• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილს არ უნდა პოლიტიკური კარიერის გაგრძელება” – გია ხუხაშვილი

8 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, პოლიტიკა
A A
“დიმიტრი ქუმსიშვილი, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე უფრო ფინანსისტია, ვიდრე ეკონომისტი” – გია ხუხაშვიოლი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველო რიგით მეხუთე პრეზიდენტს მიმდინარე წლის ოქტომბერში აირჩევს, 6 წლის ვადით. მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს უფლებამოსილების ვადა სწორედ 2018 წლის ოქტომბერში ეწურება.  ახალი კონსტიტუციით, 2024 წლიდან პრეზიდენტს არა პირდაპირი არჩევნებით, არამედ საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით აირჩევენ – 2024 წელს საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით, საარჩევნო კოლეგია საქართველოს პარლამენტის შენობაში აირჩევს, რომლის შემადგენლობასაც ცესკო დაამტკიცებს.

2018 წელს პრეზიდენტს ისევ პირდაპირი წესით ავირჩევთ, მაგრამ ამ წელს არჩეულ პრეზიდენტს მმართველობის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდება იმისთვის, რომ მისი შემდეგი არჩევნები 2024 წელს, პარლამენტის პროპორციული სისტემით არჩევას დაემთხვას.

საპრეზიდენტო არჩევნებსა და სავარაუდო კანდიდატებზე „თბილისი თაიმსს“ პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება… კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს რამდენად ემხრობით, პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი რამდენად მისაღებია თქვენთვის?

– ახალი წესი, როგორც იცით, ამ არჩევნებზე არ შედის ძალაში. უარყოფითი აზრის ვარ, რადგან ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის ისედაც სუსტია. დღეის მდგომარეობით, ბალანსი კიდევ უფრო სუსტდება იმით, რომ პრეზიდენტი იქნება სამომავლოდ, 2024 წლიდან ირიბად არჩეული. ეს კი ხელისუფლების უზურპაციის ძალიან სერიოზულ რისკებს აჩენს. ანუ, რისკები ძალიან მაღალია. ასე რომ, მე უარყოფითად ვუყურებ ამ ცვლილებებს.  

როგორ ფიქრობთ, იმ პირობებში, როცა პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია, კანდიდატების შერჩევა რა კრიტერიუმებით მოხდება?

– პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია და ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ვერ გახდება ფორმალურად წამყვანი ფიგურა ქვეყანაში. ანუ, ის ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს ვერ შეუქმნის. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მას ექნება მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაცია, ეს პოლიტიკური აქტიურობის საშუალებას აძლევს, რაც ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, დისკომფორტის შემქმნელი იქნება.

გარდა ამისა, საპრეზიდენტო არჩევნები არის ტესტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლება წააგებს საპრეზიდენტო არჩევნებს, ეს ნიშნავს, რომ 2020 წელს მათ ექნებათ სერიოზული პრობლემები, ფაქტიურად, განწირულნი იქნებიან დამარცხებისთვის. ასე რომ, ამ არჩევნებს პოლიტიკურად აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, არა ძალის გადანაწილების, ფორმალური ძალისა ( ანუ კონსტიტუციური ძალის) და ინსტიტუციურისა, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით – პოლიტიკური დატვირთვა აქვს ძალიან მაღალი. ეს ხდის ამ არჩევნებს საინტერესოს და მთავარი ინტრიგაც ესაა.

თქვენი აზრით, ვის აირჩევს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატად? რამდენად მოსალოდნელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად ქალი დაასახელოს?

– მე არ ვფიქრობ, რომ რამე მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვის აირჩევს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატად. იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არის არცერთი ლიდერი. იქ ყველა ერთი დიდი „რუხი“ მასაა. შესაბამისად, შეუძლიათ პირდაპირ ლატარია გაათამაშონ და ვისი გვარიც ამოვა, იმან იყაროს კენჭი. იმიტომ, რომ ნებისმიერი კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ აიღებს ზუსტად იმდენ ხმას, რამდენსაც მოახერხებს თავისი რესურსით „ქართული ოცნება“. პირადი ავტორიტეტით ვერავინ ვერაფერს მოიმატებს. ასე რომ, აბსოლუტურად არ არის საინტერესო. ერთადერთი ინტრიგა შეიძლება ის ყოფილიყო, თუ კენჭს თვითონ ბიძინა ივანიშვილი იყრიდა და ეს სახელმწიფოებრივად, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნებოდა – დამთავრდებოდა ქვეყანაში ჩრდილოეთ მმართველობაზე საუბარი, მისთვისაც კარგი იქნებოდა, რადგან ბევრი რამე დღეს მას უსამართლოდ ბრალდება. მაგრამ, თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ სულ ერთია ვინ იქნება.

მნიშვნელობა არ აქვს ვის დაასახელებენ, ქალს თუ კაცს. არ მგონია, რომ საქართველოში ეს საკითხი მწვავედ იდგეს. მოსალოდნელი არის, თუმცა მე დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ქალი იქნება თუ კაცი. რეკომენდაციაც მქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ ლიდერი „ქართულ ოცნებაში“ არავინ არაა და სულ ერთია ვის დაასახელებენ, სიტუაცია ძალიან რომ არ დაიძაბოს, დრამატული ფორმები რომ არ შეიძინოს ამ ყველაფერმა, მაგალითად, ენძელა მაჭავარიანი დაესახელებინათ. ვფიქრობ, უფრო მხიარული და პოზიტიური არჩევნები გვექნებოდა და არა -დაძაბული.

მედიაში აქტიურად განიხილავენ საპრეზიდენტო კანდიდატებად ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და დავით სერგეენკოს წარდგენას. როგორ ფიქრობთ, მათგან უფრო დიდი ალბათობით რომელი შეიძლება დასახელდეს?

– რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მან მუშაობა ჩინურ კომპანიაში დაიწყო და წარმატებებს ვუსურვებ. ვფიქრობ, მას პრეზიდენტობა რომ დაეპირებინა, არ დაიწყებდა მუშაობას. ამ შემთხვევაში ეს ლოგიკური ნონსენსი (შეუსაბამობა) იქნებოდა. სერგეენკოსაც არ ვფიქრობ – ბევრი მიზეზის გამო. ბიძინა ივანიშვილი – მის სურვილზეა დამოკიდებული, შანსები ძალიან მცირეა, მაგრამ თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, მე მხოლოდ გამიხარდება. ამ სამიდან კი ვერცერთის ალბათობას ვერ ვხედავ.

როგორ გგონიათ, გიორგი მარგველაშვილი ისევ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი? ვისი პარტიიდან?

–  მგონია, რომ იქნება თუ არა გიორგი მარგველაშვილი ისევ პრეზიდენტობის კანდიდატი, ეს 50/50-ზეა, ჯერ გაურკვეველია. ვფიქრობ,თვითონაც ვერ ყალიბდება რას იზამს და მას არ უნდა პოლიტიკური კარიერის გაგრძელება. მისთვის არ არის კომფორტული „მოღვაწეობა“, ურჩევნია, რომ საზოგადოებრივ პლატფორმაზე გადავიდეს. მაგრამ, პოლიტიკური პროცესი ისეთია, სადაც ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ. რაც შეეხება მის შანსებს, სამწუხაროდ, ამას არ ვაფასებ ძალიან ოპტიმისტურად.

ნინი მაზიაშვილი

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

იმერეთში ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ლურჯი მოცვის ბაღი გაშენდა

10 years ago

ლევან იზორია: „მონტენეგრო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პრინციპული მხარდამჭერია“

8 years ago

“მინდა მადლობა გადავუხადო მედიას, ჟურნალისტებს”

10 years ago
ანდრის ბერზინში: “ჩვენ ერთობლივად, ნებისმიერი კონფლიქტი უნდა გადავწყვიტოთ სამშვიდობო გზებით”

ანდრის ბერზინში: “ჩვენ ერთობლივად, ნებისმიერი კონფლიქტი უნდა გადავწყვიტოთ სამშვიდობო გზებით”

12 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by