• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, June 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

 “ბავშვთა უკეთესი მომავლისთვის სამართლებრივი გარანტიების შესაქმნელად ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა”

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ბავშვთა უფლებების დაცვის, მათი ძალადობისაგან დაცვისა და უკეთესი მომავლისთვის სამართლებრივი გარანტიების შესაქმნელად, 2013 წლიდან, ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა“,-განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მუნიციპალიტეტებისწარმომადგნელებთან გამართულ შეხვედრაზე: „სახელმწიფო პოლიტიკა ბავშვთა და ოჯახური ძალადობის დაძლევისა და კეთილდღეობისთვის“.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, რეგიონულ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაგაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ პარლამენტი იუსტიციის სამინისტროსთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და მთავრობასთან აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას იმისთვის, რომ დაძლეული იქნას დღეს არსებული გამოწვევები. მისივე თქმით, ამ პროცესში მუნიციპალიტეტებთან ერთად საერთო პრობლემების სიღრმისეული გააზრება და მომავლის კარგად დაგეგმვა უფრო უკეთესი შედეგის მიღწევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა 2016 მიღებულ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე“, 2016 წლის მთავრობის დადგენილებაზე, რომელიც ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების დადგენას ეხება და ასევე, იმავე წელს მიღებულ და მხარდაჭერილ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონზე.

ეკა ბესელიას განცხადებით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმა ორი წლის განმავლობაში მზადდებოდა მთავრობასთან და გაერის ბავშვთა ფონდთან ერთად. მისივე თქმით, ეს პროცესი 2014 წლამდეც იყო დაწყებული, თუმცა მისი ტრანსფორმირება და უფრო სწრაფ რეჟიმში გადაყვანა 2014 წლიდან მოხდა და ორი წლისთავზე მიღებული იქნა ძალიან დიდი რეფორმა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა პრაქტიკულად ყველა სამინისტრო და მუნიციპალიტეტი.
„ეს არის საუკეთესო სტანდარტი, ისეთი, როგორიც აქვს დღეს ევროპის მართლაც გამორჩეულ ქვეყნებს და ეს არის ის საუკეთესო სერვისი, რომელიც შესაძლებელია მიიღონ ბავშვებმა. ეს არის ხვალინდელი უკეთესი მომავლის გარანტი“,-აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიას განცხადებით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის ადგილობრივი და ცენტრალური ხელსუფლების კარგ და კოორდინირებულ ქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან მუნიციპალიტეტები ახორციელებენ სწორედ სკოლამდელი დაწესებულებებში ამ რეფორმის თითოეულ ბავშვამდე მიტანას.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში, რომელიც პირველად შეიქმნა,
ცალკე გამოიყო მე-6 მუხლი – ბავშვთა დაცვის ნაწილი, რომელშიც განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა აკრძალული უნდა იყოს.

ეკა ბესელიამ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმის ცალკეულ კომპონენტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოთხწლიანი რეფორმა 2020 წელს უნდა დასრულდეს.

„ამ მხრივ გადავდგით მართლაც ძალიან თამამი და გაბედულ ნაბიჯი. ახლა გვჭირდება ამ რეფორმის წარმატებით განხორციელება. ეს ვერ მოხდება ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. დღევანდელი შეხვედრა ძალიან კარგი ფორმატია, სადაც შესაძლებელია, რომ გამოცდილება, ხედვა, პრობლემები, მოსაზრებები, იდეები გავუზიაროთ ერთმანეთს, დავინახოთ სად გვაქვს მეტი პროგრესი, სად ჭირდება მეტი ჩართვა და რესურსები იმისთვის, რომ რეფორმები, რომელიც დავიწყეთ, შედეგის მომტანი იყოს“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ეკა ბესელიამ საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის.

„მადლობა მინდა გადავუხადო საუკეთესო თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს მუდმივ პარტნიორებთან – ევროკავშირთან და გაეროსთან. მათი წვლილი და მათი მხარდაჭერა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ხელშესახები და წლების განმავლობაში კიდევ უფრო მზარდი. მართლაც, მადლიერი ვართ, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში ძალიან ბევრი სიკეთე იქნა მიღებული ბავშვებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“,-აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

სასულიერო პირების ხელფასებსაც კი, ბელგიის კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო იხდის

სასულიერო პირების ხელფასებსაც კი, ბელგიის კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო იხდის

12 years ago

საქართველოსა და საფრანგეთის იუსტიციის მინისტრები აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

10 years ago
შევიდეთ მძიმე, მეოთხე ტალღაში – ამირან გამყრელიძე

როცა დღიურად 25 ადამიანი კვდება კოვიდით, დიდი ქორწილების დრო არ არის – გამყრელიძე

5 years ago

“საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ბულგარეთის მთავრობის თანაგრძნობისა და მხარდაჭერის იმედი”

11 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა...

მეტის ნახვაDetails
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026
  • „ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა 06/18/2026
  • არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 06/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by