• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, June 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების უალტერნატივო არჩევანი – მიხეილ ჯანელიძე

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“საქართველოს მთავრობამ, ქვეყნის უწყვეტი გაზმომარაგებისთვის და ენერგოუსაფრთხოებისთვის საუკეთესო პირობები უზრუნველყო”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ნატო-ს დღეების ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქვემო ქართლის თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და ამ კუთხით არსებულ პროგრესზე ისაუბრა.

მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ნატოს დღეების ფარგლებში პირველი ვიზიტით სწორედ მარნეულს ეწვია, ქალაქს, რომელიც მისი თქმით არის დიდი შესაძლებლობების, ისტორიისა და დიდი მომავლის მქონე ქალაქი, ხოლო საზოგადეობა აქტიური და მონდომებული, რომ მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესულ პროცესებს. მინისტრის განცხადებით უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რათა მოსახლეობას ჰქონდეს სწორი აღქმა იმ შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ, რომელიც ინტეგრაციის პროცესს თან ახლავს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე და აღნიშნა, რომ საქართველო-ნატოს თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლებასა და გაძლიერებას ემსახურება.

“ნატო-ში ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების უალტერნატივო არჩევანი. ჩვენ გვაქვს თავდაცვის უნარიანობის ამაღლების უფლება, ჩვენ გვაქვს გაძლიერების საჭიროება, იმისათვის, რომ ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო, შეგვეძლოს თავდაცვა და შეგვეძლოს აგრესიასთან გამკლავება. სწორედ თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას და გაძლიერებას ემსახურება ჩვენი ნატო-სთან თანამშრომლობა” – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღმავებისა და გაძლიერებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რათა საქართველო კიდევ უფრო მეტად დაკავშირებოდა ევროატლანტიკურ ოჯახს და მის ღირებულებებს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხო და წარმატებული მომავლისთვის.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა დღეს საქართველო უკვე ასპირანტი ქვეყანაა და მას გააჩნია ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც ქვეყანას ხდის მეტად ინტეგრირებულს ნატო-სთან და ნატო-ს სტანდარტებთან.

“ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ ასე ახლოს არც ნატოსთან და არც ევროკავშირთან როგორც ვართ დღეს ჩვენი რეფორმებიდან, მიდგომებიდან და ნაბიჯებიდან გამომდინარე. ჩვენი მიზანია ამ თანამშრომლობით უზუნველვყოთ მეტი მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრისას ასევე ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ხაზი გაუსვა მთავრობის საბოლოო მიზანს, რასაც ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა წარმოადგენს.

“ჩვენი მიზანია საბოლოო წევრობა ევროკავშირში – რათა ჩვენ ვიყოთ ერთიანი ევროპული ოჯახის სრუფასოვანი წევრი და მივიღოთ ყველა ის სიკეთე, რომელსაც იღებს ევროპული ოჯახის წევრი ქვეყნის მოქალაქეები. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ, ჩვენ დღეს გვაქვს განსაკუთრებული შედეგი, ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა “აღმოსავლეთ პარტნიორობაში” ჩვენი პროგრესით, რეფორებით და ინტეგრაციის პროცესით. ჩვენი მიზანია გავეჯიბროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანების გზაზე დგანან, შეიძლება თავისუფლად ვთქვათ, რომ ჩვენ ნამდვილად არ ჩამოვუვარდებით, თუ არ ვუსწრებთ კიდევაც, ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც გაწევრიანების გზაზე დგანან. ჩვენ ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ და აუცილებად დადგება ის დრო და მომენტი, როდესაც ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდებით” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა და საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის  ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა. ​

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

საერთაშორისო კონფერენციაზე წყლის რესურსების ეფექტიან მართვაზე იმსჯელეს

საერთაშორისო კონფერენციაზე წყლის რესურსების ეფექტიან მართვაზე იმსჯელეს

8 years ago
“ედუარდ შევარდნაძის სახელთან არის დაკავშირებული ევროპაში კედლების ნგრევა, ახალი ევროპის წარმოქმნა”

“ჩემს საზოგადოებას არავის დავატერორებინებ”

10 years ago
სერგეი ლავროვი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს

სერგეი ლავროვი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს აკეთებს

12 years ago
ყაზახეთი ში რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით ფოტო გამოფენა გაიმართა

ყაზახეთი ში რუსეთ-საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით ფოტო გამოფენა გაიმართა

11 years ago

ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, ეს ტრაგიკული ამბავი ქართველმა ერმა...

მეტის ნახვაDetails
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026
  • „ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა 06/18/2026
  • არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 06/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by