• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, August 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გოგა ონიანი: “ოლეგ მელნიკოვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს”

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ოლეგ მელნიკოვი უკანონო პატიმარია, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის მონახულების შემდეგ ადვოკატმა გოგა ონიანმა განაცხადა.

როგორც ონიანმა აღნიშნა, საქართველოში ექსტრადირებიდან 48-საათიან ვადაში პროკურატურას სასასამართლოსთვის შუამდგომლობით უნდა მიემართა, თუმცა პროკურატურამ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა. შესაბამისად, ადვოკატი აცხადებს, რომ თითოეული საათი, რომელსაც მელნიკოვი ე.წ. მატროსოვის ციხეში ატარებს, უკანონოა.

“ექსტრადირება მოხდა ორი დღის წინ, უკვე 48-საათიანი ვადა გავიდა და არ მომხდარა აღმკვეთი ღონისძიების სასამართლოში დადასტურება, რაც გათვალისწინებულია 206-ე მუხლის მე-10 პუნქტით. პროკურატურა, მიუხედავად ამ ვალდებულებისა, შუამდგომლობით არ შესულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მელნიკოვი უკანონო პატიმარია”, – განაცხადა გოგა ონიანმა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, კერძოდ, გულთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც, რეგულარული სამედიცინო შემოწმება უტარდება და სასჯელარსრულების დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალმა მელნიკოვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში დასკვნა უნდა დადოს.

ამასთან, ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ, მელნიკოვის ადვოკატებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში განცხადება შეიტანეს, რომლის მიხედვით 206-ე მუხლის მე-10 პუნქტის დარღვევის გამო, მელნიკოვს უკანონო პატიმრად მიიჩნევენ.

ადვოკატები სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან რეაგირებას ითხოვენ. ამასთან, მელნიკოვის ადვოკატები შესაბამისი განცხადებით სახალხო დამცველისთვის მიმართვასაც აპირებენ.

ოლეგ მელნიკოვის ექსტრადიცია 21 სექტემბერს განხორციელდა.
შსს-ს ცნობით, საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და მთავარი პროკურატურის მიერ ძებნილი ოლეგ მელნიკოვის უკრაინაში დაკავებიდან 10 თვის განმავლობაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებთან მისი საქართველოში ექსტრადიციის მიზნით. რამდენიმესაფეხურიანი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მელნიკოვის საქართველოში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.

ოლეგ მელნიკოვს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე–3 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.
გარდა ამისა, 2013 წლის ივლისში ოლეგ მელნიკოვს ბრალი წაეყენა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სსსკ-ს 24-143-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით და მე-2 ნაწილის “ა”, “გ” და “ზ” ქვეპუნქტებით (დახმარება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის
მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით).

23.09.13

Tags: გოგა ონიანი: “ოლეგ მელნიკოვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს”
Share1Tweet1

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

“სამწუხაროა, რომ ვენესუელა, რუსეთის კვალდაკვალ, აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას”

ლიტვაში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

11 years ago
პროკურატურა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წარუდგენს და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის ჯგუფის“ ხელმძღვანელ თანამდებობებს ტოვებენ

7 years ago
ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე  სოფლებს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება

ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება

11 years ago
ლევან იზორია ესტონეთის თავდაცვის მინისტრს მასპინძლობს

ლევან იზორია ესტონეთის თავდაცვის მინისტრს მასპინძლობს

9 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by