• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები“ მთავრობას საპენსიო რეფორმის ალტერნატიულ მოდელს სთავაზობს

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა  საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების“ მიერ მომზადებული პროექტის საჯარო განხილვის გამართვა და საპენსიო რეფორმის  პროცესის დროებით შეჩერება  მოითხოვა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიზიარებთ მთავრობის გადაწყვეტილებას  საპენსიო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენი შეხედულებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებულ საპენსიო სისტემას აქვს რიგი ნაკლოვანებები და იგი ეხება როგორც თავად რეფორმას, აგრეთვე განხილვის პროცესს, რომელიც ჩვენი შეფასებით, დაჩქარებული ტემპებით წარიმართა. გვინდა მივმართოთ მთავრობას – სანამ არ მოხდება რეფორმის სხვადასხვა ალტერნატივების ფართო განხილვა, მანამდე შეჩერდეს მთავრობის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმის განხილვის პროცესი“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ბრიფინგზე საპენსიო რეფორმის ალტერნატიული მიდგომა წარმოადგინა და იმ განსხვავებებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს.

„ფრაქციის მიერ მომზადებულ საპენსიო სქემა მრავალსვეტიანია და შემდეგ განსხვავებებს მოიცავს:

  1. იმ 750 ათასი პენსიონერისთვისაც, რომლებიც დღეს არიან პენსიაზე, საბაზისო პენსია გაიზრდება ყოველწლიურად ქვეყანაში საშუალო ხელფასის ზრდის პროპორციულად და შეადგენს საშუალო ხელფასის მინიმუმ 17%-ს.
  2. ჩვენი სქემის ცენტრალურ ღერძს წარმოადგენს მეორე სვეტი, რომელიც ეფუძნება თაობათა შორისი სოლიდარობის პრინციპს, სადაც პენსია გაიცემა მოქალაქის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. მეორე სვეტი ფინანსდება დაუბეგრავი ხელფასის 2%+2% პრინციპით, სადაც მონაწილეობს, როგორც დამსაქმებელი, ისე სახელმწიფო. ეს სვეტი სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, სანამ პენსიაზე არ გავა. რაც მთავარია, გაზრდილი პენსიის გაცემა მოხდება რეფორმის ამოქმედებიდან მეორე წელსვე და არა 25 წლიანი ლოდინის შემდეგ, როგოც ეს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტშია.
  3. მესამე სვეტი გულისხმობს ინდივიდუალურ დაგროვებას – 2% კონტრიბუციის სახით – იქნება სავალდებულო ყველასათვის, ხოლო ნებაყოფლობითი – 50 წელს გადაცილებული დასაქმებულებისათვის“, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

ფრაქციის წევრმა საპენსიო რეფორმის განხილვის პროცედურებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ  პირველ ეტაპზე, საპენსიო რეფორმაზე მსჯელობა საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით დაიწყება, მხარდაჭერის მოპოვების შემთხვევაში კი, პროექტი ფართო საზოგადოებას წარედგინება.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ვაზისუბანში შვილმა მძინარე დედ-მამა დახოცა და კვალის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინა

ვაზისუბანში შვილმა მძინარე დედ-მამა დახოცა და კვალის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინა

4 years ago
„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან

„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი… აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან“ – 14 წლის გოგოს ემშვიდობებიან

3 weeks ago

„რუსთავი2“-ის ყოფილი მფლობელები: “რუსთავი 2″ არის ნაციონალური მოძრაობის მიერ მკაცრად კონტროლირებადი პარტიული ტელევიზია”

11 years ago

აეროპორტის დასახლებაში ახალი კაპიტალური გზა მოეწყობა

8 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by