ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს. მას პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი უხელმძღვანელებს. უფლებამოსილების გადაბარების ოფიციალური ცერემონიალი კადრირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.
თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ იოსებ ნიკოლეიშვილს წარმატება უსურვა და სიტყვით მიმართვისას ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
ლევან იზორიას თქმით, 2018 წლის მეორე ნახევრიდან აქტიური რეზერვის პირველი ნაკადის მიღებაა დაგეგმილი, რომელიც რეზერვის ახალი კონცეფციის ფარგლებში განხორციელდება.











