ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ტერიტორიების განაშენიანების ნებართვის მოთხოვნის კუთხით, 600-მდე განაცხადს უარი ეთქვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის განცხადებით, მოთხოვნები ზონის ცვლილების ან კოეფიციენტის მატების თაობაზე, ქალაქის განვითარების პარამეტრებს არღვევდა.
„დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ვერეს ხეობაში და მტკვრის კალაპოტში გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმების გასაბათილებლად, რადგან ამ შემთხვევებში დოკუმენტებში ძალიან დიდი ხარვეზები გამოვლინდა. ჩვენ მშენებლობას და განვითარებას არ ვეწინააღმდეგებით, პირიქით, ხელს შევუწყობთ, მაგრამ ქალაქის განვითარება უნდა მოხდეს სწორად, დაცული უნდა იყოს ქალაქის, კერძო მესაკუთრის და ინვესტორის ინტერესები”, – განაცხადა კალაძემ.