ბოლო ინფორმაციით, მეტროსადგურ “ვარკეთილში” დაშავებულების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. დაშავებულებს შორის ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამედიცინო დახმარების სამსახური. გადაკეტილია მეტროს ტერიტორია. ადგილზე მივიდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
მეტროსადგურ “ვარკეთილის“ რეაბილიტაცია 2017 წლის სექტემბერში დასრულდა.
Facebook კომენტარები













