• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ფლორენციაში “თბილისის განვითარების ფონდის” ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე დააკავეს

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

იტალიელმა სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი, “თბილისის განვითარების ფონდის” ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შს სამინისტრო  განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, საბანაძის აყვანა ფლორენციაში  ორი დღის წინ მოხდა.

“მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ინტერპოლის თბილისის ბიუროდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, იტალიაში, ქ. ფლორენციაში სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი, 1974 წელს დაბადებული გიორგი საბანაძე დააკავეს.

გიორგი საბანაძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით დაკავების და ექსტრადიციის მიზნით საერთაშორისო ძებნაში 2013 წლის 19 აგვისტოდან იმყოფებოდა. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით მითვისება-გაფლანგვას.

2010 წლის 16 ივლისიდან 2012 წლის 16 ოქტომბრამდე გიორგი საბანაძეს “თბილისის განვითარების ფონდის” თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. მან თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროს ალექსანდრე თაბუაშვილთან და თბილისის ვიცე-მერ დავით ალავიძესთან ერთად 2011 წლის შემოდგომაზე ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი, რომელშიც ასევე ჩართული იყვნენ სხვა ოფიციალური პირები და საჯარო მოსამსახურეები. აღნიშნული ჯგუფის მიზანი იყო 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების წინასაარჩევნო ხარჯების “თბილისის განვითარების ფონდის” კუთვნილი თანხებით უკანონო და განმეორებითი დაფინანსება.

2011 წლის 9 ნოემბერს გიორგი საბანაძემ მიმართა სს “ლიბერთი ბანკს” და მოითხოვა 719 ცალი სახელფასო ბარათის დამზადება იმ სპეციალისტებისთვის, რომელთაც თითქოს უნდა შეემოწმებინათ “თბილისის განვითარების ფონდის” კუთვნილი შენობა, სინამდვილეში კი ისინი წარმოადგენდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს. გიორგი საბანაძემ ალექსი თაბუაშვილს გადასცა პლასტიკური ბარათები, რომლებზეც სხვადასხვა დროს უკანონოდ ირიცხებოდა “თბილისის განვითარების ფონდის” კუთვნილი თანხები.

თაბუაშვილმა თავის მხრივ დაარიგა აღნიშნული ბარათები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის რაიონულ ორგანიზაციებში, ხოლო ბარათებზე დარიცხული თანხები ნაწილდებოდა პარტიის აქტივისტებს შორის ხელფასის სახით. ამრიგად, 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისამდე ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა უკანონოდ მიითვისეს ფონდის კუთვნილი თანხა 13 852 497 ლარის ოდენობით.
2012 წლის თებერვალი-ივლისის პერიოდში გიორგი საბანაძემ და დავით ალავიძემ ფონდის კუთვნილი თანხებით უკანონოდ დააფინანსეს “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანია და პარტიის ლიდერების შეხვედრა მათ მხარდამჭერებთან. ამის შედეგად მათ უკანონოდ გაფლანგეს ფონდის კუთვნილი 719 862 ლარი.
2012 წლის 16 ივლისიდან 3 ოქტომბრამდე საბანაძემ და ალავიძემ “ლიბერთი ბანკში” არსებული “თბილისის განვითარების ფონდის” ანგარიშიდან უკანონოდ მიითვისეს 34 328 463 ლარი”, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

მათივე ცნობით, გიორგი საბანაძეს იტალიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ შეეფარდა წინასაექსტრადიციო პატიმრობა და მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები.

24.09.13

 

Tags: ფლორენციაში "თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე დააკავეს
ShareTweet

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

საინტერესო

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა

9 years ago

მაია ფანჯიკიძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა

12 years ago

,,ტაქსაობა” ქველმოქმედებისთვის – სოციალური ექსპერიმენტის შედეგი

10 years ago
ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის  მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული საცხოვრებელი ბინა, მიწის ნაკვეთები და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები დაუბრუნდებათ

9 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by