• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პრეზიდენტმა ძალადობის ფაქტებზე მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება შეაჩერა

8 years ago
in პოლიტიკა
A A
გიორგი მარგველაშვილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას მიმართავს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გიორგი მარგველაშვილმა ძალადობის ფაქტებზე მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება შეაჩერა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა, რამდენიმე დღის წინ, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო მიიღო, რომელშიც ეჭვმიტანილი სასჯელაღსრულების სამინისტროს დოკუმენტაციის საფუძველზე შეწყალებული პირია.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, ძალიან მძიმე გადასატანია ყოველი ასეთიშემაძრწუნებელი ძალადობის ფაქტი. კიდევ უფრო მეტად მძიმეა ეს მოვლენა, იქედან გამომდინარე, რომ ამ დანაშაულში ეჭვმიტანილიშეწყალებულია.
“უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ როგორც ამ მოვლენას, ასევე იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ, ჩვენ შეწყალებისმოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ საჭიროებას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რისსაფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას.

დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, მანამ სანამ არ გავივლით კონსულტაციასშეწყალების პროცესის ყველა აქტორთან, რომელიც მოიცავს არამარტო სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ მოიცავსიმ ჯგუფებს, რომლებიც სპეციფიურად ძალადობაზე და ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ. შესაძლოა, მათ მოგვცენ უფრო მეტიდაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესსძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების კითხვებსა და რეაქციას სრულიად ლეგიტიმური უწოდა და განაცხადა, რომმზადაა ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2014 წლის აგვისტოში, ამ შემთხვევაში, ეჭვმიტანილმა, მაშინ მსჯავრდებულმა, ჩაიდინა ძალადობის აქტითვისი მეუღლის მიმართ. თუმცა, მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ ოთხთვენახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილიავარიის გამო დააპატიმრეს, შემდეგ კი, ამ ორივე დანაშაულზე მას მიესაჯა სასჯელი.
“მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილ იქნა. მეორე მიმართვის დროს, კომისიაში შესული იყო რამდენიმემნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც, პირველ რიგში, აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ფსიქოლოგის დადებით დასკვნას, სოციალური მუშაკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის დადებით დასკვნას და აგრეთვე, სამედიცინო ცნობას ეფუძნება, რომელშიც არ არის მითითებული, რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე.

საქმეს თან ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ იგი 4 შვილის მამა იყო. ასევე, ამ თხოვნას თან ერთვოდა ოჯახისგამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე და ეს ერთადერთი დეტალია, რომელშიც ჩვენ მეტ კონკრეტიკას ვერმოგაწოდებთ ამ ინფორმაციის პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე.

კომისიამ მომმართა ამ პირის სრული გათავისუფლების თაობაზე. მე მას სასჯელი მხოლოდ გავუნახევრე და რომც არ გამენახევრებინა მისისასჯელი და ის 6, თუ 7 თვე არ მომეკლო, ამ შემთხვევამდე ბრალდებულს უკვე კალენდარულად ექნებოდა მოხდილი სასჯელი”, – განაცხადასაქართველოს პრეზიდენტმა და ჟურნალისტებს ის ინფორმაცია მიაწოდა, რომლისგანაც შედგებოდა საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

პრეზიდენტის განცხადებით, აქ საუბარია მსჯავრდებულის უაღრესად დადებით დახასიათებაზე.
“თუკი, პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიას ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პიროვნება ასე უარყოფითადხასიათდებოდა, რატომ არ გვქონდა ეს იფნორმაცია ჩვენ? ანუ, რატომ გვქონდა ჩვენ დადებითი დასკვნა და თურმე პირობით ვადამდე ადრეგათავისუფლების კომისიას ჰქონდა უარყოფითი დასკვნა?

ჩვენ ხომ ვემყარებით იმ წყაროებს, რომლებსაც ლეგიტიმურად უნდა ვემყარებოდეთ. ფსიქოლოგის დასკვნას, სოციალური მუშაკის, ადმინისტრაციის დასკვნას.

თუ ამ პიროვნების თაობაზე, ის რომ, უარყოფითად ხასიათდებოდა იცოდა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიამ, რატომ დაუმალესშეწყალების კომისიას ეს ინფორმაცია?” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, მას ესმის ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც შსს იმყოფება.

“მესმის, რომ მათ აქვთ მცდელობა, ეს პასუხისმგებლობა გადაიტანონ შეწყალების პროცესზე მიუხედავად იმისა, რომ კავშირი დანაშაულისჩადენასა და ექვსი თვის მოკლებას შორის არ არსებობს, მაგრამ მათ წინაშეც რთული კითხვებია.

მე არა ერთხელ შემიქია შსს იმ ყურადღებასთან დაკავშირებით, რომელსაც ის იჩენს სწორედ ოჯახური ძალადობის მიმართ. სულ ცოტა ხნის წინ, მერამდენიმე წევრი დავაჯილდოვე კიდეც და ხაზს ვუსვამ რომ შსს ამ მიმართულებით კარგად მუშაობს, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაზე, ჯერკიდევ 2014 წლის აგვისტოში, რომ იყო ჩადენილი ძალადობრივი დანაშაული, ეს ადამიანი ამის გამო არ იყო დაკავებული, ოთხთვენახევარი გარეთიყო.

ჩვენ როგორც ვიცით, როდესაც მივიდა, დღეს უკვე, დაზარალებული დაცვის თაობაზე პირდაპირ თხოვნით, რომ მის წინააღმდეგ სიცოცხლისმუქარა ხორციელდებოდა, მხოლოდ შემაკავებელი ორდერი იყო პასუხი.

ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს და ეს ტრაგედია გვიბიძგებს, რომ ზუსტად დავინახოთ სად შეიძლება უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება, რომასეთი რამ აღარ განმეორდეს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ედვარდ სნოუდენი შესაძლოა რუსეთში კიდევ დიდხანს დარჩეს

13 years ago
პარლამენტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხილვას იწყებს

პარლამენტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის განხილვას იწყებს

11 years ago
თიბისიმ COVID-19-ის სწრაფი ტესტები შეიძინა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 582-მდე გაიზარდა

6 years ago

ჯანი ბუკიკიო – საქართველოს კონსტიტუციის ტექსტი კარგია, მაგრამ უნდა გაუმჯობესდეს

9 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by