერთ პროცენტსაც არ იყენებენ.

თქვენი მოსაზრებით, რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო ქვეყნის მასშტაბით, რომ არ მოხდეს ისეთი ტრაგედიები, რაც ბათუმის სასტუმრო „ლეოგრანდში“ მოხდა?

– აუცილებლად უნდა იყოს დაცული საქართველოს მთავრობის დადგენილება №41 (2016 წლის 28 იანვარი) ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე, ასევე, საქართველოს მთავრობის N361-ე და N477-ე დადგენილებები; საქართველოს ორგანული კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”; საქართველოს კანონი “სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ”. შესაბამისად, ყველა იმ დეველოპერმა, რომელიც დადგენილი წესების დაცვას არ უზრუნველყოფს, კანონის წინაშე სათანადოდ და სამართლიანად უნდა აგოს პასუხი და თუ კი მშენებლობა დარღვევებით ხორციელდება ან  ზედამხედველობის სამსახურის მითითებები არ არის გათვალისწინებული, ჩვენ უნდა გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ მშენებლობები გავაჩეროთ, რადგან ეს ჩვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება.

საინტერესოა, რამდენად დახვეწილია ქართული სასტუმროების დიზაინი, ინტერიერი… ამ მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებს რამდენად ვაკმაყოფილებთ?

– რეალურად, რამდენად ვაკმაყოფილებთ საერთაშორისო სტანდარტებს, დღეს საქართველოში ამის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან  არ არსებობს სტანდარტი, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი კატეგორიის სასტუმრო. საქართველოში მოქმედებს სასტუმროები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს და ძირითადად უცხოელების აშენებულია, მაგალითად, “რედისონი” ან ბათუმის “ჰილტონი”. ეს წოდება სხვებსაც აქვთ, მაგრამ სასტუმროების უმრავლესობის “ვარსკვლავიანობა” პირობითად აქვს მინიჭებული: მაგალითად, თუ კი, სასტუმროს პატრონს უნდა, რომ ჰქონდეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო –  ჩამოკიდებს შესაბამის აბრას და ვერავინ შეედავება, რომ ის 5-ვარსკვლავიანი არ არის, რადგან ქვეყანაში საამისო სტანდარტი არ არსებობს. ისე,  ყველა ქვეყანას აქვს თავისი სტანდარტები და ამის მიხედვით ანიჭებს შესაბამის სტატუსს მის ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებს.  ჩვენთან, სამწუხაროდ, არ არსებობს ორგანო, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს, ამიტომაც არ გვაქვს ზუსტი მონაცემები.  ჩვენ  კანონში იმის განმარტებაც არა გვაქვს, თუ რა არის ოტელი, საოჯახო სახლი, ჰოსტელი და ა.შ… საერთოდ კი, საერთაშორისო სტანდარტებს მოსარგებად, სასტუმროს ადგილმდებარეობა არის პირველი და უმთავრესი ღირსება, მეორე – მომსახურების დონე და მესამე – შენობა–ნაგებობა. დღეისთვის, კი ჩვენ მეორე და მესამე პუნქტში, მნიშვნელოვნად მოვიკოჭლებთ.

დღეს ყველაზე უგემოვნო და გემოვნებიანი სასუმროები რომელია?

– დღეს, საქართველოში გემოვნებიან სასტუმროებს შორის შესაძლებელია დავასახელოთ  ბათუმის “ჰილტონი“, სასტუმრო რუმს ყაზბეგი, სასტუმრო რუმს თბილისი, The Grove Design Hotel თბილისში…და სხვა რამდენიმე თითზე ჩამისათვლელი, უგემოვნოები კი საკმაოდ ბევრია.

ნინო ზარიზე

 

 

 

 

Share2Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

განსხვავება აცრილებსა და აუცრელებს შორის –   ზაზა წერეთელი  გრაფიკას ავრცელებს

საქართველოში ორი დოზით აცრილთა შორის კორონავირუსით გარდაცვალება არ დაფიქსირებულა – ჯანმო

5 years ago
კახა კალაძე – მინდა, მოქალაქეები დავამშვიდო, კორონავირუსის პრევენციისთვის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს

კახა კალაძე – მინდა, მოქალაქეები დავამშვიდო, კორონავირუსის პრევენციისთვის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს

7 years ago
vogue: გაიცანით თბილისში ქუჩის ვარჯიშის მეფეები!

vogue: გაიცანით თბილისში ქუჩის ვარჯიშის მეფეები!

10 years ago
“პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შეურთდება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს“

საკონსტიტუციო კომისიაში 4 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

10 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by