• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კახა სოხაძე: შესაბამისი ლაბორატორიის არარსებობის გამო ვერ ხერხდება სურსათში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობის დადგენა

13 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

უკვე წლებია საზოგადოების აზრი გენმოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებით ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელოვნურად შექმნილი საკვები კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა, ნაწილი კი მის უარყოფით თვისებებზე მიუთითებს.

„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა ქართველი მომხმარებელი სურსათის შეძენისას თუ რას აქცევს ყურადღებას და თუ რა ინფორმაციას ფლობენ გენმოდიფიცირებულ პროდუქციასთან დაკავშირებით.

გამოკითხვის შედეგად არც თუ სახარბიელო შედეგები, დადგინდა რომ მომხმარებელთა 35 %-ი სურსათის შეძენისას ყურადღებას აქცევს შეფუთვაზე მითითებულ ვადას, 10%-ი პროდუქტის წარმომავლობით ინტერესდება, ხოლო ქართველ მომხმარებელთა 50%-ი სამწუხაროდ არ აქცევს ყურადღებას ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას. აქვე აღსანიშნავია, რომ გამოკთხული მოქალაქეების დაახლოებით 65%-ი არ ფლობს ინფორმაციას გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე.

თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს გენმოდიფიცირებული საკვების მიღების შემთხვევაში და ტარდება თუ არა რაიმე ღონისძიებები მოსახლეობის ინფორმირების დონის ასამაღლებლად ამ და სხვა კითხვებით „თბილისი თაიმსმა“ მიმართა სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპატამენტის უფროსს კახა სოხაძეს.  

თქვენი ინფორმაციით, იყიდება თუ არა ჩვენს სუპერმარკეტებში გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქცია?

იყიდება, მაგრამ  არცთუ დიდი რაოდენობით, თუმცა, ზოგჯერ ეტიკეტზე არ არის მითითებული ინფორმაცია სურსათში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (გმო) შემცველობის შესახებ, ქვეყანაში შესაბამისი  ლაბორატორიის არარსებობის გამო კი ვერ ხერხდება  გმო-ს შემცველობის დადგენა. ამის გამო სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს განახორციელებს გმო-ს შემცველი სურსათის ლაბორატორიულ კვლევას ქვეყნის ფარგლებს გარეთ და კვლევის შედეგები ეცნობება საზოგადოებას.

ბატონო კახა,  ადამინაისთვის რა  ზიანის  მომტანი შეიძლება გახდეს  გენმოდიფიცირებული  საკვების ინტენსიურად  მიღება?

ამასთან დაკავშირებით არ არსებობს ჯანდაცვის მსოფლიო ან სხვა ორგანიზაციების   რაიმე სახის კომპეტენტური რეკომენდაცია, რომელიც პირდაპირ მიუთითებს ადამიანის ჯანმრთელობაზე  გენმოდიფიცირებული სურსათის მავნე ზემოქმედებაზე, თუმცა, ქვეყანაში არსებული მოთხოვნების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სურსათი ან მისი ინგრედიენტი შეიცავს 0,9 %-ზე მეტ გმო-ს, სავალდებულოა, ეს ინფორმაცია ეტიკეტზე  იყოს მითითებული.

არსებობს  თუ არა,  საქართველოს კანონმდებლობაში კანონი გენმოდიფიცირებული პროდუქციის რეგულირებასთან დაკავშირებით და თუ არ არსებობს რამდენად არის დაგეგმილი  მსგავსი კანონპროექტის შემუშავება?

გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი,  სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს.

ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შდეგად დადგინდა, რომ მოსახლეობის  უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე, თქვენი სააგენტო თუ ცდილობს საზოგადოების ინფორმირებას ამ კუთხით?

რა თქმა უნდა. სურსათის ეროვნული სააგენტო  პერიოდულად აწვდის საზოგადოებას – როგორც მომხმარებლებს, ასევე ბიზნესოპერატორებს ინფორმაციას ქვეყანაში არსებული მოთხოვნების შესახებ, მათ შორის, სურსათის სწორად ეტიკეტირების შესახებ, რაც ასევე გულისხმობს ვალდებულებას სურსათის ეტიკეტზე გმო-ს შემცველობის შემთხვევაში ინფორმაციის დატანას.

საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს გმო-ს შემცველი სურსათის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებას მხოლოდ ერთი პირობით – მომხმარებელი ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს.

25.09.13

ნინა პირტახია

Tags: კახა სოხაძე: შესაბამისი ლაბორატორიის არარსებობის გამო ვერ ხერხდება სურსათში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობის დადგენა
ShareTweet

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა
ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში
ახალი ამბები

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026
მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

10/08/2026
„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ
ახალი ამბები

„შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა…“ – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი საშიში პარაზიტის შესახებ

10/08/2026

საინტერესო

ტურისტები და ქართული კულტურა

ტურისტები და ქართული კულტურა

3 years ago
„ეს გოგო მოკლეს, ნარკოტიკით მოკლეს… ამაზე დღეს ხმას არავინ იღებს!“ – მამა შალვამ თქვა ის, რაც უამრავმა ადამიანმა იცოდა, მაგრამ არავინ საუბრობდა

„ეს გოგო მოკლეს, ნარკოტიკით მოკლეს… ამაზე დღეს ხმას არავინ იღებს!“ – მამა შალვამ თქვა ის, რაც უამრავმა ადამიანმა იცოდა, მაგრამ არავინ საუბრობდა

3 years ago
სალომე ზურაბიშვილი „რუხის სავაჭრო ცენტრში“ ინოვაციების ცენტრს ესტუმრა

სალომე ზურაბიშვილი „რუხის სავაჭრო ცენტრში“ ინოვაციების ცენტრს ესტუმრა

8 years ago
მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

8 years ago

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის 10...

მეტის ნახვაDetails
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 10/11/2026
  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by