• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, მსოფლიო
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ორი კვირის წინ დავწერე იმაზე, რომ სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა, რუსეთის თაოსნობით შექმნილ საბაჟო კავშირში გაწევრიანება გადაწყვიტა, ნაცვლად იმისა, რომ ბოლომდე მიეყვანა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, რომელზეც ერევანი სამის წლის განმავლობაში მუშაობდა.

სომხეთის ამ მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ევროკავშირისათვის გამომაფხიზლებელი ეფექტი იქონია – იქ მიხვდნენ, რამდენად სერიოზულად მუშაობს რუსეთი იმისთვის, რომ სომხეთის პრეცედენტი უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთანაც გაიმეოროს.

ნოემბერში ვილნიუსში ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტია დაგეგმილი, ხოლო 25 ოქტომბერს – დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის სამიტი, ე.ი. მზადება გეოპოლიტიკური ორთაბრძოლისთვის რუსეთსა და ევროკავშირს შორის მთელი ძალით მიმდინარეობს. ევროკავშირისთვის ამ ბრძოლის წაგება დაუშვებელია, თუ სამეზობლო პოლიტიკაში წარმატების მიღწევა სურს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამას არასდროს ჰქონია ანტირუსული მიზნები. რუსეთი თავის დასავლურ სამეზობლოს სტრატეგიულ იმპერატივად განიხილავს, ხოლო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამას – შეკავების ინსტრუმენტად. ამიტომაც ქმნის საკუთარ ინტეგრაციულ პროგრამებს. თუმცა არ არსებობს არგუმენტი, რომელიც საბაჟო კავშირში შესვლის სასარგებლოდ გაიჟღერებდა. იმ ქვეყნებმა, რომლებიც კავშირში გაერთიანდებიან, ამ ახალ ზენაციონალურ გაერთიანებას არა მხოლოდ საკუთარი ბიუჯეტის სოლიდური წილი უნდა დაუთმონ, არამედ სუვერენიტეტიც. ამიტომაა, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც რუსეთი მათ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე ითანხმებს, ხელების ხშირი გადაგრეხა და დაშინებაა.

იმ დროს, როდესაც უკრაინა და მოლდოვა უშუალოდ ესაზღვრებიან ევროკავშირს, ხოლო უკრაინა მისი მასშტაბების, რეგიონული როლისა და ეკონომიკური პოტენციალის გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოც არ უნდა დავივიწყოთ. ამიტომ ვიყავი იმედგაცრუებული ლიტვის პრეზიდენტის, დალია გრიბაისკუტეს ამასწინანდელი გამოსვლით, სადაც მან განაცხადა, რომ ევროკავშირი იბრძოლებს უკრაინისა და მოლდოვისთვის, ხოლო, როდესაც საქართველოზე ჰკითხეს, მან უპასუხა – საქართველომ მიანიშნა, რომ ის დაინტერესებულია ორივე შესაძლებლობით. ეჭვს გარეშეა, ის ბიძინა ივანიშვილის იმ კომენტარს გულისხმობდა, სადაც ის საბაჟო კავშირის წევრობაზე ლაპარაკობდა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის არაერთი განცხადების თანახმად, ევროპული ინტეგრაცია მათი პრიორიტეტია.

მართალია, საქართველო უფრო შორს მდებარეობს და უფრო რთული სამეზობლო აქვს, მაგრამ ის თანაბარწილად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იდეალურად არ არის, საქართველომ ბევრი იშრომა იმისთვის, რომ ევროკავშირის კრიტერიუმები დაეკმაყოფილებინა.

უფრო მეტიც, ეს ერთადერთი ქვეყანაა ამიერკავკასიაში, სადაც ევროკავშირს რეალური გავლენა აქვს. სომხეთი დაკარგულია, ხოლო ბერკეტები აზერბაიჯანზე ზემოქმედებისა თითქმის არ არსებობს. რუსეთმა უკვე ბევრ ხისტ ზომას მიმართა საქართველოსთან მიმართებით. ისინი შეიჭრნენ ქვეყანაში, დაიპყრეს ორი რეგიონი, განამტკიცეს თავისი სამხედრო ძალები, შეწყვიტეს აირის მიწოდება და აკრძალეს ქართული ღვინისა და წყლის იმპორტი.

მართალია, ქართველებს მოსკოვთან კარგი ურთიერთობები სურთ, მაგრამ ეს ურთიერთობები ორმხრივ პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. არა მგონია, ქართველებს დაავიწყდეთ ის, თუ როგორ მოექანებოდნენ რუსული ტანკები თბილისისაკენ სულ რამდენიმე წლის წინ.

მოსკოვს ჯერ კიდევ შეუძლია, თბილისი აცდუნოს, გაავრცელოს ხმები, რომ რუსეთი უარს იტყვის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, ან წავა გარიგებაზე და ამ რეგიონებიდან ერთი, საქართველოს დაუბრუნდება.

ევროკავშირმა რუსეთის ასეთ აგრესიულ ქმედებაზე ირეაგირა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერად. ევროპის პარლამენტის რეზოლუციაში ნათქვამია, „ევროპარლამენტარები სწუხან იმ მიუღებელი ზეწოლის გამო, რომელსაც რუსეთი ახორციელებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ქვეყნებზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად.

ისინი მოუწოდებენ მოსკოვს,პატივის სცეს დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტს და არ ჩაერიოს მათ შიდა საქმეებში, როგორც ამას საერთაშორისო სამართალიც ითხოვს“. სამწუხაროდ, ამ მოთხოვნასაც, ალბათ, ისე შეასრულებენ, როგორც ლომი შეასრულებდა თხოვნას და უარს იტყოდა ხორცზე.

ისეთმა პატარა მოწყვლადმა ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა, უნდა იცოდნენ, რომ ევროკავშირი ბოლომდე დგას მათ გვერდით, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ კონტექსტში. ევროკავშირმა უარი უნდა თქვას პოზიციაზე, რომელიც ხშირად აღიქმება, როგორც პასიური მიდგომა და უნდა აჩვენოს მართლაც სტრატეგიული ხედვა. მან უნდა ანახოს ყველას, რომ მის სამეზობლო პოლიტიკას აქვს ძალა და შეუძლია შედეგების მოტანა.

ევროკავშირმა უნდა დაიწყოს საკუთარი ბაზრების გახსნა, გაზარდოს ფინანსური დახმარება და უფრო სწრაფად გააუქმოს ვიზები. მეორე, მან უნდა დააჩქაროს თავისი ტექნიკური მზადყოფნა, არადა, ხშირად ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს კუს ნაბიჯით მოძრაობს. უფრო მეტიც, მან უნდა დაადასტუროს, რომ ბილეთს, რომელიც მეზობლებს მიჰყიდა, აქვთ დანიშნულების პუნქტი, რაც ამჟამად არ ჩანს.

23.09.13

ამანდა პოლი

 

Tags: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ
ShareTweet

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

პოზიცია და ოპოზიცია შეთანხმდა – სააკაშვილის ექსტრადირება „თავის ტკივილი“ იქნება – ვალერი გრიგალაშვილი

პოზიცია და ოპოზიცია შეთანხმდა – სააკაშვილის ექსტრადირება „თავის ტკივილი“ იქნება – ვალერი გრიგალაშვილი

9 years ago
მამუკა ბახტაძე: “სამინიტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება”

მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა

8 years ago

იულია ტიმოშენკო აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს შეიარაღებულ პრორუსულ აქტივისტებთან

12 years ago

გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდება

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by