საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, „Freedom House”-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მრავალი ფაქტობრივიშეცდომაა. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა დღეს გამართულბრიფინგზე განაცხადა.
„აღსანიშნავია, რომ ანგარიშში მრავლად არის გაპარული ფაქტობრივი შეცდომები. მაგალითად, ანგარიშის ავტორები სასამართლოსადანაშაულებენ აფგან მუხთარლის საქმეში, როდესაც ქართულ სასამართლოს ამ საქმესთან არავითარი შეხება არ ჰქონია.ანგარიშიდან იკითხება, რომ მისი ავტორები ეყრდნობიან იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიცგამოირჩევიან კომპეტენციის ნაკლებობით და ტენდენციური დამოკიდებულებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.