• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აკაკი ზოიძე შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე: ვიღებთ დაბალანსებულ კანონმდებლობას

8 years ago
in პოლიტიკა
A A
აკაკი ზოიძე: 4 ქრონიკული დაავადების მედიკამენტები 30–50 ლარის ნაცვლად  1 ან 2 ლარი ეღირება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ჩვენ დღეს ვიღებთ მართლაც დაბალანსებულ კანონმდებლობას, რომელიც მართლაც მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ინტერესებს“,- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა.

აკაკი ზოიძის თქმით, შრომატევადი სამუშაო პროცესის შემდეგ, მნიშვნელოვან საკითხებზე კონსესუსი იქნა მიღწეული. კომიტეტის თავმჯდომარემ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილს და პროცესში მონაწილე ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აუცილებელი იქნება მუშაობის გაგრძელება ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მიმართულებით, რომლებიც  შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მეტი გარანტიას უზრუნველყოფს.

„თქვენს ყურადღებას მივაპყრობ კანონპროექტს, რომელსაც მეორე მოსმენით, რამდენიმე დღის წინ მხარი დაუჭირა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა და რომელიც ეხება სწორედ უსაფრთხო შრომას, რომელიც არის შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი და თანმდევი პაკეტი და რომელიც იყო შედეგი საკმაოდ ხანგრძლივი, მაგრამ შრომატევადი პროცესისა, კონსესუსის აშენების ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, როგორიც გახლავთ საკანონმდებლო გარემოს შექმნა ამ ქვეყანაში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მეორეს მხრივ, ხელს უწყობს იმას, რომ ეს სამუშაო ადგილები იყოს უსაფრთხო და არ წარმოადგენდეს საფრთხეს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. აი ამ ოქროს შუალედზე შეჯერებას დასჭირდა ის დრო, რომელიც გავიდა პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით კანონპროექტის პრინციპებისთვის მხარის დაჭერის შემდგომ. ამ პროცესში მონაწილეობდა ყველა დაინტერესებული მხარე, დამსაქმებლები, დასაქმებულთა წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დაინტერესებული მოქალაქეთა ჯგუფებიც და ამას ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა ჩვენი კოლეგა დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელსაც, ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის, ისევე, როგორც ამ პროცესში მონაწილე ყველა მხარეს. მინდა, კოლეგებო, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომლებიც საჯარო სივრცეში გვესმის ერთი, მეორე ან მესამე მხრიდან, ჩვენ დღეს ვიღებთ მართლაც დაბალანსებულ კანონმდებლობას, დღეს და ხვალ ამ სხდომაზე, რომელიც მართლაც მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ინტერესებს. მაგრამ, იმავდროულად, მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ შრომის ინსპექცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი უსაფრთხოებისა, მაგრამ არ გახლავთ ერთადერთი და აუცილებელი იქნება მუშაობის გაგრძელება ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მიმართულებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ გარანტიას და მეტ მექანიზმს აამუშავებს შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შეწყდეს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, იმისთვის, რომ ჩვენ არ გვეღუპებოდეს ადამიანები თავიანთ სამუშაო ადგილებზე, იმ პროცესში, როდესაც თავიანთი ოჯახებისთვის სარჩო მიაქვთ. ამიტომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინტერპარტიულიც და პარტიათაშორისი საზღვრების გარეშეც ვიმუშაოთ ყველამ ერთად ამ თემებზე, რაც ეხება, იგივე, ხელშეწყობის მექანიზმებს, რომ მეტი წახალისება ჰქონდეს ბიზნესს, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები დაიცვან, სასამართლო პრაქტიკის გამკაცრება, მათ შორის, სისხლის სამართლის კანონმდებლობა შრომის უსაფრთხოების ნორმების იგნორირების მიმართულებით და მთელი რიგი სხვა ინიციატივები, რომლებიც ევროპის საუკეთესო პრაქტიკას მოიცავს და ამ კუთხით, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც მან გააკეთა იმის თაობაზე, რომ პარლამენტი იქნება ღია პლატფორმა სამმხრივი დიალოგისთვის და არა მარტო სამმხრივი დიალოგისთვის, არამედ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ამ მიმართულებით“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი საქართველოს მონაკვეთზე, პრაქტიკულად, დასრულებულია”

“ონლაინ სესხების მიმართულებით რეგულირება უნდა არსებობდეს”

10 years ago
ფილმის “მანდარინები” ჩვენება იტალიის კინოთეატრებში მაისის თვიდან დაიწყება

ფილმის “მანდარინები” ჩვენება იტალიის კინოთეატრებში მაისის თვიდან დაიწყება

10 years ago
წალენჯიხაში, კაცმა რომელმაც ემიგრანტი ცოლის მიერ გამოგზავნილი 17 000 ლარი დახარჯა, საკუთარი სახლის დაყაჩაღების ინსცენირება მოაწყო -“სისხლი რეალურად ქათმის აღმოჩნდა…“

წალენჯიხაში, კაცმა რომელმაც ემიგრანტი ცოლის მიერ გამოგზავნილი 17 000 ლარი დახარჯა, საკუთარი სახლის დაყაჩაღების ინსცენირება მოაწყო -“სისხლი რეალურად ქათმის აღმოჩნდა…“

3 years ago
თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

11 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by