• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საპროკურორო საბჭოს ორი ახალი წევრი ეყოლება

8 years ago
in კატეგორიის გარეშე, პოლიტიკა
A A
ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის  მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2018 წლის 22 მარტს, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარის – საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის მიერ მოწვეული იქნა საქართველოს პროკურატურის კონფერენცია – პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება.

ევროკავშირის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის“ პროექტის და  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით  სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისში“ გამართულ კრებაზე საპროკურორო საბჭოს ორი წევრის არჩევა მოხდება.  აღსანიშნავია, რომ საპროკურორო საბჭოს ორ პროკურორ წევრს ნათია სონღულაშვილს და გიორგი გაბოძეს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება, რადგან მათ დაიკავეს საპროკურორო საბჭოს წევრთან შეუთავსებელი თანამდებობა – ნათია სონღულაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის, ხოლო გიორგი გაბოძე საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის მე-81 მუხლის – 3​1 პუნქტის შესაბამისად ,,ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საპროკურორო საბჭოს წევრმა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ არ შეიძლება განახორციელოს საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საპროკურორო საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა“. საპროკურორო საბჭოს 8 წევრს, რომელთა ¼ უნდა იყოს განსხვავებული სქესის, ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია. კონფერენციაზე საბჭოს წევრების არჩევა ხდება პროკურორებისა და გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, შემდეგი კვოტების მიხედვით;

  • 3 წევრი აირჩევა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთაგან;
  • 1 წევრი აირჩევა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთაგან;
  • 3 წევრი აირჩევა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საოლქო პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან;
  • 1 წევრი აირჩევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის) საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან.

პროკურორებისგან და პროკურატურის გამომძიებლებისგან შემდგარი არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საპროკურორო საბჭოს წევრი 4 წლის ვადით აირჩევა; საპროკურორო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება. საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომლის უფლებამოსილებაა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა. აქვე გაცნობებთ, რომ კონფერენცია ღიაა და მასზე დასწრების უფლებით დაიშვებიან ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის აკრედიტირებული წარმომადგენლები, რომლებმაც კონფერენციის ჩატარებამდე, აკრედიტაციის მისაღებად უნდა მომართონ საქართველოს მთავარი პროკურატურის კანცელარიას, ან გამოგზავნონ მოთხოვნა საქართველოს პროკურატურის ელექტრონულ ფოსტაზე  presscenter@pog.gov.ge   2018 წლის 21 მარტს 18:00 საათამდე.

 

ShareTweet

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

გიორგი კვირიკაშვილმა ავსტრიის ელჩი მიიღო

10 years ago

ისტორიული აბრეშუმის გზის სარკინიგზო პროექტი მოქმედებაში შევიდა

13 years ago

თბილისში ფრენბურთში ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართება

10 years ago

“ასეთი მიწვევები ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია” – დავით ნარმანია

11 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by