• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა არის ფობია და როგორ ვებრძოლოთ მას – რჩევები ფსიქოლოგისგან

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
რა არის ფობია და როგორ ვებრძოლოთ მას – რჩევები ფსიქოლოგისგან
14
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ფობიები უძველესი დროიდან არსებობს, ფობია შიშის აკვიატებული მდგომარეობაა, შიშსგან განსხვავებით იგი ცხორების წესსაც კი აცვლევინებს ადამიანს. ამგვარი მიდრეკილებების ადამიანს ეშინია იმის, რაც არ არსებობს.  საიდან და როგორ წარმოიქმნა ფობიები, შესაძლებელია თუ არა მათი დაძლევა? აღნიშნულ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ფსიქოლოგი – მარინა ბოსტოღანაშვილი ესაუბრა.

ზოგადად რამდენნაირი ფობია არსებობს, საიდან მოდის და რა იწვევს მას, თქვენ როგორც ფსიქოლოგი როგორ შეაფასებთ ამ მოვლენა/პათოლოგიებს?

– ყოველ ჯანსაღ ადამიანს შეუძლია განიცადოს ბუნებრივი შიში, რომელიც მასში არის, როგორც  დაცვითი  მექანიზმი.  რეალური  შიში აფრთხილებს ადამიანს შესაძლო საფრთხის წარმოქმნაზე. ეს არის გარეგანი საშიშროების აღქმის საპასუხო რეაქცია.  თუ შიში ადამიანისათვის პრობლემად იქცევა და ხელს უშლის მის ყოველდღიურ ცხოვრებას, მას ფობიად განიხილავენ.  შიში, რომელსაც არ აქვს კავშირი თვითშენარჩუნების ინსტინქტთან, არის პათოლოგიური. ფობია –  არის  პათოლოგიური შიში, არაადეკვატური რეაგირებით. შენარჩუნებული  ცნობიერება არის ნიშანი, რომელიც  დიფერენცირებას ახდენეს სერიოზულ ფსიქიკურ  აშლილობებისაგან  (შიზოფრენია, მანიაკალურ დეპრესიული სინდრომი). ფობიის ნამდვილი მიზეზი არავინ იცის. მას  დამოუკიდებელ დაავადებად განიხილავენ. ფსიქიატრიაში ისინი მოხსენიებულია როგორც აკვიატებული მდგომარეობები, რომელიც  შიზოფრენიის ერთ-ერთი გამოვლინებაა. აკვიატებული მდგომარეობები ადამიანის  ნების  გარეშე  ჩნდება, ადამიანი  თავად  ვერ  უმკლავდება მათ, მას სჭირდება დახმარება.

როგორ  განვასხვავოთ შიში და  ფობია  ერთმანეთისგან. თუ  თქვენ, თვითმფრინავში ჯდომის  დროს გეშინიათ, როდესაც მისი ფრთები ვიბრაციას იწყებს  და ის ტურბულენტულ ზონაში გადის, მაშინ ეს შიშია. და როდესაც  მხოლოდ  ფიქრის  დროს, რომ  თქვენ თვითმფრინავში ხართ და შეიძლება მოხვდეთ ტურბულენტურ  ზონაში, გეწყებათ კანკალი – ეს  უკვე  ფობიაა.

ძირითადად რა ფობიებია, რომელიც ხშირად გვხვდება ადამიანებში?

– დღეს, დაახლოებით 600 სახეობის  ფობიებია  ცნობილი. ყველაზე გავრცელებული  –  სივრცის ფობიებია: კლაუსტროფობია – დახურული სივრცის შიში, აგორფობია – ღია სივრცეებისა და ტრანსპორტის შიში, სიმაღლის შიში, სიღრმისეული შიში. ასევე ხშირად გვხდება  – სინათლის  შიში, სიბნელის, ობობების, გველის  და ა.შ.  ყოველგვარი შიშისა და ფობიის ჩამოთვლა შეუძლებელია.

ფობიებს სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ:

I – ზოგადი ფობიები, ადამიანს ეშინია გარკვეული ობიექტის ან რაიმე საგნის

II – ლოკომოტორული ფობიები, ანუ ფობიები სიტუაციის მიმართ (ჩაკეტილი ან ღია სივრცის შიში);

III – სოციალური ფობია ( საზოგადოებრივ ცხოვრებას უკავშირდება, მოლაპარაკებების შიში, საჯაროდ ნებისმიერი ქმედება )

არსებობს ფობიების კლასიფიკაცია ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებითაც:

  1. ბავშვების –  სიბნელის შიში და ა.შ.
  2. მოზარდების –  სივრცის შიში, ტანატოფობია, ნოზოფობია, ინტიმოფობია და ა.შ.
  3. მშობელის – მშობლების შიში, რომ რაღაც ცუდი მოხდება.

დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს ვეგეტატიური სიმპტომატიკით: გულისცემის გახშირებით, ოფლიანობით, სიწითლით, კანკალით ან ტრემორით, პირის სიმშრალით, სუნთქვის გაძნელებითა და ქოშინით, გულმკერდის არეში დისკომფორტით ან ტკივილით, ღებინებით ან მუცლის არეში უსიამოვნო შეგრძნებით. რადგან საფრთხე იზრდება ადამიანის წარმოსახვაში ის სულ უფრო მეტად ფოკუსირებას ახდენს ფობიკური რეაქციით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებებზე, არ ცდილობს საკუთარი თავის ხელში აყვანას. პანიკის მდგომარეობა იმდენად მტკივნეულია, რომ პაციენტს შეუძლია თავიდან აიცილოს ნებისმიერი სტიმული (სიტყვები, მოგონებები, სურათები), რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ფობიის  რეაქცია. ხშირად სიმპტომები სუსტდება ან  ქრება მთლიანად  საყვარელი ადამიანის  გვერძე ყოფნის დროს, რომელიც მასში  ნდობას  იწვევს.

ყველაზე სასაცილო/სახალისო ფობია….

– Venustraphobia ან  კალიგინეფობია – ლამაზი ქალების შიში.

ხოროფობია – ცეკვის შიში.

კუმპუნოფობია – ღილების შიში.

ლაკანოფობია – ბოსტნეულის  შიში. გულისრევა, თავბრუსხვევა, სწრაფი სუნთქვა, სუნი ასევე აუტანელია  – როცა  ადამიანი  ხედავს  ბოსტნეულს.

ომფალოფობია  – ჭიპის  შიში. ადამიანები, რომლებიც განიცდიან ამ ფობიას, ეშინიათ შეეხონ სხვის  ჭიპს და ასევე თუ ვინმე შეეხება  მათ  ჭიპს.

მინდა შევეხო ისეთ აშლილობას, როგორიც არის კლეპტომანია – რა ფსიქოტიპია ამ პათოლოგიის მქონე ადამიანი, თუ არის შესაძლებელი მისი დამარცხება…

– კლეპტომანია – პათოლოგიური  დამოკიდებულების ცალკე  გამოყოფილი სახეობაა. იგი ხასიათდება  იმით, რომ ადამიანს  უჩნდება  გადაულახავი სურვილი, ჩაიდინოს  ქურდობა, მოიპაროს რაიმე ნივთი. ხშირ  შემთხვევაში, მოპარული ნივთები არ არის ფასეული. სურვილი  ჩნდება  როგორც  კომპულსიური  (აუხსნელი, სპონტანური) იმპულსი, რომელიც  არ  ექვემდებარება ადამიანის  კონტროლს. კლეპტომანიით  დაავადებული პირი  მიუხედავათ იმისა, რომ  იცის  სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ მაინც იპარავს  და შეგნებულად  ჩადის  დანაშაულს. კლეპტომანია – ითვლება ფსიქიურ აშლილობად. ის ჰგავს ისეთ  დარღვევებს  როგორიც  არის დეპრესია, კვების დარღვევები, სოციალური ფობიები, შფოთვითი  დარღვევები. ნარკომანიას  ჰგავს იმით, რომ ადამიანი მიღებულ  სიამოვნებაზე  დამოკიდებული ხდება და  შეუძლებელია  წინააღმდეგობა გაუწიოს ამ  შეგრძნებებს. ქურდობის დროს, აღტაცებასთან დაკავშირებით, სისხლში  იზრდება ადრენალინი და საფრთხე ძალიან მაცდური ხდება, თუ ქურდობა წარმატებით დასრულდა ჩნდება ნეტარების გრძნობა, მოგვიანებით კი  დანაშაულის  გრძნობა ეუფლება ადამიანს. უსიამოვნო გრძნობების მიუხედავად,  ქურდობის დროს მიღებული ემოციები უფრო მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა  კლეპტომანისთვის.

დაავადების ზუსტი მიზეზი არ არის ცნობილი. არსებობს რამდენიმე თეორია. ვარაუდობენ, რომ ცვლილებები ტვინის სტრუქტურებში მიმდინარეობს. კლეპტომანია შეიძლება დაკავშირებული იყოს სეროტონინის ნეიროტრანსმიტერის (ნერვის იმპულსის გადამცემი) ფუნქციით. ის ეხმარება განწყობის  და ემოციების რეგულირებაში. როგორც  წესი, ადამიანებს, რომლებსაც  აქვთ  სეროტონინის დაბალი დონე მიდრეკილება უჩნდებათ უკონტროლო ქცევებისაკენ. ქურდობის დროს, ადამიანის  ტვინში დოპამინის განთავისუფლება ხდება. დოპამინი  ანიჭებს  სასიამოვნო შეგრძნებას, დამოკიდებულების განვითარებას, და პაციენტები ეძებენ გზებს ამ სიამივნების კვლავ განსაცდელად.

კლეპტომანიის დაძლევა დამოუკიდებლად რთულია. ამ  სენის მკურნალობის  დროს უნდა  იყოს  გამოყენებული პრეპარატები და  ფსიქოთერაპია. არ არსებობს სპეციფიკური ტიპის პრეპარატი, რომელსაც შეუძლია კლეპტომიის განკურნება. მხოლოდ ფსიქოთერაპის და პრეპარატის  მიღებას  (რომელიც ზრდის სეროტონინის დონეს) შეუძლია შეამციროს ან აღმოფხვრას დაავადების სიმპტომები. კლეპტომანიის  მკურნალობა რთულია და ინდივიდუალურად უნდა იყოს  შერჩეული, ექიმის დანიშნულების  მიხედვით.

ადამიანებს რომელთაც სხვადასხვა ფობიები აწუხებთ, რას ურჩევდით….

– ფობიების  მკურნალობის ძირითადი მეთოდი  არის  ფსიქოთერაპია. ფსიქოთერაპიაში  არსებობს რამდენიმე მეთოდი: ქცევითი თერაპია, ჰიპნოზი, სისტემური  დესენსიბილიზაცია, გეშტალტ თერაპია, რელაქსაციის ტექნიკები  და  აუტოტრენინგები. მკურნალობის  მეთოდების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად  ექიმის   პაციენტთან  საუბრის  დროს.

თერაპიის მთავარი მიზანია განვითარდეს ადამიანების უნარი, პირისპირ შეხვდეს ფობიურ სიტუაციას  და  შეძლოს იარსებოს იქ თვითკონტროლის დაკარგვის გარეშე.  დარწმუნდეს, რომ  სინამდვილეში ეს  სიტუაცია  მისთვის  არ  არის  საშიში.

ფობიების  მსუბუქი  ფორმების  დროს,  წამლის თერაპიის გამოყენება არ არის გამართლებული და არც  არის ეფექტური. მედიკამენტური მკურნალობა გამოიყენება მხოლოდ პანიკური შეტევების ან მწვავე ფობიების   დროს.

მარიამ ხუციშვილი

 

 

 

Share6Tweet4

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

მიხარია, რომ ასეთი მასშტაბის მეკარე მყავს – „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელი მამარდაშვილზე

მიხარია, რომ ასეთი მასშტაბის მეკარე მყავს – „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელი მამარდაშვილზე

2 years ago
შენგელია მისი სანქცირების გამო აშშ-ის სასამართლოში სარჩელის წარდგენას აპირებს

შენგელია მისი სანქცირების გამო აშშ-ის სასამართლოში სარჩელის წარდგენას აპირებს

3 years ago
„როგორც მე მაცნობეს, განიხილება ჩემი ლიკვიდაციის ორი გეგმა“ – კოკა მორგოშია

„როგორც მე მაცნობეს, განიხილება ჩემი ლიკვიდაციის ორი გეგმა“ – კოკა მორგოშია

3 years ago
გურამიშვილის გამზირზე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

მარშალ გელოვანის გამზირზე ავტომანქანა აფეთქდა

10 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by