• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, June 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურა: გიორგი გიორგანაშვილმა (ბახალა) თურქეთიდან საქართველოში 843 აბი ნარკოტიკული საშუალება პირს რეანომობილით შემოატანინა

8 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გადასინჯვის პირველი გადაწყვეტილება მიიღო და მსჯავრდებული გაამართლა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს მთავარი პროკურატურა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებულ გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 24 იანვარს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზატკეცილის მე-17 კმ-ზე საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩერებული იქნა „მერსედესის“ ფირმის რეანომობილი, რომლის მძღოლს ჯ.ხ.-ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა უკანონოდ შეძენილი და შენახული და საქართველოში უკანონოდ შემოტანილი განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“-ს შემცველი 22 აბი, ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფ რეანომობილში მოთავსებული სამედიცინო ინვენტარის ყუთიდან ამოღებული იქნა დამალული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“-ს შემცველი 843 აბი და 2 ცალი აბის ნატეხი.

ბრალდებულის სახით დაკავებულმა ჯ.ხ.-მ ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაკითხვისას აჩვენა (შემდგომ სასამართლო პროცესზეც მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა), რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები მას თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გ.გ.-მ გადასცა, საქართველოში კონკრეტული პირისთვის ტრანსპორტირების მიზნით. საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება გ.გ-სა და ჯ.ხ.-ს ერთ პერიოდში თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნის ფაქტი.

აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, ოპერატიული ღონისძიებების გატარებით, სამართალდამცველების მიერ დადგენილი იქნა გ.გ.-ს ადგილსამყოფელი. 2017 წლის 25 იანვარს ბათუმიდან ტაქსით თბილისში მიმავალი გ.გ. გაჩერებულ იქნა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-14 კილომეტრზე. მისი პირადი ჩხრეკისას, ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალების „ბუპრენორფინის“ შემცველი 45 აბი და 4 აბის ნატეხი.

ჯ.ხ. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იგი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ჯ.ხ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, ამ უკანასკნელის შესაძლო თანამონაწილეების მიმართ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აწარმოებს შს სამინისტრო, ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა
ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა

04/24/2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს
ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს

03/28/2026
კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს
ახალი ამბები

კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

03/18/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026
„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა
ახალი ამბები

„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა

02/25/2026

საინტერესო

შესწორებულია : Covid-19 არ არის ბაქტერიული ინფექცია, ის ვირუსული დაავადებაა. ანტიბიოტიკი, მათ შორის აზიმაკი, ვირუსებზე არ მოქმედებს

შესწორებულია : Covid-19 არ არის ბაქტერიული ინფექცია, ის ვირუსული დაავადებაა. ანტიბიოტიკი, მათ შორის აზიმაკი, ვირუსებზე არ მოქმედებს

5 years ago

მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

13 years ago
გიორგი მარგველაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დაადო

“პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი სამშობლოსთვის დაიღუპა მრავალი საუკუნეების განმავლობაში”

10 years ago
ე.წ. შავ სიაში მყოფ ონლაინსესხების კომპანია „ვივუსის“ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ

ე.წ. შავ სიაში მყოფ ონლაინსესხების კომპანია „ვივუსის“ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ

8 years ago

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო...

მეტის ნახვაDetails
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026
  • „მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია 06/25/2026
  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by