• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს პარლამენტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელ სამუშაოებში ერთვება

9 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
საქართველოს პარლამენტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელ სამუშაოებში ერთვება

????????????????????????????????????

გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს პარლამენტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის მოსამზადებელ და საორგანიზაციო სამუშაოებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტს შორის გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოსთვის საქართველოს გაცნობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. თამარ ჩუგოშვილის თქმით,  ყველას ამოცანაა, რომ  ღონისძიებამ მაღალ დონეზე ჩაიაროს და ამ მიზნის მისაღწევად განსაკუთრებული როლი საქართველოს პარლამენტს ეკისრება.

„ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, სადაც საქართველოს 2018 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული როლი აქვს, მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა.  ეს არის ჩვენი ქვეყნის მსოფლიოსთვის წარმოჩენის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და ჩვენი, ყველას, საერთო ამოცანაა, რომ ამ ღონისძიებამ რაც შეიძლება, მაღალ დონეზე ჩაიაროს. საზოგადოებაში გარკვეული კითხვები იყო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაინტერესდა, შეხვდა აქტიურად ჩართულ პირებს და გეგმავს, რომ განაგრძოს ამ პროცესისთვის ყურადღების აქტიურად მიდევნება. საქართველოს პარლამენტი აპირებს ხელი შეუწყოს, რომ არ არსებობდეს არანაირი კითხვა და ამ ღონისძიებამ ოქტომბერში ძალიან მაღალ დონეზე ჩაიაროს. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეც იქნება. პარლამენტს თავისი მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ამ მიზნის მისაღწევად და შესაბამისად, აქტიურად ვაპირებთ ამ პროცესში მონაწილეობას. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ ყველას. ამ ღონისძიებას ძალიან დიდი შრომა სჭირდება, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ კითხვები არ არსებობდეს და ყველა მაქსიმალურად შეთანხმებულად მოქმედებდეს. ჩვენც ამისთვის ვართ მომართულნი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეხვედრაზე მოსამზადებელი სამუშაოების ძირითადი ეტაპები განიხილეს. მისი შეფასებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საქართველოსთვის სტრატეგიული ღონისძიებაა და ის ჩვენი ქვეყნის კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას პირდაპირ უკავშირდება.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელ პროცესთან დაკავშირებით,  შეხვედრა გაიმართა.  განვიხილეთ მოსამზადებელი სამუშაოს ძირითადი ეტაპები – ის, რაც გაკეთებულია და ის, რაც მომავალ პერიოდში უნდა გაკეთდეს. ეს არის საქართველოსთვის ძალიან სტრატეგიული ღონისძიება და  პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესების, კულტურის და შესაძლებლობების წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე.  ამიტომ, პარლამენტი ჩართული იქნება მოსამზადებელი პროცესის განმავლობაში, რათა მომავალ თვეებში მიღებული გადაწყვეტილებები  იყოს ხარჯთეფექტური, ყველაფერი გაკეთდეს დროულად და რაც მთავარია, ყველა მხარეს მიეცეს მონაწილეობის და მაქსიმალური კონტრიბუციის შესაძლებლობა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის, მედეა მეტრეველის თქმით, მოსამზადებელ სამუშაოებში პარლამენტის ჩართვა პროცესს უფრო გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, კულტურის მინისტრის ჩართულობით, დეტალურად ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, რათა პროცესი იყოს უფრო მეტად გამჭვირვალე, მეტად ეფექტური და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის როლი და ამ პროცესში მისი ჩართულობა ამ პროექტს კიდევ უფრო საჯაროს გახდის. გაიშლება კიდევ უფრო მეტი დისკუსია და სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობა სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე, ვისაუბრეთ ლიტერატურულ და კულტურულ პროგრამაზე, საქართველოს პარლამენტის წევრებს  დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ მათთვის საინტერესო საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტიპის შეხვედრები და ფორმატი შენარჩუნდება“,- განაცხადა მედეა მეტრეველმა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

„მიდიოდა ჰანგოვერზე, ბიჭებთან ერთად და ვუთხარი, შეგიძლია გაერთო, იქ მე მაინც ვერაფერს ვხედავ -მეთქი და გაამართლა“ – ხატია სიჭინავა ღალატზე

„მიდიოდა ჰანგოვერზე, ბიჭებთან ერთად და ვუთხარი, შეგიძლია გაერთო, იქ მე მაინც ვერაფერს ვხედავ -მეთქი და გაამართლა“ – ხატია სიჭინავა ღალატზე

2 years ago

საქართველოს ტონი ბლერი ეწვევა

11 years ago

პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მიმართულებით გარკვეული ღონისძიებებია დაგეგმილი

9 years ago
„სამი ადამიანია დაღუპული“ – შემზარავი ავარიის ახალი დეტალები

„სამი ადამიანია დაღუპული“ – შემზარავი ავარიის ახალი დეტალები

6 months ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by