ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა მაისში გაიმართება. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა თქვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ციხელაშვილის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ტატუნაშვილის საქმე იქნება.
“ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩვენ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებზე დაფუძნებით წარიმართოს იმგვარად, რომ გამოიკვეთოს პირთა ჯგუფი, რომელსაც ამ უმძიმეს დანაშაულში მიუძღვის ბრალი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.