
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა სოფრომაძე, რომელიც იმავდროულად მინისტრის მოადგილეცაა თანამდებობას ტოვებს. სააგენტოს ახალ დირექტორად და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა ინიშნება. აღნიშნულ ინფორმაციას Imedinews-ის ავრცელებს.
საკადრო ცვლილების შესახებ საჯაროდ უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ზეგ გახდება ცნობილი.
ზაზა სოფრომაძე ამ პოზიციაზე 2014 წლიდან მუშაობს.











