• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, September 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია იწყება

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია იწყება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

როგორც გიორგი ლეონიძისთვის იყო პატარძეულში თითოეული ქვა დიდი სუნთქვის შემნახველი, ასე არის თითოეული ჩუქურთმა ამ შენობებზე თბილისის სუნთქვის შემნახველი, თბილისელების სუნთქვის შემნახველი და სწორედ, ამ სუნთქვას უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ! თბილისი არის დილით გამოსული ლამაზი თბილისელების ერთმანეთთან გადაძახილი, თბილისი არის ის კულტურული ტრადიციები, რომელიც თბილისმა შემოინახა – ეს არის თბილისი და და ეს არის ჩვენი საქართველო – სწორედ, ამის მოფრთხილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ ამ მოედნის რეაბილიტაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გუდიაშვილის მოედანზე განაცხადა, რომლის რეაბილიტაციაც დღეს დაიწყო.

პრემიერ-მინისტრმა პროექტის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების აღდგენა-რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა. გიორგი კვირიკაშვილმა პროექტის განხორციელება, მამულიშვილურ, პატრიოტულ საქმედ შეაფასა.

„პირველ რიგში, მინდა, ქალბატონებს მოგილოცოთ 8 მარტი და ნამდვილად, ძალიან სასიხარულოა, რომ დღესვიწყებთ ახალ პროექტს – “ახალი ტფილისის” ფარგლებში. გუდიაშვილის მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია,მართლაც, პატრიოტული, მამულიშვილური საქმეა დღეს ჩვენთვის, იმისთვის, რომ თითოეულ ულამაზეს შენობასშევუნარჩუნოთ ისტორიული სახე და ეს ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც განსაკუთრებულად იგრძნობათბილისის სუნთქვა – ის სულისკვეთება, რომელმაც ჩვენი დედაქალაქი შემოინახა ისეთი, როგორიც დღეს არის დააქცია ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად მთელ მსოფლიოში.

წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურის გაუმართაობამ, ასევე, უყურადღებობამ სავალალო შედეგამდემიიყვანა ამ ულამაზესი შენობების მდგომარეობა, ამიტომ ნამდვილად არის მამულიშვილური საქმე ის, რომ დღესჩვენ ვიწყებთ ამ მოედნის და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციას. მთლიანობაში 30-მდე შენობა აღდგება, თავისი ულამაზესი ეზოებით. აქედან 18 შენობა-ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამიტომაც არის განსაკუთრებული ეს პროექტი,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დასრულებულ და მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გაამახვილა – აღმაშენებლის გამზირსა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციაზე.

„ჩვენი თბილისი, ნამდვილად არის ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს – ეს არის ულამაზესი, უმდიდრესი მემკვიდრეობა და ჩვენ ნამდვილად ვართ უბედნიერესი ადამიანები, რომ ამ მემკვიდრეობის მომსწრენი ვართ. ჩვენი უდიდესი ვალია, მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ეს მემკვიდრეობა და რათქმაუნდა, თითოეულ აივანს, თითოეულ ეზოს მოვუვლით და აღვადგენთ. ეს არ იქნება ძველი თბილისის აღდგენის პროცესის დასასრული, პირიქით – იწყება ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და თბილისის თითოეულ შენობას, უბანს, ქუჩას, ეზოს ასევე მოვუვლით.
მეგობრებო, უმთავრესი მაინც არის ის, რომ ძველი თბილისი არის ჩვენი თბილისელები და რათქმაუნდა, ეს პროექტი იმითაც გამორჩეულია, რომ ის ითვალისწინებს აქ მცხოვრები ადამიანების ყოფის გაუმჯობესებას, ეს არის 100-ზე მეტი ოჯახი, რომელიც აქ ცხოვრობს, რომელსაც საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2019 წლის დასასრულს თბილისს შეემატება კიდევ ერთი ლამაზი უბანი და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს პროექტების განხორციელებაში წარმატებები უსურვა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულად აღდგება 30-მდე შენობა, მათ შორის, 18 კულტურულიმემკვიდრეობის ძეგლი და ტერიტორია ადაპტირებული გახდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

კახეთის გზატკეცილზე ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

კახეთის გზატკეცილზე ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

3 years ago

ირაკლი ღარიბაშვილმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

12 years ago

გიორგი მარგველაშვილის აშშ-ში ვიზიტი ჩაშლილია

12 years ago
ეკა ბესელია-  ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხს

ეკა ბესელია- ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხს

8 years ago

ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა
ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა

09/03/2026

41 წლის ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა და ფინანსისტმა, რომლის ცხოვრებაც ჯონ ლე კარეს ჯაშუშურ რომანს წააგავს, ჰიბისკუსის დაცულ კუნძულზე მდებარე ახალაშენებული მაიამის...

მეტის ნახვაDetails
მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა 09/03/2026
  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by