• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მთავრობა ახალი მასშტაბური საგადახადო ინიციატივებით გამოდის

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს მთავრობა ახალი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საგადახადო ინიციატივებით გამოდის, – როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ფინანსთა მინისტრის მიერ ინიცირებული სამი ახალი რეფორმა დამატებით ჟანგბადს მისცემს, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს.

„ფინანსთა სამინისტრომ ახლახან წარმოადგინა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მცირე მეწარმეებისთვის ხუთჯერ ამცირებს საგადასახადო ტვირთს. რეალურად ეს იყო მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯი საგადასახადო ლიბერალიზაციის მიმართულებით. დღეს წარმოდგენილი სამი ახალი ინიციატივა ისეთივე მასშტაბური და ნოვატორულია, როგორც აქამდე ინიცირებული რეფორმები. პირველი რეფორმის თანახმად, რომელიც უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, მეწარმე თავისუფლდება ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურებისაგან და ნაცვლად 5 საგადასახადო დოკუმენტისა, რომელიც დღეს დგება მეწარმის მიერ, იქნება ერთი გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი. ამით, ჩვენს მეწარმეებს მოეხსნებათ უზარმაზარი ბიუროკრატიული ტვირთი, რომ დოკუმენტბრუნვაში არ დახარჯონ იმდენი რესურსი, რამდენსაც დღეს ხარჯავენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების პრიორიტეტია, საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა, რომელშიც მაქსიმალურად იქნება ჩართული მოსახლეობის ყველა ფენა, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიანი ნაწილი და მეორე ინიციატივა სწორედ ამას გულისხმობს.

„ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს აქვს განცდა, რომ მაგალითად, როდესაც მთიან რეგიონებში იხსნება სასტუმროები თუ ახალი სავაჭრო წერტილები, იქ ნაკლებად ხვდება ადგილობრივი პროდუქცია, ანუ იმ რაიონში, იმ სოფელში წარმოებული პროდუქცია და ხშირად, პროდუქციის შეძენა და ჩატანა ხდება თბილისიდან თუ სხვა რეგიონული ცენტრებიდან. ამიტომ, იმისათვის, რომ ჩვენ წავახალისოთ ამ მიმართულებით შესყიდვები, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წარმოებულ კვების პროდუქტებზე, რათა ადგილობრივი ნაწარმი მაქსიმალურად გვქონდეს წარმოდგენილი, როგორც მცირე და ოჯახური ტიპის, ისე – რეგიონებში და სოფლებში გახსნილ სასტუმროებში,  მაქსიმალურად ვამარტივებთ, როგორც საგადასახადო, ისე პროცედურული კუთხით  პროდუქციის შესყიდვას ადგილობრივი მეწარმეებისგან, სოფელში მცხოვრები ადამიანებისგან და მცირე ფერმერებისგან. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ამ პრობლემის გამო, ძალიან ხშირად, ბიზნესი უარს ამბობდა ხარისხიანი პროდუქციის შეძენაზე. ამ ცვლილებით ეს პრობლემა აღმოიფხვრება, ბიზნესი შეზღუდვის გარეშე შეისყიდის ამ პროდუქციას და ეს აისახება იმ საგადასახადო ტვირთში, რომელიც ამ შემთხვევაში კომპანიას ექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი აუცილებლად უნდა წახალისდნენ, რათა ადგილობრივი, ადგილზე წარმოებული პროდუქცია შეიძინონ. ეს არის ასევე საუკეთესო ევროპული პრაქტიკაც. მოგეხსენებათ, რომ ევროპაში, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში გვხვდება ადგილობრივი ნაწარმი და სწორედ ეს არის მომხიბვლელი. როდესაც ადამიანები მთაში მიდიან დასასვენებლად, მათ სურთ, იქაური პროდუქცია იგემონ და სამწუხაროდ, ის საგადასახადო გარემო, რომელიც ჩვენ გვქონდა, ამის საშუალებას არ იძლეოდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ფინანსთა მინისტრს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მესამე ინიციატივა საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად გადაქცევას ისახავს მიზნად.

„შესაბამისად, ეს ინიციატივა გულისხმობს არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოშიკომპანიების ონლაინ რეგისტრაციას. ეს ინიციატივა საშუალებას მისცემს უცხოელ ინვესტორებს, ონლაინ რეჟიმში დაარეგისტრირონ კომპანიები ჩვენს ქვეყანაში, გახსნან  ანგარიშები ჩვენს საბანკო სისტემაში. მათ ასევე ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ ჩვენს ქვეყანაში კომპანიის მართვა, ფიზიკურად აქ ყოფნის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, მნიშვნელოვანი – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სავალუტო ფონდთან კოორდინაციის კუთხით. დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი შემოსავლის წყარო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო მეტად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება, როგორც საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის მიღმა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ  ინიციატივების წარმოდგენას წინ  უძღოდა სიღრმისეული განხილვები, როგორც მთავრობის ეკონომიკურ ბლოკში, ისე საპარლამენტო უმრავლესობასთან და ასეთი კოორდინაცია და თანამშრომლობა გაგრძელდება.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

პედოფილს ექვსი წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ქირურგიული კასტრაცია ჩაუტარდა: რომელმა ქვეყანამ გამოიტანა პირველად ახალი სასტიკი განაჩენი

პედოფილს ექვსი წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ქირურგიული კასტრაცია ჩაუტარდა: რომელმა ქვეყანამ გამოიტანა პირველად ახალი სასტიკი განაჩენი

1 year ago
ილია მეორე: “ღვთის ძალითა და შეწევნით განსაცდელები დაძლეული იქნება”

ილია მეორე: “ღვთის ძალითა და შეწევნით განსაცდელები დაძლეული იქნება”

12 years ago
საკრებულოს უმცირესობამ უმრავლესობას კანონით  მინიჭებული უფლებამოსილებით სარგებლობისკენ მოუწოდა

საკრებულოს უმცირესობამ უმრავლესობას კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით სარგებლობისკენ მოუწოდა

13 years ago
“სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება”

“სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება”

11 years ago

ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ინფორმაციას Marneulinews.ge ავრცელებს. მათივე ცნობით, უმუდ სოფიევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან იყო. თანასოფლელების ინფორმაციით,...

მეტის ნახვაDetails
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by