• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, June 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

არაერთი სათამაშო გაიგზავნა საზღვარგარეთ მცხოვრებ პატარა ემიგრანტებთან – “ჩიკატაი“ – ბავშვის სათამაშოების ქართული ბრენდი

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
არაერთი სათამაშო გაიგზავნა საზღვარგარეთ მცხოვრებ პატარა ემიგრანტებთან – “ჩიკატაი“ – ბავშვის სათამაშოების ქართული ბრენდი
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი სტარტაპი გამოჩნდა. მუსიკალური წერო, რომელსაც ბავშვებისთვის საოცარი მელოდია მოაქვს საჩუქრად. “ჩიკატაი“ ბავშვის სათამაშოების ქართული ბრენდია, რომელის შექმნის იდეა თაკო ბუიღლიშვილს ეკუთვნის. „თბილისი თაიმსთან“ ბრენდის დამფუძნებელი სათამაშოების შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს.

თავდაპირველად თქვენს შესახებ რომ მომიყვეთ, საიდან გაგიჩნდათ იდეა წამოგეწყოთ ეს საქმიანობა?

– კონკრეტულად მიჭირს გახსენება რა იყო ინსპირაციის წყარო.  მინდოდა, მქონოდა ჩემი საქმე და დიდი ხანი ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს, ყველასგან განსხვავებული და ორიგინალური. „ჩიკატაის“ შექმნა დედასთან-თეა ჭანკოტაძესთან ერთად გადავწყვიტე. უფრო სწორად, რომ ვთქვა, მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ამის გაკეთება, რადგან სათამაშოები  მისი შექმნილია. ბიზნესის კუთხით, არც ერთს გვქონია გამოცდილება.

რამდენი ხანია რაც ბაზარზე არსობობთ და როგორ შეხვდა მომხმარებელი თქვენს პროდუქციას?

– მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტზე მუშაობა 1 წლის წინ დავიწყეთ, ბაზარზე გამოსვლა 2017 წლის 25 ოქტომბერს შევძელით. სულ 4 თვეა რაც ვარსებობთ, მაგრამ უკვე საკმაოდ ბევრი მეგობარი ჰყავს „ჩიკატაის“ და ერთგული მომხმარებებიც გავიჩინეთ. ჩვენი სათამაშოები უფრო მეტად სასაჩუქრე პროდუქციის ნიშას იკავებს. არაერთი სათამაშო გაიგზავნა საზღვარგარეთ მცხოვრებ პატარა ემიგრანტებთანაც, რაც ძალიან გვახარებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ის უკუკავშირი, რასაც ვიღებთ ჩვენი შემფასებლებისგან. ეს შეფასებები დიდ სტიმულს გვაძლევს, ზრდის პასუხისმგებლობის გრძნობასაც და გვიჩენს მოტივაციას, რომ ჩიკატაის სთამაშოები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ.

საიდან მოდის ბრენიდს სახელი და რასთანაა დაკავშირებული?

– „ჩიკატაის“ ვეძახდით ჩემ შვილს-ნიკალაის,  როცა პატარა იყო. არ მახსოვს ვინ შეარქვა ეს მეტსახელი, მაგრამ თითონ ძალიან მოსწონდა და ყოველ ღამე გვთხოვდა მოგვეყოლა ზღაპრები „ჩიკატაიზე“. ასე გაჩნდა ეს პერსონაჟი ჩვენ ცხოვრებაში და  ამიტომ ბევრი არც სახელის შერჩევაზე გვიფიქრია.

 რა სახის ნივთებს ქმნით ძირითადად?

– ჩვენ ვქმნით მუსიკალურ სათამაშოებს, რომლებიც უკრავს ქართულ მელოდიას – გია ყანჩელის „ვალსი მიმინოდან“, ცნობილი როგორც „ყვითელი ფოთლები“. საცდელი ვერსია როგორც კი მივიღეთ, გავაკეთეთ პირველი სათამაშო და გავაცანით  ბატონ გია ყანჩელს, რომელმაც ყოველგვარი პირობის გარეშე მოგვცა უფლება გამოგვეყენებინა ეს არაჩვეულებრივი მელოდია. ბატონი გია და სანდრო ყანჩელის დამსახურებით შედგა ჩვენი პროექტი, რისთვისაც ძალიან მადლიერები ვართ.

როგორია შექმნის პროცესი?

– ჩვენი სათამაშოები ხელნაკეთია და იქმნება საქართველოში. ვიყენებთ მხოლოდ ბუნებრივ  და ანტიალერგიულ მასალებს. სამუშაოს გარკვეულ ნაწილს კერძო შეკვეთებით ვამზადებთ. ამ ეტაპზე ჩვენთან ერთად კიდევ 2 ადამიანი მუშაობს და იმედი გვაქვს ეს რიცხვი მალე გაიზრდება.

რა სირთულეები შეგხვდათ ბიზნესის დაწყებიდან დღემდე და როგორ შეძელით თავის დამკვიდრება?

– დაბრკოლებზე ბევრს არ ვისაუბრებ. მართლაც ძალიან ბევრი იყო, ყოველ ფეხის ნაბიჯზე. საქმეს კიდევ უფრო ართულებდა ის, რომ ჩვენ არ გვქონდა არანაირი გამოცდილება. ისიც არ ვიცოდით საიდან უნდა დაგვეწყო. მალევე მივხვდი, რომ ეს მარტივი სულაც არ იყო. ნელ-ნელა იმდენად რთულდებოდა ყველაფერი, ძალიან მეშინოდა იმისი, რომ ეს მშვენიერი იდეა არ გაგვეფუჭებინა ჩვენი გამოუცდელობით. შეიძლება ითქვას, „ჩიკატაი“ არის მთლიანად ინტუიციით შექმნილი ბრენდი. არ ვიცი როგორ მოვახერხეთ, რომ  ეს  პროექტი შედგა.

რითი ხართ გამორჩეული სხვებისგან? მთავარი განმასხვავებელი ნიშა

– გარდა იმისა, რომ ეს არის საქართველოში შექმნილი პირველი სათამაშო, რომელიც უკრავს ქართულ მელოდიას, ვფიქრობ, გამოვირჩევით ასევე ხარისხით. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ საკმაოდ ხშირად იგივე მომხმარებლები გვიბრუნდებიან და გვიკვეთავენ ახალ სათამაშოს განმეორებით.

როგორია ფასები და როგორ ხდება შეძენა?

– ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ფეისბუკისა და ინსტაგრამის საშუალებით. შეკვეთიდან არაუგვიანეს 5 დღეში მიგვაქვს მისამართზე ლამაზი შეფუთვით. რაც შეეხება ფასებს – ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს 3 ტიპის მუსიკალური სათამაშო –  ბეკეკა (60 ლარი), პინგვინი (70 ლარი) და ლოგინზე დასამაგრებელი სათამაშო (160 ლარი). მუსიკალურ მექანიზმს ადგილობრივად ვერ ვამზადებთ და ამიტომ გვიწევს იმპორტი. ასევე, ყველა სათამაშო ხელნაკეთია და იქმნება ბუნებრივი მასალებისგან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თითოეული სათამაშოს თვითღირებულება, თავისი შეფუთვით საკმაოდ მაღალია. იმედი გვაქვს ახლო მომავალში მოვახერხებთ  ისე ავაწყოთ წარმოება, რომ შევძლოთ სათამაშოების თვითღირებულების დაწევა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება ხარისხის ხარჯზე.  ახლო მომავალში ვგეგმავთ ახალი ტიპის სათამაშოების დამატებასაც – არამუსიკალურის, რომელიც უფრო ხელმისაწვდომიც იქნება. ჩვენი მიზანია, რომ „ჩიკატაის“ სათამაშოები იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ამავდროულად საყვარელიც და რაც მთავარია, ხარისხიანი.

სამომავლო გეგმების შესახებ რომ მომიყვეთ, რას გეგმავთ მომავალში?

– ალბათ, ისევე როგორც ყველა სტარტაპს, ჩვენც ძალიან დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენი მიზანია, რომ „ჩიკატაი“ რაც შეიძლება ბევრი ბავშვის საუკეთესო მეგობარი გახდეს,  პროდუქცია გავხადოთ მაქსიმალურად მრავალფეროვანი და ახლო მომავალში გავაკეთოთ დიდი ქართული სათამაშოების მაღაზია. ვფიქრობთ, ექსპორტზე გასვლასაც, თუმცა ჯერ ცოტა ადრეა ამაზე საუბარი, რადგან ეს გარკვეულ პროცედურებს და რესურსს მოითხოვს რისთვისაც ჯერ მზად არ ვართ.

მარიამ ლეკაშვილი

 

 

 

Share2Tweet2

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

ირაკლი კაკაბაძის კრიტიკული პასუხი საკუთარ დას: ეკლესიის მტრები ამაოდ ცდილობენ, პატრიარქი მკაცრ დოგმატიკოსად წარმოსახონ

ირაკლი კაკაბაძის კრიტიკული პასუხი საკუთარ დას: ეკლესიის მტრები ამაოდ ცდილობენ, პატრიარქი მკაცრ დოგმატიკოსად წარმოსახონ

11 years ago
“პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჩაერთოს კანონშემოქმედებით საქმიანობაში”

ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ჯერ შემუშავდეს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კრიტერიუმები

7 years ago
„ბიბლუსის“ თანამშრომლები ზეგანაკვეთურ შრომას და დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ

„ბიბლუსის“ თანამშრომლები ზეგანაკვეთურ შრომას და დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ

9 years ago
ქვეყნის სიყვარულით განმსჭვალული მრავალათასიანი შეკრება სასიამოვნო იყო – წილოსანი “უცნობის” აქციაზე

ქვეყნის სიყვარულით განმსჭვალული მრავალათასიანი შეკრება სასიამოვნო იყო – წილოსანი “უცნობის” აქციაზე

3 years ago

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო...

მეტის ნახვაDetails
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026
  • „მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია 06/25/2026
  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by