• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ლინზები და მისი გამოყენების უმნიშვნელოვანესი წესები – რეკომენდაციები ოფთალმოლოგისგან

9 years ago
კატეგორია: რჩევები, საზოგადოება
A A
ლინზები და მისი გამოყენების უმნიშვნელოვანესი წესები – რეკომენდაციები ოფთალმოლოგისგან
38
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კონტაქტური ლინზები და მათი სწორი გამოყენება, რა ასაკიდან შეიძლება მოიხმაროს ადამიანმა მსგავსი ლინზები, ჰიგიენა და ლინზები. “თბილისი თაიმსს” აღნიშნულ საკითხებზე კლინიკის „ახალი მზერა”  მთავარი ექიმი – ნინო შარაზადიშვილი ესაუბრა. ინტერვიუდან მიიღებთ ექიმის საინტერესო რეკომენდაციებს, რაც დაგეხმარებათ კონტაქტური ლინზების სწორ გამოყენებაში და მოხმარებაში.

როგორ ხდება კონტაქტური ლინზის შერჩევა და ვისთვის არის რეკომენდებული ?

– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონტაქტური ლინზა სწორად იყოს შერჩეული ექიმი–ოფთალმოლოგის მიერ.  ლინზების შერჩევისას გადამწყვეტია ინდივიდუალური მიდგომა. აუცილებელია სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა, რათა შეფასდეს თვალის ზოგადი მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ მოგცემთ ოფთალმოლოგი რეკომენდაციას, შესაძლებელია თუ არა თქვენთვის კონტაქტური ლინზების გამოყენება.

როგორც მოგეხსენებათ, კონტაქტური ლინზები ძირითადად გამოიყენება მხედველობის გასაუმჯობესებლად ისეთი რეფრაქციული ანომალიების დროს, როგორიცაა ახლომხედველობა, შორსმხედველობა ან/და ასტიგმატიზმი. ასევე აღსანიშნავია, რომ კოსმეტიკური მიზნებისთვის ხშირად იყენებენ ფერად კონტაქტურ ლინზებს.

დღეს ბაზარზე ლინზების საკმაოდ დიდი არჩევანია, რომელიც დაყოფილია კატეგორიებად: მასალის, ვადის, ტარების რეჟიმის, დიზაინის/ფუნქციების, გამჭვირვალობის მიხედვით.

ლინზები დაყოფილია ორ ძირითად ჯგუფად: რბილი და მყარი. ხოლო ბოლო რამოდენიმე  წელია რაც მაყარი ლინზები ჩაანაცვლა სპეციალური დიზაინის ნახევრადმყარმა სკლერულმა კონტაქტურმა ლინზამ, რომლებიც რქოვანას არასწორი ზედაპირისათვის არის შექმნილი და ძირითადად გამოიყენება კერატოკონუსის დროს.

 ნებისმიერი ზემოთ დასახელებული ლინზის შერჩევისას გასათვალისწინებელია მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც მათ ხარსხზე მეტყველებს: ჟანგბადის გამტარობა, წყლის შემცველობა, ლინზის სისქე და სხვ.

მხედველობის რა პრობლება შეიძლება გამოიწვიოს უხარისხო კონტაქტური ლინზების მოხმარებამ? რამდენად მნიშვნელოვანია მისი ჰიგიენურად დაცვა, რა პერიოდულობით უნდა მოხდეს მისი განახლება/შეცვლა?

– მას შემდეგ რაც ოფთალმოლოგი მოგცემთ რეკომენდაციას, რომ თქვენთვის კონტაქტური ლინზების გამოყენება შესაძლებელია, აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ მათი მოხმარების წესებს, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო გართულებები. მკაცრად უნდა იყოს დაცული ლინზების მოხმარების ვადა! როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერ კონტაქტურ ლინზას მოხმარების განსაზღვრული ხანგრძლივობა აქვს, რომელიც ეტიკეტზეა მითითებული (მაგალითად ერთი დღე, ერთი თვე, სამი თვე და ა.შ.), ყოვლად დაუშვებელია, კონტაქტური ლინზის მოხმარება მათი ხანგრძლივობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ასევე ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენის ნორმების დაცვას (სპეციალური კონტეინერის მოვლა, ხსნარის გამოყენება ლინზების შესანახად, მისი ცვლა ყოველდღიურად და ა.შ). კონტაქტური ლინზების მოხმარების წესების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა მშრალი თვალის სინდრომი, რქოვანას ნეოვასკულარიზაცია, რქოვანას ეროზია, კონიუნქტივიტი, კერატიტი და ა.შ.

 ბავშვებში რამდენად არის ლინზების გამოყენება სასურველი? თუ არსებობს ასაკობრივი ზღვარი…

– არსებობს შემთხვევები, როდესაც ბავშვებში კონტაქტური ლინზების გამოყენება აუცილებელიცაა (მაგალითად ანიზომეტროპია, აფაკია, მაღალი ხარისხის რეფრაქციული ანომალიები  და ა.შ) და შეიძლება დაინიშნოს 3–4 წლის ასაკიდან. თუმცა ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, უფროსებს ევალებათ პატარებისთვის კონტაქტური ლინზების ჩასმა, ამოღება და მათი მოვლა.

ლინზები და მისი გამოყენების უმნიშვნელოვანესი წესები…. თქვენი როგორც ოფთალმოლოგის რეკომენდაციები როგორია…

– ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ აუცილებლად მკაცრად დაიცვათ კონტაქტური ლინზების გამოყენების წესები და ჰიგიენა:

  • ლინზის გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ ხელები;
  • კონტაქტური ლინზის გამოყენების დროს არ არის რეკომენდებულია ცურვა, შხაპის მიღება;
  • სიწითლის, გამონადენის და მხედველობის გაუარესების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • არასოდეს გამოიყენოთ სხვისი კონტაქტური ლინზები!

კონტაქტური ლინზების მომხმარებლებს ხშირ შემთხვევაში აწუხებთ მშრალი თვალის სინდრომი, რომლის მკურნალობაც გულისხმობს ცრემლის შემცველი სპეციალური წვეთების ჩაწვეთებას თვალის დასატენიანებლად. ასევე ძალზედ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს საცრემელე მილაკების დახშობა ლაკრიმალური საცობებით, რათა თვალის ზედაპირი  ხანგრძლივად  დარჩეს დატენიანებული.

არსებობს შემთხვევები, როდესაც პაციენტებს სხვადასხვა მიზეზების გამო არ სურთ ან არ შეუძლიათ სათვალეების ან კონტაქტური ლინზების მოხმარება. ამ დროს ძალიან ეფექტურ და წარმატებულ მეთოდს წარმოადგენს მხედველობის ექსიმერლაზერული კორექცია (LASIK), რომლის საშუალებითაც 3–5 წამში შესაძლებელია მათი ტარებისგან სამუდამოდ გათავისუფლება.

მარიამ ხუციშვილი

 

         

Share15Tweet10

ახალი ამბები

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026

საინტერესო

დავით საგანელიძე ჩინეთის უმსხვილეს კორპორაციას მასპინძლობს

11 years ago
მუსიკოსები, რომელთა მუსიკალურმა იმპროვიზაციამ სოციალური ქსელები დაიპყრო

მუსიკოსები, რომელთა მუსიკალურმა იმპროვიზაციამ სოციალური ქსელები დაიპყრო

10 years ago
მაიკ პომპეო – აუცილებლობის შემთხვევაში, აშშ მზადაა თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს

მაიკ პომპეო – აუცილებლობის შემთხვევაში, აშშ მზადაა თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს

7 years ago
პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება

პირველი იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება

8 years ago

ახალი ამბები

ფოთში ქალი, ქმარმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა
ახალი ამბები

ფოთში ქალი, ქმარმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა

10/25/2026

მკვლელობა მოხდა ფოთში - "კურიერის" ინფორმაციით, გვიან ღამით, ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, მამაკაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა,...

მეტის ნახვაDetails
„დიდი ნუგეშია თქვენი გვერდში დგომა… და მაინც ჯერ ძალიან ადრე იყო გიო” – გიორგი ნემსაძის მეუღლის ემოციური პოსტი

„დიდი ნუგეშია თქვენი გვერდში დგომა… და მაინც ჯერ ძალიან ადრე იყო გიო” – გიორგი ნემსაძის მეუღლის ემოციური პოსტი

10/25/2026
„გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს

„გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს

10/25/2026
სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

10/24/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ფოთში ქალი, ქმარმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა 10/25/2026
  • „დიდი ნუგეშია თქვენი გვერდში დგომა… და მაინც ჯერ ძალიან ადრე იყო გიო” – გიორგი ნემსაძის მეუღლის ემოციური პოსტი 10/25/2026
  • „გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს 10/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by